ეპიდემიოლოგია

დასავლეთ ნილოსის ვირუსმა (WNV) ადამიანებში ინფექცია გამოიწვია აფრიკაში, ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, დასავლეთ და ცენტრალურ აზიაში, ოკეანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში.[3][4] თავდაპირველად ინფექციამ თავი იჩინა დასავლეთ ნახევარსფეროში 1999 წელს, ენცეფალიტის ეპიდაფეთქების სახით ნიუ იორკში. 1999-2004 წლებში დაავადება გავრცელდა აშშ-ის გავლით კანადაში, შემდგომ კარიბის კუნძულებსა და ლათინურ ამერიკაში.[5][6] იმ ადგილებშიც კი, სადაც ვირუსის მატარებელი კოღოების სიჭარბეა, ინფექციის საერთო პრევალენტობა 5%-ს არ სცილდება.[1]

შეერთებულ შტატებში 2022 წელს დაფიქსირდა 1126 ადამიანის შემთხვევა, აქედან 72.5% კლასიფიცირებულია, როგორც ნეიროინვაზიური დაავადება, და 89 შემთხვევაში გამოსავალი იყო სიკვდილი (ლეტალობის მაჩვენებელი 8%). CDC: West Nile virus data and maps Opens in new window ნეიროინვაზიური დაავადების ინციდენტობა 2018 წელს თითქმის 25%-ით მეტი იყო 2008- 2017 წლების საშუალო ინციდენტობასთან შედარებით, თუმცა 2020 წელს ნეიროინვაზიური დაავადების ინციდენტობა 59%-ით შემცირდა 2010 - 2019 წლების საშუალო წლიურ ინციდენტობასთან შედარებით.[7] დასავლეთ ნილოსის ვირუსი ნეიროინვაზიური არბოვირუსული დაავადების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია აშშ-ში, რაც შეადგენს აღრიცხული შემთხვევების 92%-ს.[8] აშშ-ში ყველაზე დიდი აფეთქება მოხდა 2021 წლის მაისიდან დეკემბრის ჩათვლით მარიკოპას საგრაფოში, არიზონა (1487 შემთხვევა და 101 გარდაცვალება,ლეტალობის მაჩვენებელი - 6.8% ). შემთხვევების უმეტესობა დაფიქსირდა ≥60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში და შემთხვევების 64%-ს ჰქონდა ნეიროინვაზიური დაავადება.[9]

CDC: West Nile virus data and maps Opens in new window

2022 წელს ევროკავშირსა და მის მეზობელ ქვეყნებში სულ 1340 ადამიანის შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ლეტალური გამოსავალი დაფიქსირდა 104 ადამიანთან (ლეტალობის მაჩვენებელი -7.8%). ეს არის ადგილობრივად შეძენილი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2018 წლის ეპიდემიის პიკის შემდეგ.[10] ადამიანთა WNV ცხელების შემთხვევათა გეოგრაფიული დიაპაზონი ასევე ფართოვდება ევროპის უფრო ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილებისკენ, მათ შორის ვირუსი 2020 წლის აგვისტოსა და სექტემბერში აღმოჩენილია ნიდერლანდებში, ფრინველებსა და Culex-ის გვარის კოღოებში და შემდგომში შემთხვევები ადამიანებში -2020 წლის ოქტომბერში.[11]

ვირუსის აქტივობა კორელაციაშია კოღოს აქტივობასთან: ზომიერი ჰავის მქონე რეგიონებში ვირუსის ყველაზე მაღალი აქტივობა ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით ფიქსირდება, ხოლო უფრო ცხელი კლიმატის მქონე მიდამოებში, როგორიცაა აშშ-ის სამხრეთ ნაწილი, ვირუსი მაღალი აქტივობით ხასიათდება სრული წლის განმავლობაში. მიჩნეულია, რომ ინფექციისადმი მიდრეკილებაზე არ ზემოქმედებს ასაკი და იმუნური სტატუსი. თუმცა იმუნოკომპრომეტირებული და ხანდაზმული პირები იმყოფებიან ნეიროინვაზიური დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ.[12] არ არსებობს მკაფიო მტკიცებულებები ვივარაუდოთ, რომ ინფექცია რომელიმე სქესისადმია მეტად მიდრეკილი.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას