განხილვები პაციენტთან

დასავლეთ ნილოსის ცხელების დიაგნოზის მქონე პაციენტების გაწერისას საჭიროა მათი ინფორმირება ნეიროინვაზიური დაავადების სიმპტომების (მგ. ნევროლოგიური ცვლილებები, ფსიქიკური სტატუსის ცვლილებები, კიდურების სისუსტე, დამბლა ან სუნთქვის დარღვევა) შესახებ. პაციენტებმა ასევე უნდა იცოდნენ დასავლეთ ნილოსის ვირუსის იშვიათი გამოვლინებების შესახებ, როგორებიცაა მუცლის მომატებული მგრძნობელობა და/ან სიყვითლე (მიუთითებს პანკრეატიტზე ან ჰეპატიტზე) ან გულმკერდის ტკივილი, გულის ფრიალი და/ან სუნთქვის უკმარისობა (მიუთითებს მიოკარდიტზე). საჭიროა პაციენტისთვის მითითებების მიცემა, რათა ის დაუკავშირდეს ჯანდაცვის მომსახურების მომწოდებელს, როგორც კი ასეთი სიმპტომები განვითარდება.

ყველა პაციენტს უნდა ჩაუტარდეს კონსულტაციები ინფექციის პრევენციასთან დაკავშირებით. საჭიროა კოღოს კბენის თავიდან არიდება, განსაკუთრებით იმ ადგილებში და იმ დროს, როდესაც მაღალია დასავლეთ ნილოსის ვირუსის აქტივობა. თავიდან აცილების სტრატეგიები გულისხმობს შენობაში დარჩენას დაბნელებიდან გათენებამდე, დამდგარი წყლის მოშორებას, სადაც შეიძლება გამრავლდნენ კოღოები, ასევე იმ ადგილების მორიდებას, სადაც ხშირი მცენარეული საფარია და შეიძლება იყვნენ კოღოები.[27] უნდა გამოვიყენოთ მწერების საწინააღმდეგო საშუალებები და ისეთი ტანსაცმელი, რომელიც გარეთ ყოფნისას სხეულს სრულად ფარავს.

World Health Organization: West Nile virus Opens in new window

Centers for Disease Control and Prevention: West Nile virus Opens in new window

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას