მკურნალობის ალგორითმი

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება

მწვავე

ანაფილაქსიური რეაქცია

Back
1-ლი რიგის –

სასუნთქი გზების მართვა და ჟანგბადი

სასუნთქი გზების მართვა და ოქსიგენაცია უპირველესია დანარჩენ ასპექტებს შორის.

ზედა სასუნთქი გზების მძიმე ობსტრუქციის შემთხვევებში ზოგჯერ საჭირო ხდება ენდოტრაქეალური ინტუბაცია.

Back
პლიუს –

ეპინეფრიი(ადრენალინი)

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

მძიმე სისტემური სიმპტომების დროს უპირატეს მკურნალობად მიჩნეულია ეპინეფრინის (ადრენალინი) კუნთშიდა ინექცია ბარძაყის ლატერალურ ზედაპირზე.

ანაფილაქსიის ნებისმიერი სიმპტომის დროს, როგორიცაა ქავილის, ერითემის, ურტიკარიის და ანგიოედემის სისტემური რეაქციები და სხვა სისტემური სიმპტომები, რომლებიც არ მოიცავენ სასიცოცხლო ორგანოებს, საჭიროა დაუყოვნებლივი მკურნალობა კუნთშიდა ეპინეფრინის ინექციის სათანადო დოზებით საჭიროებისამებრ, რათა მოხერხდეს უფრო მძიმე ანაფილაქსიის განვითარების პრევენცია.[76][77]

კონფუზიის, სინკოპეს, ჰიპოტენზიისა და შოკის დროს საჭიროა პაციენტის მწოლიარე მდგომარეობაში მოთავსება ქვედა კიდურების წამოწევით.

პირველადი პარამეტრები

ადრენალინი(ეპინეფრინი): ბავშვებში: 0.01 მგ/კგ (1:1000 ხსნარი) ინტრამუსკულარულად ყოველ 5 წუთში; ზრდასრულებში: 0.3 - 0.5 მგ (1:1000 ხსნარი) ინტრამუსკულარულად ყოველ 10-15 წუთში

Back
პლიუს –

ინტრავენური სითხეები

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

საჭიროა სათანადო ვენური წვდომა მოცულობითი რეჰიდრატაციისთვის (მაგ. რინგერის ლაქტატის ხსნარი ან იზოტონური ფიზიოლოგიური ხსნარი) შოკის პირობებში და მედიკამენტის ინტრავენური ბოლუსის სახით მიწოდებისათვის.

Back
განიხილე –

კორტიკოსტეროიდი

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

დავის საგანს წარმოადგენს კორტიკოსტეროიდების გამოყენება ბიფაზური ანაფილაქსიის მართვისას. მტკიცებულებები მათი გამოყენების გასამყარებლად არასაკმარისია.[78]​​[79]

პირველადი პარამეტრები

მეთილპრედნიზოლონი: ბავშვებში და ზრდასრულებში: 1-2 მგ/კგ-ზე დღიური დოზა ინტრავენურად

Back
განიხილე –

ვაზოპრესორი

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

ვაზოპრესორები შეიძლება საჭირო გახდეს ანაფილაქსიასთან დაკავშირებული მუდმივი ჰიპოტენზიის სამკურნალოდ.[79]​მიიღეთ რჩევა კრიტიკული მედიცინის სპეციალისტებისგან.

გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან დოზის და რეჟიმის შერჩევის შესახებ.

Back
განიხილე –

გლუკაგონი

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

გამოიყენება ბეტა-ბლოკერებზე მყოფ პაციენტში, რომელიც არ რეაგირებს ეპინეფრინზე (ადრენალინი).[79]

ვარაუდობენ, რომ გლუკაგონი ხსნის რეფრაქტერულ ჰიპოტენზიასა და ბრონქოზპამს ადენილატ ციკლაზას გააქტიურებით ბეტა-რეცეპტორზე ზემოქმედების გარეშე; თუმცა დადასტურებული არ არის მოქმედების ამ მექანიზმის არსებობა და მნიშვნელობა ანაფილაქსიის მართვის პირობებში.

ვინაიდან გლუკაგონი ხშირად იწვევს ღებინებას, უნდა უზრუნველყოთ სასუნთქი გზების დაცვა.[80]

პირველადი პარამეტრები

გლუკაგონი: იხილეთ ადგილობრივი პროტოკოლი დოზირების გაიდლაინებისთვის

Back
განიხილე –

ატროპინი

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

ბლოკავს აცეტილქოლინის მოქმედებას პარასიმპათიკურ ბოჭკოებში გლუვ კუნთში, სეკრეტორულ ჯირკვლებსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში; ზრდის გულის წუთმოცულობას, ამცირებს სეკრეციას.

ატროპინი ეწინააღმდეგება ქოლინერგული მოწამვლის დროს განვითარებულ მუსკარინულ ეფექტებს. ქოლინერგული მოწამვლის დროს პირველადი მიზანია ბრონქორეის და ბრონქოკონსტრიქციის შეწყვეტა.

ატროპინი არ ზემოქმედებს ნიკოტინის რეცეპტორებზე, რომლებიც იწვევენ კუნთების სისუსტეს, ფასციკულაციებსა და პარალიზს.

ანაფილაქსიის მქონე პაციენტებში მისი გამოყენება სიმპტომური ბრადიკარდიისთვის შეიძლება.[79]

პირველადი პარამეტრები

ატროპინი: ბავშვებში: 0.02 მგ/კგ ინტავეურად ყოველ 5 წუთში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 1 მგ/საერთო დოზა; ზრდასრულებში: 0.5 - 1მგ ინტრავენურად ყოველ 5 წუთში ერთხელ საჭიროების მიხედვი, მაქსიმუმ 2 მგ/საერთო დოზა

Back
განიხილე –

გულ-ფილტვის რეანიმაცია

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

ანაფილაქსიის დროს კარდიოპულმონური არესტისას რეკომენდებულია მაღალი დოზის ეპინეფრინი (ადრენალინი) და პაციენტის პროლონგირებული რეანიმაცია საჭიროებისამებრ.[78]

სიმპტომები კანზე

Back
1-ლი რიგის –

ანტიჰისტამინური საშუალება + H2 ანტაგონისტი

ანტიჰისტამინური საშუალება დიფენჰიდრამინი ჰისტამინის კონკურენტული ანტაგონისტია H1 რეცეპტორებზე, რომლებიც მდებარეობენ ეფექტორ უჯრედებზე კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, სისხლძარღვებსა და რესპირატორულ ტრაქტში. უფრო მძიმე ალერგიული რეაქციების დროს პერორალური ანტიჰისტამინური საშუალებები შეიძლება არ ყოს ეფექტური, ვინაიდან ისინი შედარებით ნელა მოქმედებს და მეტწილად ამცირებს კანის სიმპტომებს და არა კარდიორესპირატორული პრობლემებს, რაც ანაფილაქსიას სიცოცხლისთვის საშიშ გადაუდებელ მდგომარეობად აქცევს.[78]

H2 ანტაგონისტები (მაგ. ციმეტიდინი) ჰისტამინის ინჰიბირების გზით მოქმედებენ კუჭის პარიეტულ უჯრედებზე არსებულ H2 რეცეპტორებზე, რაც იწვევს კუჭის მჟავის სეკრეციის ინჰიბირებას და ამცირებს კუჭის მოცულობასა და წყალბადის იონების კონცენტრაციას. ისინი არ ზემოქმედებენ პეფსინის სეკრეციაზე, პენტაგასტრინით სტიმულირებულ შიდა ფაქტორის სეკრეციაზე ან შრატის გასტრინზე.

მიჩნეულია, რომ ანტიჰისტამინური H1 და H2 ანტაგონისტების კომბინაციური გამოყენება ხასიათდება მეტი ეფექტურობით ანაფილაქსიის კანზე გამოვლინებების შემცირების თვალსაზრისით მხოლოდ ანტიჰისტამინური საშუალებების გამოყენებასთან შედარებით.[80]

პირველადი პარამეტრები

დიფენჰიდრამინი: ბავშვებში: 5 მგ/კგ/დღიური დოზა პერორალურად/ინტრავენურად მიცემული დაყოფილ დოზებად ყოველ 6-8 საათში, მაქსიმუმ 300 მგ/დღიური დოზა ; ზრდასრულებში: 25-50 მგ პერორალურად/ინტრავენურად ყოველ 6-8 საათში საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 400 მგ/დღიური დოზა .

და

ციმეტიდინი: ბავშვებში: დოზირების თაობაზე მიმართეთ სპეციალისტს; ზრდასრულებში: 300 მგ ინტრავენურად ერთეული დოზის სახით

ბრონქოსპაზმი

Back
1-ლი რიგის –

ბრონქოდილატორები

ეფექტურია მსტვინავი სუნთქვის არსებობის დროს და შეგვიძლია პაციენტს მივაწოდოთ საინჰალაციო ფორმით (საჭიროების შემთხვევაში ჟანგბადთან ერთად)[79]

ადუნებს ბრონქის გლუვ კუნთებს ბეტა-2 რეცეპტორებზე მოქმედებით და, ხოლო გულისცემის სიხშირეზე მცირე ეფექტი აქვს

ლოკალური და სისტემური რეაქციების დიფერენცირების მიზეზით ანაფილაქსია განიმარტება, როგორც მწვავე, მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია წინასწარ სენსიბილიზებულ პირებში, რაც განპირობებულია ბაზოფილური და პოხიერი უჯრედებიდან გამოთავისუფლებული იმუნური და ანთებითი მედიატორებით, რომლებიც თავის მხრივ იწვევენ სისტემურ პასუხს.

პირველადი პარამეტრები

სალბუტამოლი საინჰალაციო: (100 მიკროგრამი/დოზა დოზირებული ინჰალატორით) ბავშვებსა და ზრდასრულებში: 400-800 მიკროგრამი (4-8 დოზა) ყოველ 20 წუთში ერთხელ 3 დოზად, შემდეგ ყოველ 4-6 საათში ერთხელ, საჭიროების შესაბამისად

ან

სალბუტამოლი საინჰალაციო: ბავშვებში: 0.15 მგ/კგ ინჰალაციის გზით ყოველ 20 წუთში 3 დოზად, შემდგომ ყოველ 1-4 საათში საჭიროების მიხედვით; ზრდასრულებში: 2.5-5 მგ საინჰალაციო გზით ყოველ 20 წუთში 3 დოზად, შემდგომ ყოველ 1-4 საათში საჭიროებისამებრ

რინოკონიუნქტივიტი

Back
1-ლი რიგის –

ანტიჰისტამინები

საკმარისია პერორალური ანტიჰისტამინური საშუალებებით მკურნალობა.

პირველადი პარამეტრები

დიფენჰიდრამინი: ბავშვებში: 5 მგ/კგ/დღიური დოზა პერორალურად/ინტრავენურად მიცემული დაყოფილ დოზებად ყოველ 6-8 საათში, მაქსიმუმ 300 მგ/დღიური დოზა ; ზრდასრულებში: 25-50 მგ პერორალურად/ინტრავენურად ყოველ 6-8 საათში საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 400 მგ/დღიური დოზა .

მიმდინარე

სტაბილიზაციის შემდეგ

Back
1-ლი რიგის –

თავიდან არიდებისა და ალერგიის სამოქმედო გეგმა

ფარული ინგრედიენტების მიღება ყველაზე საფრთხილო ნაწილია. მაგ. რძე ხშირად ნახსენებია, როგორც კაზეინი, შრატის ცილა, კაზეინატი ან ლაქტალბუმინი. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კვებითი ალერგიების შესახებ პაციენტებისა და მომვლელების განათლება.

სიმპტომების ალაგების ყველაზე მაღალი შანსი არსებობს მძიმე ალერგიული რეაქციის პირველივე ნიშნის განვითარების დროს ჩარევის შემთხვევაში. ალერგიული რეაქციის ყველაზე ხშირი გამოვლინებები მოიცავს კანს, სასუნთქ და გასტროინტესტნურ სისტემებს.

პაციენტებმა და მომვლელებმა სულ მცირე ის უნდა იცოდნენ, თუ სად მოიძიონ და როგორ გაააქტიურონ საჯარო გადაუდებელი შეტყობინებების სისტემა.

ალერგიის წინააღმდეგ ინდივიდუალური გაწერილი გეგმა შესაძლოა იყოს სასარგებლო პაციენტებისთვის, მშობლების/მზრუნველებისთვის და ჯანდაცვის პერსონალისთვის საკვების საპასუხო ალერგიული რეაქციის მკურნალობის კუთხით.[72] AAP: allergy and anaphylaxis emergency plan Opens in new window

Back
პლიუს –

პორტაბელური ეპინეფრინის (ადრენალინი) აუტოინექტორი სახლში გამოსაყენებლად

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

ანაფილაქსიის ნებისმიერი ეპიზოდის შემთხვევაში უნდა გაკეთდეს ეპინეფრინის (ადრენალინის) ორი აუტოინექცია.[81][82] პაციენტმა ან მომვლელმა ყოველთვის თან უნდა ატაროს ორივე აუტოინჟექტორი და უნდა იცოდეს მათი გამოყენება.[77]

პირველადი პარამეტრები

ადრენალინი(ეპინეფრინი): <30 კგ სხეულის წონის მქონე ბავშვებში: 0.15 მგ ინტრამუსკულარულად ერთეული დოზირებით; ≥30 კგ სხეულის წონის მქონე ბავშვებში და ზრდასრულებში: 0.3 მგ ინტრამუსკულარულად ერთეული დოზის სახით

მეტი
back arrow

აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას