განხილვები პაციენტთან

კვებითი ალერგიის შესახებ პაციენტებისა და მომვლელების განათლება გადამწყვეტია დაავადების მართვის წარმატებისთვის, რადგან მართვა ალერგენის თავიდან აცილებასა და ალერგიული რეაქციების ამოცნობა- მკურნალობისთვის მზადყოფნას ეყრდნობა[102]

კვებითი ალერგიის მქონე ბავშვებისთვის, მათი განვითარების ყოველი ეტაპი უსაფრთხოების და ფსიქოსოციალურ საკითხების განსხვავებულ გამოწვევებს უკავშირდება, ისევე როგორც, დაავადების თვითმართვაში ბავშვის როლის ცვლილებას.[102] აქედან გამომდინარე, საჭიროა მუდმივი განათლება, რომელიც მორგებული უნდა იყოს ბავშვის განვითარების ყველა ეტაპის და ოჯახის მოთხოვნილებებს.[3][102] ამ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ამერიკის ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის აკადემიამ (AAAAI) შეიმუშავა ასაკსპეციფიკური და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პაციენტთა საგანმანათლებლო სახელმძღვანელოები ყოველდღიურ ცხოვრებაში კვებითი ალერგიის მართვისა და გამკლავებისთვის საჭირო პრაქტიკული რეკომენდაციებით.[102] ეს მასალები შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც საგანმანათლებლო რესურსი ექიმთან ვიზიტების დროს, ხოლო ოჯახებს გაეხსნათ პირდაპირი ინტერნეტ წვდომა. AAAAI: food allergy stages handouts Opens in new window

კვებითი ალერგიის კვლევისა და განათლების (FARE), დიდი ბრიტანეთის ალერგოლოგიისა და AAAAI ვებსაიტები ასევე წარმოადგენენ ინფორმაციის შესაძლო წყაროს პაციენტებისთვის. FARE: food allergy research and education Opens in new window AAAAI: allergy asthma and immunology resources Opens in new window Allergy UK: supporting people living with allergy Opens in new window

პაციენტებთან და მომვლელებთან შესაძლებელია საჭირო გახდეს ისეთი სპეციფიური საკითხების განხილვა, როგორიცაა პროდუქტების ეტიკეტების ყურადღებით წაკითხვის აუცილებლობა და კვებით ობიექტებში განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების დაცვა ალერგენის შემთხვევითი მიღების თავიდან ასაცილებლად. პაციენტებმა უნდა ატარონ სამედიცინო საიდენტიფიკაციო "სამაჯურები"; მათ უნდა შეეძლოთ ალერგიული რეაქციის თავდაპირველი ნიშნებისა და სიმპტომების (მაგ. სუნთქვის გაძნელება, ურტიკარია) ამოცნობა, ეპინეფრინის (ადრენალინის) ავტოინექციის მოხმარება და გადაუდებელი მომსახურების გამოძახება. ალერგიის წინააღმდეგ ინდივიდუალურად გაწერილი გეგმა ხშირად ეხმარება პაციენტების ოჯახებს მზად იყვნენ საკვებზე ალეგიული რეაქციის საპასუხო ზომების მიღებისთვის.[72]​​ AAP: allergy and anaphylaxis emergency plan Opens in new windowალერგიული ეპიზოდების შესახებ პაციენტებმა მის ოჯახის ექიმს უნდა შეატყობინონ და მიიღონ დაუყოვნებელი მიმართვა ალერგოლოგთან შემდგომი მეთვალყურეობისთვის. სიცოცხლისათვის საშიში კვებითი ალერგიის მქონე ბავშვების მშობლებმა უნდა გააცნონ სკოლას მოსწავლის ალერგიის ისტორია და მიაწოდონ მათ ექიმის მიერ მომზადებული ანაფილაქსიის სამოქმედო გეგმის ასლი.[103]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას