დიფერენციული დიაგნოზები
ატოპური დერმატიტი
ნიშნები / სიმპტომები
მქავანა, წითელასმაგვარი ან მაკულოპაპულური გამონაყარი.
კვლევები
შერჩეული ალერგენები ფასდება სპეციფიკური IgE-ს გამოყენებით, ანამნეზის მიხედვით.
ატოპიური დერმატიტისთვის დამახასიათებელია ჩვეულ ადგილებზე გამონაყარი, პერორალური ცდიდან 1 საათის განმავლობაში.[59]
ურტიკარია
ნიშნები / სიმპტომები
გამოვლინება, აუცილებელი არ არის, საკვების მიღებას უკავშირდებოდეს (მაგ. პენიცილინები, სულფონამიდები, მიორელაქსანტები, შარდმდენები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები).
ერითემატოზული, შეშუპებით მიმდინარე დაზიანებები სხეულის ნებისმიერ ნაწილში.
როგორც წესი, ახასიათებს ქავილი, თუმცა ზოგჯერ შეიძლება იყოს მტკივნეული ან ახასიათებდეს წვის შეგრძნება.
ქრება 24 საათის განმავლობაში და არ ტოვებს კვალს.
ურტიკარიის შემთხვევათა 40% ასოცირებულია ანგიოედემასთან (სუბდერმისის უფრო ღრმა შრეების შეშუპება).
საკვები არ არის ქრონიკული ურტიკარიის მიზეზი (გრძელდება >6 კვირას).
კვლევები
ინ ვიტრო IgE ტესტირებით ან კანის სინჯებით პასუხი არ ვლინდება
საკვები არ არის ქრონიკული ურტიკარიის მიზეზი (გრძელდება >6 კვირას).
ყურის-საფეთქლის სინდრომი
ნიშნები / სიმპტომები
სახის წამოწითლების, ოფლიანობის განმეორებითი ეპიზოდები. ვრცელდება ყურის-საფეთქლის ნერვის გასწვრივ.
იწყება გემოს სტიმულირების საპასუხოდ.[60]
კვლევები
დიაგნოზი კლინიკურია
ასთმის გამწვავება ბავშვებში
ნიშნები / სიმპტომები
დაღლილობა, დისპნოე, ვარჯიშის აუტანლობა, ასთენიური სხეულის ტიპი და მსტვინავი სუნთქვა. თუმცა იშვიათადაა მხოლოდ ამ ნიშნებითა და სიმპტომებით გამოხატული.[61]
კვლევები
ფილტვის ფუნქციური ტესტები (PFT), შემცირებულია ფორსირებული ამოსუნთქვითი მოცულობა (FEV1).
მაღალია სასუნთქი გზების შეუქცევად, ობსტრუქციულ დაავადებაში პროგრესირების ალბათობა.
მწვავე ასთმის გართულება მოზრდილებში
ნიშნები / სიმპტომები
დისპნოე- შეიძლება გამოიწვიოს ალერგენებზე, სიცივეზე ექსპოზიციამ ან ფიზიკურმა დატვირთვამ. მსტვინავი სუნთქვა - შექცევადია ბრონქოდილატატორების ფონზე.
კვლევები
ფილტვის ფუნქციური ტესტები (PFT), შემცირებულია ფორსირებული ამოსუნთქვითი მოცულობა (FEV1).
მაღალია სასუნთქი გზების შეუქცევად, ობსტრუქციულ დაავადებაში პროგრესირების ალბათობა.
ფილტვის საკვებისმიერი ჰემოსიდეროზი (ჰაინერის სინდრომი)
ნიშნები / სიმპტომები
მორეციდივე პნევმონია, რომელიც დაკავშირებულია ფილტვის ინფილტრატებთან, ჰემოსიდეროზთან, გასტროინტესტინურ სისხლდენასთან, რკინადეფიციტურ ანემიასა და ზრდაში ჩამორჩენასთან.[2]
ჩვილებში ხშირად გამოწვეულია ძროხის რძის მიმართ არა-IgE-გაშუალებული ჰიპერმგრძნობელობით.
ტრაქეოეზოფაგური ფისტულა
ნიშნები / სიმპტომები
ახალშობილები.
საკვების რეგურგიტაცია.
ასპირაცია და პნევმონია.
კვლევები
გულმკერდის რენტგენზე ვლინდება საყლაპავის ატრეზიული ბოლო, რომელიც ჰაერითაა გადაბერილი; ნაზოგასტრალური მილი ჩერდება ყრუ დაბოლოებასთან.
კუჭი გადაბერილია ფისტულით კომუნიკაციის გამო.[62]
მტვერისა და საკვების სინდრომი (პერორალური ალერგიის სინდრომი)
ნიშნები / სიმპტომები
პირის/ხახის ქავილი და ტუჩების, პირის ღრუს ლორწოვანისა და რბილი სასის ანგიოედემა.[63]
სიმპტომები სავარაუდოდ არ გადაიზრდება სისტემურ ანაფილაქსიაში.
კვლევები
ორმაგი ბრმა პლაცებო კონტროლირებადი საკვების ცდა.
კანის სინჯები ან ინ ვიტრო კვლევები საეჭვო ხილზე ან ბოსტნეულზე.
გამომწვევ ალერგენებს ხილსა და ბოსტნეულში და ბალახის, ხეებისა და სხვა მცენარეების მტვერს ჰომოლოგიური აგებულება აქვთ.[63]
საკვებ ცილასთან დაკავშირებული ენტეროკოლიტის სინდრომი
ნიშნები / სიმპტომები
ვლინდება სიცოცხლის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში. შადრევანისებრი ღებინება, დიარეა და ზრდაში ჩამორჩენა.[19]
უკავშირდება ძროხის რძის ან სოიოს ცილის მიღებას.
მსგავსი სინდრომი ვლინდება შედარებით მოზრდილ ჩვილებში და ბავშვებში ჩამოთვლილი საკვების მიმართ მგრძნობელობის არსებობის შედეგად: კვერცხი, ხორბალი, ბრინჯი, შვრია, მიწის თხილი, თხილი, ქათამი, ინდაური და თევზი. ზრდასრულებში გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა მოლუსკი.
კვლევები
საკვების ცდა გამოიწვევს ღებინებას მიღებიდან 1-4 საათის შემდეგ (გაფრთხილება: შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე ჰიპოტენზია).
პერიფერიულ სისხლში ნეიტროფილების მომატება.[37]
საკვების ცილით გამოწვეული კოლიტი
კვლევები
განავალი დადებითია სისხლზე ჩვილებში.
ეოზინოფილური ეზოფაგიტი/გასტროენტერიტი
გასტროენტერიტი ბავშვებში
ნიშნები / სიმპტომები
პერსისტენტული დიარეა, რომელიც გრძელდება 1-8 დღის განმავლობაში.
როგორც წესი, თან ახლავს ცხელება.
კვლევები
ფეკალური ლიმფოციტების არსებობა.
მიკროსკოპული ანალიზი და განავლის კულტურა დადებითია მდგომარეობის გამომწვევ მიკროორგანიზმებზე.
მომატებულია სისხლის თეთრი უჯრედები სეფსისის დროს; სისხლის კულტურა დადებითია გამომწვევ ორგანიზმებზე.
Clostridium difficile-ის ტოქსინის არსებობა (ანტიბიოტიკოთერაპიაზე ხანგრძლივად მყოფ პაციენტებში).
გასტროენტერიტი ზრდასრულებში
ნიშნები / სიმპტომები
პერსისტენტული დიარეა, რომელიც გრძელდება 1-8 დღის განმავლობაში. როგორც წესი, თან ახლავს ცხელება.
კვლევები
ფეკალური ლიმფოციტების არსებობა.
მიკროსკოპული ანალიზი და განავლის კულტურა დადებითია მდგომარეობის გამომწვევ მიკროორგანიზმებზე.
მომატებულია სისხლის თეთრი უჯრედები სეფსისის დროს; სისხლის კულტურა დადებითია გამომწვევ ორგანიზმებზე.
Clostridium difficile-ის ტოქსინის არსებობა (ანტიბიოტიკოთერაპიაზე ხანგრძლივად მყოფ პაციენტებში).
ნაწლავების გაღიზიანების სინდრომი
ნიშნები / სიმპტომები
მუცლის განმეორებითი ტკივილი ან დისკომფორტი, რომელიც დაკავშირებული განავალის სიხშირის ან ფორმის ცვლილებასთან.
მსუბუქი და სუსტად გამოხატული მტკივნეულობა მარჯვენა ქვედა კვადრანტში და/ან მარცხენა ქვედა კვადრანტში.
კვლევები
დიაგნოზი კლინიკურად დგინდება სხვა მიზეზების გამორიცხვის ფონზე (მაგ. კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი).
კრონის დაავადება
ნიშნები / სიმპტომები
კრონის დაავადების ოჯახური ანამნეზი; უფრო ხშირია თეთრკანიან ადამიანებში, ვიდრე შავკანიანებში ან აზიელ ხალხში; ასაკი - 15-40 ან 60-80 წელი.
სპაზმური ან მუდმივი ტკივილი მუცლის არეში არასისხლიანი, წყვეტილი დიარეით.
შესაძლოა გამოვლინდეს პერიანალური დაზიანებები (მაგ. წანაზარდები კანზე, ფისტულა, აბსცესი, დანაწიბურება).
კვლევები
მუცლის ღრუს რენტგენოგრაფიით ვლინდება წვრილი ნაწლავის ან კოლინჯის დილატაცია, კალციფიკატები, საკროილეიტი, ინტრააბდომინური აბსცესები.
CT და MRI კვლევებზე ჩანს გამოტოვებული დაზიანებები, ნაწლავის კედლის გასქელება, ანთება ირგვლივ, აბსცესი, ფისტულა.
ნაწლავის ბიოფტატის ჰისტოლოგიაზე ვლინდება ტრანსმურული არაკაზეოზური გრანულომები.
წყლულოვანი კოლიტი
ნიშნები / სიმპტომები
დიარეა და ჰემატოქეზია.
სპაზმური ტკივილები, მადის გაქრობა, წონის კლება, მსუბუქი ანემია, შეუძლოდ ყოფნა და დაბალი ან ხანგამოშვებითი ცხელება.[64]
კვლევები
მუცლის ღრუს რენტგენოგრაფიით ჩანს დილატირებული კოლინჯი, თავისუფალი აირი ინტრააბდომინალურად და პერფორაცია.
კოლინჯის ბიოფტატის ჰისტოლოგიით ვლინდება მწვავე და ქრონიკული ანთება პოლიმორფონუკლეური ლეიკოციტებით, რომლებიც ინფილტრირებული არიან ლორწოვანი გარსის ქვეშ.[64]
დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი
ნიშნები / სიმპტომები
ცხარე ან მჟავე საკვების მიმართ აუტანლობა, განსაკუთრებით მწოლიარე მდგომარეობაში.
შუა ეპიგასტრიუმიდან გულმკერდის ქვედა ნაწილამდე არსებული დისკომფორტის შემსუბუქება ხანგრძლივი ჯდომით ან საწოლიდან თავის წამოწევით.
კანის ან რესპირატორული სიმტპომების სპეციფიკური ნაკლებობა.
კვლევები
დიაგნოზი ძირითადად კლინიკურია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის რენტგენოგრამაზე ჩანს კუჭის კარდიალური ნაწილის თიაქარი დიაფგრაგმის ხვრელიდან 2 სმ-ით ზემოთ.
პილორუსის შევიწროება
კვლევები
მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევით პილორუსის სისქე >4 მმ-ზე ან პილორუსის საერთო სიგრძე >14 მმ-ზე.[65]
ჰირშპრუნგის დაავადება
ნიშნები / სიმპტომები
მუცლის შებერილობა და განავლის შეკავება.
ტოქსიკური მეგაკოლონი, პერიტონიტი და პერფორაცია
კვლევები
ბარიუმის ოყნის გამოყენებით ვლინდება სეგმენტური შევიწროება ნაწლავის პროქსიმული ნაწილის გადაბერვით.
რექტული/კოლინჯის ბიოფსიით დგინდება განგლიური უჯრედების არარსებობა.
პანკრეასის უკმარისობა (მაგ. ცისტური ფიბროზის დროს)
ნიშნები / სიმპტომები
ქრონიკული დიარეა.
სტეატორეა.
კვლევები
ოფლში ქლორიდის შემცველობის მატება (>60 მმოლ/ლ) ცისტური ბიფროზის დროს.
გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადება
ნიშნები / სიმპტომები
გულძმარვა.
დიაფრაგმის თიაქარი და ხანდაზმულობა.
სიმჟავის რეფლუქსი პირის ღრუში.
კანის ან რესპირატორული ჩართულობის არარსებობა.
კვლევები
დიაგნოზი კლინიკურია
საცდელი მკურნალობა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით (PPI) გამოიყენება როგორც დიაგნოსტიკის მიზნით, ასევე საწყისი მკურნალობის სახით.
ქოლეცისტიტი
ნიშნები / სიმპტომები
მტკივნეულობა მუცლის ზედა მარჯვენა კვადრანტში ან ეპიგასტრიუმის არეში.[66] ტკივილი შესაძლოა გადადიოდეს მარჯვენა მხარზე ან წელზე და ჩვეულებრივ შეტევითი და მძიმეა.
დაკავშირებული სიმპტომები: გულისრევა, ღებინება და მადის გაქრობა.
ანამნეზში ხშირად აღინიშნება ცხიმიანი საკვების მიღება ტკივილის დაწყებამდე 1 საათით ან მეტით ადრე.
კვლევები
სისხლის საერთო ანალიზზე - მომატებული ლეიკოციტები ფორმულა მარცხნივ გადახრით.
დიაგნოზის დასადასტურებლად შესაძლოა დაგვჭირდეს ულტრაბგერა ან ქოლესცინტიგრაფია.[66]
გლუტენური დაავადება (ცელიაკია)
ნიშნები / სიმპტომები
მუდმივი დიარეა გლუტენის მიღებისას.
ჰერპეტიფორმული დერმატიტის არსებობა.
კვლევები
სისხლის საერთო ანალიზით დაბალი ჰემოგლობინი და მიკროციტული ერითროციტები.
იმუნოგლობულინ A-ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზას მომატებული ტიტრი.
ენდომიზიალური ანტისხეულების ტიტრის მომატება.
წვრილი ნაწლავის ბიოფსია გვეხმარება, როცა პასუხი დადებითია, თუმცა უარყოფითი პასუხი არ გამორიცხავს დაავადების არსებობას.
ადამიანის ლეიკოცტური ანტიგენი DQ2DQ8-ზე ტესტირება ხასიათდება მაღალი მგრძნობელობით (90%-95%) ცელიაკიის დროს, თუმცა ტესტი სპეციფიკურობით არ გამოირჩევა.
საკვებისმიერი მოწამვლა (მაგ. Clostridium botulinum, Staphylococcus aureus, Escherichia coli)
ნიშნები / სიმპტომები
ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება.
ცხელება შესაძლოა გამოვლინდეს საკვების მიღებიდან 1-72 საათის შემდგომ.[65]
კვლევები
აღინიშნება ფეკალური ლეიკოციტები, ხოლო განავლის კულტურაზე მიკროორგანიზმების ზრდა.
სისხლის კულტურაზე ვლინდება მიკროორგანიზმების ზრდა.
ალკოჰოლის დოზის გადაჭარბება.
ნიშნები / სიმპტომები
ადრეული მწვავე ინტოქსიკაციის დროს აღინიშნება ეიფორია, თავბრუსხვევა და თავშეკავების დაკარგვა.[52] გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, სახის ჰიპერემია, ატაქსია და რეფლექსების დაქვეითება.
მწვავე ინტოქსიკაციის გვიანდელ ეტაპზე ვითარდება ცენტრალური ნერვული სისტემის გენერალიზებული დათრგუნვა, რაც იწვევს ატაქსიას, ნისტაგმს, მეტყველების გაძნელებასა და სედაციას. შესაძლოა მოხდეს პროგრესირება - კომა, სასუნთქი გზების დამცავი რეფლექსების დაკარგვა, ვეგეტატიურ დისფუნქცია, ჰიპოთერმია, სიკვდილი.
კვლევები
მწვავე ინტოქსიკაციის დროს სისხლში ჩანს ალკოჰოლის შემცველობის მატება.
ლაქტოზას აუტანლობა
ნიშნები / სიმპტომები
ტიპური ასაკი 8-15 წელია.
მუცლის სპაზმური ტკივილი, მუცლის შებერვა და მჟავე დიარეა.[67]
კვლევები
საცდელი ელიმინაციური დიეტა თერაპიულია.
წყალბადის სუნთქვის ტესტი დადებითია. ტესტი დადებითია, როცა ამოსუნთქულ ჰაერში წყალბადის შემცველობა >20 ნაწილაკი მილიონზე 50 გ ლაქტოზის მიღებიდან 90 წუთში.[67]
ტოქსიკური რეაქციები (მაგ. შებოლილი თევზით ან საქსიტოქსინით მოწამვლა)
ნიშნები / სიმპტომები
კანზე ხანგრძლივი ჰიპერემიის სიმპტომები ურტიკარიის არარსებობის ფონზე.
ერთი და იგივე საკვების მიღებისას პირებს შესაძლოა გამოუვლინდეთ სიმპტომები.[19]
კვლევები
შრატში ტრიპტაზას დონე ნორმაშია, ხოლო ჰისტამინი მომატებულია.[19]
შესაძლოა შრატის ტრიპტაზა და ჰისტამინი ნორმაში იყოს IgE-გაშუალებული პასუხის დროს.
შემთხვევითი მოწამვლა (პესტიციდებით ან ანტიბიოტიკებით)
ნიშნები / სიმპტომები
ჭარბი ნერწყვდენა, ცრემლდენა, ბრონქორეა, შარდისა და ფეკალური შეუკავებლობა , ღებინება.[68]
კვლევები
ატროპინი (1-2 მგ ინტრავენურად ერთჯერად დოზად) გამოიყენება საცდელ მკურნალობად ყველა შესაძლო შემთხვევის დროს, ან როდესაც დიაგნოზი საეჭვოა. ტესტის დადებითობაზე მიუთითებს ანტიქოლინერგული პასუხის არარსებობა.
დიაგნოზის დასადასტურებლად გამოიყენება პლაზმის ქოლინესთერაზას და სისხლის წითელი უჯრედის ქოლინესთერაზას ტესტი.
მიღბულ ანტიბიტიკებზე ალერგიის დროს შესაძლოა გამოვლინდეს სპეციფიკური IgE უჯრედები.
სოკოვანი ტოქსინები (მაგ. აფლატოქსინები, trichotecenes, ჭვავის რქა)
ნიშნები / სიმპტომები
ცხელება, შეუძლოდ ყოფნა, ღებინება და სიყვითლე.[69]
კვლევები
სპეციფიკური IgE უჯრედების არარსებობა.
კოფეინით ჰიპერდოზირება
ნიშნები / სიმპტომები
ჰიპერდიროზირებით შესაძლოა განვითარდეს აგზნება, ვაზოკონსტრიქცია, ტრემორი და ჰიპერტენზია.[68]
კვლევები
დიაგნოზი კლინიკურია
თეობრომინით (მაგ. ჩაი, შოკოლადი) მოწამვლა
ნიშნები / სიმპტომები
მსუბუქი ინტოქსიკაციის დროს ვლინდება გულისრევა, ღებინება, შფოთვა, აგზნება და უძილობა. მძიმე მოწამვლისას გვხვდება გულყრები.[68]
კვლევები
დიაგნოზი კლინიკურია
სეროტონინით (მაგ. ბანანი, პომიდორი) ჰიპერდოზირება
ნიშნები / სიმპტომები
დიარეა, თავის ტკივილი და დაღლილობა დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში.[70]
კვლევები
დიაგნოზი კლინიკურია
საკვების მიმართ ფობია/ზიზღი
ნიშნები / სიმპტომები
შესაძლოა წაგავდეს საკვებისმიერ არასასურველ რეაქციებს.
კვლევები
სპეციფიკური IgE უჯრედების არარსებობა.
ორმაგი ბრმა პლაცებო კონტროლირებადი საკვების ცდა (DBPCFC).
DBPCFC-ის დროს სიმპტომები რეპროდუცირებადი არ არის.[19]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას