მიდგომა
ბევრი ალერგიული დაავადების თერაპია კარგად არის ჩამოყალიბებული; თუმცა კვებითი ალერგიების მკურნალობა დიდწილად კვლავ ეფუძნება საკვებისმიერი ალერგენების თავიდან არიდებასა და ეპინეფრინის (ადრენალნი) საშუალებით იმუნური პასუხის შეცვლას. ამ სტრატეგიების წარმატებით განხორციელებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პაციენტებსა და მათ მომვლელებს ჩაუტარდეთ კვებითი ალერგიების შესახებ სწავლება. მნიშვნელოვანია, რომ პაციენტები და მომვლელები მუდმივად იყვნენ ფხიზლად ნებისმიერი ალერგიული რეაქციის მიმართ, რომელიც შემთხვევითი გადაყლაპვის შედეგად შეიძლება განვითარდეს. საკვებისმიერი ალერგენით შემთხვევითი ექსპოზიციის სიხშირე 7%-დან 75%-მდე მერყეობს.[71] ალერგიის წინააღმდეგ ინდივიდუალური გაწერილი გეგმა შესაძლოა იყოს სასარგებლო პაციენტებისთვის, მშობლების/მზრუნველებისთვის და ჯანდაცვის პერსონალისთვის საკვების საპასუხო ალერგიული რეაქციის მკურნალობის კუთხით.[72] AAP: allergy and anaphylaxis emergency plan Opens in new window
მკურნალობა საკვები ალერგენების შემთხვევითი მიღებისას
საკვების მიმართ ასეთ დროს განვითარებული ალერგიების მართვაში გამოიყენება ანტიჰისტამინური საშუალებები და მსუბუქი რეაქციებისათვის და შემდეგ ეპინეფრინი (ადრენალინი), ანტიჰისამინური საშუალებები და მკურნალობის სხვა საშუალებები მძიმე რეაქციების შემთხვევაში. მწვავე ანაფილაქსია საჭიროებს დაუყოვნებლივ ჩარევას დამხმარე და სპეციფიკური თერაპიის გზით.[73][74][75] მკურნალობის დაუყოვნებლივ უნდა დაწყოს, თუ ვითარდება უეცარი გამოვლინების რესპირატორული ან გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, რომლებიც, როგორც წესი, წარსულში ალერგენით ექსპოზიციის შემთხვევებში ყალიბდება (წინასწარ სენსიბილიზებულ პაციენტებში) და ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით: გამონაყარი კანზე, მსტვინავი სუნთქვა და ინსპირაციული სტრიდორი, ჰიპოტენზია, შფოთვა, გულისრევა და ღებინება.
საჭიროა სასუნთქი გზების მობილიზება და მათი დაცვა. სასუნთქი გზების მძიმე ობსტრუქციის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს ინტუბაცია.
საჭიროა პაციენტისთვის ჟანგბადის მიწოდება და სატურაციის კონტროლი პულსოქსიმეტრით.
ეპინეფრინის მიწოდება ხდება კუნთშიდა ინექციით ყოველ 5-15 წუთში სათანადო დოზებით საჭიროებისამებრ. ეპინეფრინის (ადრენალინი) გამოყენება ეფუძნება ანაფილაქსიის სიმპტომებს და საჭიროა სუნთქვის დარღვევის, ჰიპოტენზიის, შეოკისა და უგონო მდგომარეობის პროგრესირების კონტროლისა და პრევენციისთვის.[76][77] რეფრაქტერული, პროგრესირებადი სისტემური ნიშნებით მიმდინარე ანაფილაქსიის დროს მკურნალობის მეთოდად შეგვიძლია გამოვიყენოთ ეპინეფრინის (ადრენალინი) ინტრავენური ინფუზია. ანაფილაქსიის დროს კარდიოპულმონური არესტისას რეკომენდებულია მაღალი დოზის ეპინეფრინი (ადრენალინი) და პაციენტის პროლონგირებული რეანიმაცია საჭიროებისას.[78]
პაციენტი უნდა მოვათავსოთ მწოლიარე მდგომარეობაში ქვედა კიდურების მაღლა წამოწევით.
უნდა ჩამოვაყალიბოთ ვენური წვდომა მედიკამენტის ინტრავენურად გამოყენებისათვის.
უნდა დავიწყოთ ფიზიოლოგიური ხსნარის, სითხის გადასხმის და ვაზოგენური შოკის მკურნალობის პროცესი.
ეპინეფრინის (ადრენალინი) გამოყენების შემდეგ მისაღები სპეციფიკური ზომები:[78][79][80]
H1 და H2 ანტაგონისტები კანის და კუჭის სიმპტომებისთვის
საინჰალაციო ბეტა-2 აგონისტი ბრონქოსპაზმისთვის, რომელიც რეზისტენტულია ეპინეფრინის (ადრენალინი) მიმართ
სისტემური კორტიკოსტეროიდები
ვაზოპრესორები პერსისტული ჰიპოტენზიისთვის
გლუკაგონი ბეტა-ბლოკერის მომხმარებელ პაციენტებში
ატროპინი სიმპტომური ბრადიკარდიის დროს
გადაყვანა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში ან ინტენსიური მოვლის განყოფილებაში.
ანაფილაქსიის დროს კარდიოპულმონური არესტისას რეკომენდებულია მაღალი დოზის ეპინეფრინი (ადრენალინი) და პაციენტის პროლონგირებული რეანიმაცია საჭიროებისამებრ.[78] სასუნთქი გზების მძიმე ობსტრუქციის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს ინტუბაცია.
როდესაც აღინიშნება რინოკონიუნქტივიტი და ალერგენის შემთხვევითი მიღებისას არსებული სიმპტომები, რომლებიც შემოიფარგლება ურტიკარიითა და ქავილით, შესაძლოა მხოლოდ პერორალური ანტიჰისტამინური საშუალება საკმარისი აღმოჩნდეს. დამატებითი მართვა სახლის პირობებში შედგება არაგადაუდებელი თერაპიისაგან და მოიცავს შემდეგ სამკურნალო საშუალებებს:
ბრონქოდილატორები
ადუნებს ბრონქის გლუვ კუნთებს ბეტა-2 რეცეპტორებზე მოქმედებით , გულისცემის სიხშირეზე მცირე ეფექტს ავლენს.
ეფექტურია მსტვინავი სუნთქვის არსებობის დროს და შეგვიძლია პაციენტს მივაწოდოთ საინჰალაციო ფორმით (საჭიროების შემთხვევაში ჟანგბადთან ერთად)
H2 ანტაგონისტები
მოქმედებენ ჰისტამინის ინჰიბირების გზით კუჭის პარიეტულ უჯრედებზე არსებულ H2 რეცეპტორებზე, რაც იწვევს კუჭის მჟავის სეკრეციის ინჰიბირებას და ამცირებს კუჭის მოცულობასა და წყალბადის იონების კონცენტრაციას
მიჩნეულია მართვის უფრო ეფექტურ საშუალებად კანის სიმპტომების მიმართ, ვიდრე მხოლოდ H1 ანტაგონისტი (ანტიჰისტამინური საშუალება)
ეპინეფრინი (ადრენალინი) პორტაბელური აუტოინექტორები თვითინექციისთვის.
ლოკალური და სისტემური რეაქციების დიფერენცირების მიზეზით ანაფილაქსია განიმარტება, როგორც მწვავე, მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია წინასწარ სენსიბილიზებულ პირებში, რაც განპირობებულია ბაზოფილური და პოხიერი უჯრედებიდან გამოთავისუფლებული იმუნური და ანთებითი მედიატორებით, რომლებიც თავის მხრივ იწვევენ სისტემურ პასუხს.
ანაფილაქსიის ნებისმიერი ეპიზოდის შემთხვევაში უნდა გაკეთდეს ეპინეფრინის (ადრენალინის) ორი აუტოინექცია.[81][82] პაციენტმა ან მომვლელმა ყოველთვის თან უნდა ატაროს ორივე აუტოინჟექტორი და უნდა იცოდეს მათი გამოყენება.[77] ანაფილაქსიის რისკის მქონე ბავშვებისათვის ეპინეფრინის (ადრენალინის) აუტოინექციები უნდა დაინიშნოს პერსონალიზებულ გადაუდებელ გეგმასთან ერთად.[72][77] AAP: allergy and anaphylaxis emergency plan Opens in new window
საკვები ალერგენების თავიდან არიდება
საჭიროა პაციენტებს ავუხსნათ საკვები ალერგენის მიღების შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ. დიეტოლოგის ჩართვა ხშირად ძალიან გვეხმარება, რადგანაც ზოგჯერ საკვები პროდუქტების ამოღების გამო დიეტა არასრულფასოვანია და ვითარდება მალნუტრიცია. პროდუქტის წარმატებული ამოღება ეფუძნება - პაციენტში გამომწვევი ალერგენის სპეციფიკურ აღმოჩენას, ჯვარედინი რეაქციის მატარებელი საკვები პროდუქტების აღმოჩენას, პაციენტის და/ან მომვლელის ინფორმირებას საკვების თავიდან აცილებისთვის მისაღები ზომების შესახებ, ფარულ საკვებ ალერგენებზე ან დანამატებზე ხაზგასმით. ასევე ინფორმირებული პაციენტის და/ან მომვლელის ნებით, მიაქციოს ყურადღება ფარულ ინგრედიენტებს რესტორნებში საკვების მირთმევისას, რათა თავიდან აირიდოს შემთხვევითი ექსპოზიციები.[3]
2006 წლის იანვარში აშშ-ში საკვების მონიშვნის შესახებ გატარებული კანონების მიხედვით მეწარმეებს მოეთხოვებათ ჩამოწერონ ძირითადი ალერგენების (ინგრედიენტების სახით) სახელები გავრცელებული ტერმინებით; თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა ალერგენის არიდებაში მაინც პაციენტის ყურადღებიანობას აქვს.[1][3] ინგრედიენტები, რომლების შეტანა საჭიროა ხსენებულ სიაში: რძე, კვერცხი, თევზი, კიბოსებრი მოლუსკები, თხილეული, ხორბალი, მიწის თხილი და სოიო. ევროკავშირში საკვების მონიშვნის კანონი კიდევ უფრო მკაცრია. აღნიშნულ ინგრედიენტებთან ერთად ცალკე უნდა გამოიყოს შემდეგი პროდუქტები: სეზამი, გლუტენის შემცველი მარცვლეული (ჭვავი, ქერი, შვრია) და ხორბალი, მდოგვი, ნიახური, მოლუსკები, ხანჭკოლა და სულფიტები (როგორც პროდუქტის შემნახავი).[83]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას