გართულებები
გამოწვეულია გულსისხლძარღვთა შოკით ან გულის გაჩერებით კუნთშიდა ეპინეფრინის (ადრენალინის) დაყოვნების შემთხვევაში. ანაფილაქსიის წინა ეპიზოდები, იმავე საკვებზე, ზრდის ფატალური რეაქციის რისკს კონკრეტულ პაციენტში.[36]
მიუხედავად იმისა, რომ ანაფილაქსიის დროს მიოკარდიუმის ინფარქტი იშვიათია, ის გახშირდება ზოგადი მოსახლეობის დაბერების ფონზე, რადგანაც ხანდაზმულთა ალერგიული რეაქციები უფრო პრევალენტური იქნება. გულის იშემია შეიძლება გამოწვეული იყოს ანაფილაქსიასთან დაკავშირებული ჰიპოტენზიით ან ეპინეფრინის მიცემის შემდეგ ჰიპერტენზიითა და ტაქიკარდიით. თუ დიაგნოზი ადრეულად დადგინდა და სწორი მკურნალობა დროულად დაიწყო, გამოსავალი გულის გაჩერების მქონე პაციენტებში შეიძლება უკეთესი იყოს. თუმცა, თავის ტვინის არასაკმარისი პერფუზიის გამო შესაძლებელია მძიმე ნარჩენი მოვლენების განვითარება. პროგნოზი დამოკიდებულია თანმხლებ დაავადებებსა და პაციენტის ასაკზე.
საკვები პროდუქტების ამოღების გამო შეიძლება მივიღოთ ნუტრიციული დეფიციტი და ზრდის შეფერხება. დიეტოლოგის ჩართვა ხშირად ძალიან გვეხმარება, რადგანაც ზოგჯერ საკვები პროდუქტების ამოღების გამო დიეტა არასრულფასოვანია და ვითარდება მალნუტრიცია.
განმეორებითი ანაფილაქსიის რისკი უფრო მაღალია ანამნეზში ალერგიული და ანაფილაქსიური რეაქციების მქონე პაციენტებში. თუმცა, წინა რეაქციის სიმძიმე აუცილებლად არ ასახავს შემდგომი რეაქციის სიმძიმეს.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას