ეპიდემიოლოგია

IgE-ით გაშუალებული ალიმენტარული ალერგიის პრევალენტობა პოპულაციაში ვარირებს 2%-დან 10%-მდე.[3][4][5]​აშშ-ში მოზრდილების ერთ ერთმომენტიანი გამოკითხვით, გამოკითხულთა თითქმის 19%-მა აღნიშნა კვებითი ალერგიის არსებობა.[6] ამასთან, მხოლოდ 10.8% -ს დარწმუნებით ჰქონდა საკვებისმიერი ალერგია.

საკვებისმიერი ალერგია უფრო დიდია პედიატრიულ პოპულაციაში, ვიდრე მოზრდილებში. შეფასებებით 6%-დან 8%-მდეა 5 წლამდე ასაკის ბავშვებში და 3%-დან 4%-მდე - მოზრდილებში.[7][8][9][10][11][12] ხშირად ვლინდება ადამიანებში ატოპური დერმატიტით, გარკვეული ყვავილის მტვრის და ლატექსის მიმართ მგრძნობელობით ყველაზე ხშირი საკვები ალერგენები აშშ-ის ზოგადი მოსახლეობის მცირეწლოვან ბავშვებში არის: ძროხის რძე (2.5%), კვერცხი (1.3%), მიწის თხილი (0.8%), ხორბალი (დაახლოებით 0.4%), სოიო (დაახლოებით 0.4%), სხვა ტიპის თხილები (0.2%), თევზი (0.1%) და მოლუსკები (0.1%).[1] აშშ მოზრდილებში, ყველაზე გავრცელებული საკვებისმიერი ალერგენებია მოლუსკები (2.9%), რძე (1.9%), არაქისი (1.8%), ტყის თხილი (1.2%) და თევზი (0.9%).[6]

მსოფლიოში ალერგენების პრევალენტობა განსხვავებულია. მაგალითად, სეზამის თესლის მიმართ ალერგიის ინციდენტობა უფრო მაღალია ისრაელში, მდგოვის მიმართ - საფრანგეთში, ხოლო მიწის თხილზე ალერგიული რეაქციების ინციდენტობა დაბალია ჩინეთში.[2][13][14]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას