დიფერენციული დიაგნოზები
მარტივი ჰერპესის ვირუსის ენცეფალიტი
ნიშნები / სიმპტომები
განმსახვავებელი ნიშნები და სიმპტომები არ აღინიშნება
სენტ-ლუისის ენცეფალიტი
ნიშნები / სიმპტომები
განმსახვავებელი ნიშნები და სიმპტომები არ აღინიშნება
კვლევები
სეროლოგია: მწვავე და გამოჯანმრთელების ფაზის შრატის ნიმუშებს შორის ვირუსის ანტისხეულების ტიტრის 4-მაგი ზრდა; შრატის ან ცერებროსპინური სითხის (CSF) ერთჯერადად აღებულ ნიმუშში ვირუსის საწინააღმდეგო IgM ანტისხეულების დეტექციის შესაძლებლობა. ბალთის შემცირების განეიტრალების ტესტით (PRNT) შესაძლებელია დასავლეთ ნილოსის ვირუსის გარჩევა სხვა ზოონოფორმული ვირუსული ინფექციებისგან.
ვირუსის იზოლაცია: ვირუსი შესაძლოა გამოიყოს ქსოვილებისგან, სისხლიდან ან ცერებროსპინური სითხიდან.[60][61]
ცხენის აღმოსავლური ენცეფალიტი
ნიშნები / სიმპტომები
განმსახვავებელი ნიშნები და სიმპტომები არ აღინიშნება
კვლევები
სეროლოგია: ვირუსის ანტისხეულის ტიტრის 4-მაგი ზრდა მწვავე და გამოჯანმრთელების ფაზების შრატებს შორის; შრატის ან ცერებროსპინური სითხის ერთეულ ნიმუშში აღმოჩენადი IgM ანტისხეულები ვირუსის მიმართ.
ვირუსის იზოლაცია: ვირუსი შესაძლოა გამოიყოს ქსოვილებისგან, სისხლიდან ან ცერებროსპინური სითხიდან.[61]
ცხენის დასავლური ენცეფალიტი
ნიშნები / სიმპტომები
განმსახვავებელი ნიშნები და სიმპტომები არ აღინიშნება
კვლევები
სეროლოგია: ვირუსის ანტისხეულის ტიტრის 4-მაგი ზრდა მწვავე და გამოჯანმრთელების ფაზების შრატებს შორის; შრატის ან ცერებროსპინური სითხის ერთეულ ნიმუშში აღმოჩენადი IgM ანტისხეულები ვირუსის მიმართ.
ვირუსის იზოლაცია: ვირუსი შესაძლოა გამოიყოს ქსოვილებისგან, სისხლიდან ან ცერებროსპინური სითხიდან.[61]
ვირუსული მენინგიტი (სხვა ეტიოლოგიის)
ნიშნები / სიმპტომები
განმსახვავებელი ნიშნები და სიმპტომები არ აღინიშნება
კვლევები
თავ-ზურგტვინის სითხის PCR ან ვირუსული კულტურა: დადებითია გამომწვევი ვირუსისთვის და უარყოფითია დასავლეთ ნილოსის ვირუსისთვის. თუმცა, უარყოფითი PCR სულაც არ გამორიცხავს ვირუსულ მენინგიტს.
ბაქტერიული მენინგიტი
ნიშნები / სიმპტომები
განმსახვავებელი ნიშნები და სიმპტომები არ აღინიშნება
კვლევები
ცერებროსპინური სითხის ანალიზი: მაღალი ცილა. დაბალი გლუკოზა, ცერებროსპინური სითხე დადებითია სპეციფიკურ ორგანიზმებზე.[62]
კრიპტოკოკული მენინგიტი
ნიშნები / სიმპტომები
ყოველთვის სავარაუდოა იმუნოკომპრომისულ პაციენტებში (მაგ. შიდსი, ლიმფომა).
კვლევები
კრიპტოკოკული პოლისაქარიდის ანტიგენი: დადებითია შრატში ან ცერებროსპინურ სითხეში.
კულტურა: დადებითია შრატში ან ცერებროსპინურ სითხეში Cryptococcus neoformans-ზე.
ცერებროსპინური სითხის მიკროსკოპია: ინდური მელნით შეღებვის შედეგად ვლინდება ორგანიზმი.[63]
ტუბერკულოზური მენინგიტი
ნიშნები / სიმპტომები
არ არსებობს მკაფიო განმასხვავებელი ნიშნები და სიმპტომები.
კვლევები
ცერებროსპინური სითხის PCR: მჟავაგამძლე ბაცილების აღმოჩენა.
თავის CT/MRI : შესაძლებელია დაფიქსირდეს ცერებრული ტუბერკულომები ან ბაზილარული არაქნოიდიტი.[64]
გიენ-ბარეს სინდრომი
ნიშნები / სიმპტომები
როგორც წესი, ვლინდება მწვავე ინფექციიდან 1-8 კვირის შემდეგ.
ცხელება ან ლეიკოციტოზი არ აღინიშნება.
აღმავალი სიმეტრიული სისუსტე.
არ აღინიშნება ნაწლავების ან შარდის ბუშტის დისფუნქცია.
თანხმლები ენცეფალოპათია არ აღინიშნება.
კვლევები
დიაგნოზი ძირითადად კლინიკურად ისმება.[65]
ცერებროსპინური სითხის ანალიზი: მომატებული ცილა, უჯრედების რაოდენობა გაზრდილი არ არის.
პოლიოვირუსთან ასოცირებული პოლიომიელიტი
ნიშნები / სიმპტომები
ენდემურ ზონაში ცხოვრება ან მოგზაურობა.
არაიმუნური სტატუსი.
ჩვეულებრივ, კლინიკურად და პათოლოგიურად იდენტურია დასავლეთ ნილოსის პოლიომიელიტისა.
კვლევები
ვირუსული კულტურა (განავალი, თავ-ზურგტვინის სითხე ან ხახის ნაცხი): დადებითი პოლიოვირუსისთვის.
დიაგნოზი ძირითადად კლინიკურად ისმება.
ზიკა ვირუსის ინფექცია
ნიშნები / სიმპტომები
ცხოვრება ან მოგზაურობა ენდემურ რეგიონში.
ხშირია გავრცობილი მაკულოპაპულური (ზოგჯერ წითელასმაგვარი) გამონაყარი; მეტწილად ახასიათებს ქავილი.
შესაძლოა სახეზე გვქონდეს არაჩირქოვანი კონიუნქტივიტი ან კონიუნქტივას ჰიპერემია.
არ უკავშირდება ნეიროინვაზიურ დაავადებას, თუმცა დაკავშირებულია გიენ-ბარეს სინდრომთან.
კვლევები
უკუტრანსკრიპტაზას PCR (RT-PCR): დადებითია ზიკა ვირუსის რნმ-ზე.
სეროლოგია: დადებითია ზიკა ვირუსის ანტისხეულებზე.
დენგეს ცხელება
ნიშნები / სიმპტომები
ცხოვრება ან მოგზაურობა ენდემურ რეგიონში.
ბიფაზური ცხელება და ბიფაზური გამონაყარი (გარდამავალი გენერალიზებული მაკულური ტიპის გამონაყარი, რომელსაც მოჰყვება წითელასმაგვარი, მაკულოპაპულური გამონაყარი).
ძვლის ტკივილი.
კვლევები
სეროლოგია: დადებითია დენგე ვირუსის ანტისხეულებზე.
ჩიკუნგუნიას ვირუსით ინფექცია
ნიშნები / სიმპტომები
ცხოვრება ან მოგზაურობა ენდემურ რეგიონში.
გამოხატულია სახსრისმიერი სიმპტომები.
ნეიროინვაზიური დაავადების ნიშნების არარსებობა.
კვლევები
უკუტრანსკრიპტაზას PCR: დადებითია ჩიკუნგუნიას ვირუსის რნმ-ზე.
სეროლოგია: დადებითია ჩიკუნგუნიას ვირუსის მიმართ წარმოქმნილ ანტისხეულებზე.
ლეპტოსპიროზი
ნიშნები / სიმპტომები
როგორც წესი, ანამნეზში მითითებულია კონტაქტი დაბინძურებული წყალთან და ნიადაგთან ან ინფიცირებულ ცხოველთან ან მათ გამონაყოფთან.
ნაკლებად ხშირია ნევროლოგიური ჩართულობა.
ბიფაზური გამოვლინება.
პათოგნომურია კონიუნქტივის ორმხრივი სუფუზია.
კუნთების მტკივნეულობა ლოკალიზებულია წვივების არეში.
ფილტვისმიერი ნიშნები და სიმპტომები (მაგ. ხველა, დისპნოე).
მძიმე შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს სიყვითლე, თირკმლის უკმარისობა და სისხლდენა.
კვლევები
PCR: დადებითია ლეპტოსპირას რნმ-ზე.
სეროლოგია (მიკროსკოპული აგლუტინაციის ტესტი): დადებითია ლეპტოსპირას ანტისხეულებზე.
სისხლის ან შარდის კულტურა: დადებითია ლეპტოსპირაზე.
მალარია
ნიშნები / სიმპტომები
ცხოვრება ან მოგზაურობა ენდემურ რეგიონში.
მალარიის ქიმიოპროფილაქტიკა ჩატარდა არაადეკვატურად ან საერთოდ არ ჩატარებულა.
ნაკლებად ხშირია ნევროლოგიური ჩართულობა.
კვლევები
სისხლის საერთო ანალიზი: შესაძლოა გამოვლინდეს ანემია და/ან თრომბოციტოპენია.
გიმზათი შეღებილი სისხლის სქელი და თხელი ნაცხები: პარაზიტების უსქესო და სქესობრივი ფორმების აღმოჩენა ერითროციტებში.
სწრაფი დიაგნოსტიკური ტესტები: პარაზიტის ანტიგენის ან ფერმენტების აღმოჩენა.
ლაიმის დაავადება
ნიშნები / სიმპტომები
ანამნეზში ტკიპის კბენის ფაქტი.
მეტად ქრონიკული მიმდინარეობა და ეტაპობრივი გამოვლინება.
მოძრავი ქრონიკული ერითემა.
ლაიმის დაავადებით გამოწვეული ართრიტი
ქრონიკული რადიკულური პარესთეზიები.
კლდოვანი მთის ლაქოვანი ცხელება
ნიშნები / სიმპტომები
დამახასიათებელი გამონაყარი ჩნდება ცხელების გამოვლინებიდან 2-6 დღის შემდეგ.
თავდაპირველად მაკულოპაპულური გამონაყარი ვლინდება მაჯებსა და კოჭებზე, შემდგომ ვრცელდება ტანზე და კიდურებზე და მოიცავს როგორც ხელისგულებს, ასევე ფეხისგულებს. შემდგომ შესახედად ხდება პეტექიური ტიპის.[68]
კვლევები
სეროლოგია: დადებითია Rickettsia rickettsii-ზე.[69]
ლეგიონერების დაავადება
ნიშნები / სიმპტომები
რესპირატორული ნიშნები და სიმპტომები, როგორებიცაა ხველა, გულმკერდის დაჭიმულობა, ხიხინი.[70]
ტვინის სიმსივნე
ნიშნები / სიმპტომები
ნევვროლოგიური დეფიციტი, როგორც წესი, ფოკალურია.
სიმპტომების გამოვლინება უფრო ეტაპობრივი ხასიათისაა.
კვლევები
თავის CT/MRI: ჩანს წარმონაქმნი.[71]
თავის ტვინის აბსცესი
ნიშნები / სიმპტომები
ნევვროლოგიური დეფიციტი, როგორც წესი, ფოკალურია.
სიმპტომების გამოვლინება უფრო ეტაპობრივი ხასიათისაა.
კვლევები
თავის CT/MRI head: ჩანს აბსცესი.[72]
ინსულტი
ნიშნები / სიმპტომები
ნევვროლოგიური დეფიციტი, როგორც წესი, ფოკალურია.
სიმპტომების/ნიშნების პროგრესირება ხდება საათების და არა დღეების ან კვირების განმავლობაში.
კვლევები
თავის CT/MRI: ჩანს ინფარქტი და/ან ჰემორაგია.[73]
ქვემწვავე ბაქტერიული ენდოკარდიტი
ნიშნები / სიმპტომები
წარმოდგენილია გულის შუილი და გულის შეგუბებითი უკმარისობის ნიშები.
სახასიათო, თუმცა ნაკლებად ხშირი ნიშნებია ჰემორაგია ნატეხის სახით, ოსლერის კვანძები, ჯეინუეის წყლულები და როთის ლაქები.
კვლევები
სისხლის ბაქტერიული კულტურა: დადებითია.
ეკგ: ჩანს ვეგეტაციები.
2019 წლის კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19)
ნიშნები / სიმპტომები
სიმპტომების გამოვლენამდე 14 დღით ადრე ცხოვრება/მოგზაურობა ქვეყანაში/რაიონში ან ტერიტორიაზე, სადაც ხდებოდა შიდა გავრცელება ან ახლო კონტაქტი ქონდა COVID-19-ის დადასტურებულ ან შესაძლო შემთხვევასთან.
კვლევები
რეალურ დროში უკუ-ტრანსკრიფციის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR): დადებითია მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსი 2 (SARS-CoV-2) რნმ-ზე.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას