პროგნოზი
ბუნებრივი მიმდინარეობა
საკვებისმიერი ალერგიით ცხოვრება საკმაოდ რთული შეიძლება იყოს. ალერგიის ბუნებრივი მიმდინარეობის შესაცვლელი მკურნალობა არ არის ხელმისაწვდომი. პროგნოზი დამოკიდებულია იმუნოთერაპიისა და ალერგენის ამოღების წარმატების ხარისხზე და ეპინეფრინის (ადრენალინის) აუტო-ინექციის ყოველთვის თან ტარებაზე.[81]
თანმდევი ატოპიური დაავადება
ფატალური ალერგიული რეაქციის მაღალი რისკი აღინიშნება ასთმის მქონე პაციენტებში, პაციენტებში რომლებიც არ ატარებენ ეპინეფრინს, ან მიწის თხილზე, სხვა ტიპის თხილებზე ან მოლუსკებზე ალერგიულ მოზარდებსა და მოზრდილებში.[36] აღნიშნულ პაციენტებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს.
სპონტანური დესენსიბილიზაცია
ბავშვების 60%-ში რძეზე, კვერცხზე, სოიოზე და ხორბალზე ალერგია სკოლის ასაკამდე სპონტანურად ქრება.[1] მიწის თხილზე, სხვა ტიპის თხილებსა და ზღვის პროდუქტებზე ალერგიები უფრო დიდი ალბათობით ნარჩუნდება.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას