გართულებები
იწვევს ჰიპოვენტილაცია, რომელიც თავის მხრივ განპირობებულია სასუნთქი კუნთების სისუსტით და ცნობიერების დაქვეითებული დონით გამოწვეული ასპირაციით. რისკი მაღალია იმუნოკომპრომისულ პაციენტებში. მკურნალობა უნდა ჩატარდეს შესაბამისი ანტიბიოტიკებით.[48]
დუნე დამბლა ზრდის ღრმა ვენების თრომბოზის რისკს. შესაძლებელია პრევენცია ან ანტიკოაგულაციით შესაბამისი მკურნალობა.[48]
ინფექცია ასუსტებს იმუნურ სისტემასა და ორგანიზმს, რაც პაციენტს მბრძნობელობას უზრდის იმ ინფექციების მიმართ, რომლის გამომწვევი ბაქტერიები, როგორც წესი, წარმოდგენილია ნორმალურ პირობებში (მაგ. სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი) და ჯანმრთელ ინდივიდში შესაძლოა არ იწვევდეს აქტიურ ინფექციას. ამგვარად, საჭიროა პაციენტის ზედმიწევნით მონიტორინგი, რათა არ გამოგვრჩეს ბაქტერიული ინფექციის რაიმე ნიშანი. მაგალითად, როდესაც პაციენტს უვითარდება რაიმე რესპირატორული სიმპტომი, როგორიცაა ხველა, ექიმმა უნდა ჩაატაროს გულმკერდის რენტგენოგრაფია პნევმონიის შესაფასებლად. უმკურნალეთ პაციენტს ინფექციის მიმართ სპეციფიკური ანტიბიოტიკებით.
ვითარდება დასავლეთ ნილოსის ცხელების ან ნეიროინვაზიური დაავადების დროს და გრძელდება თვეების განმავლობაში. დაღლილობის გახანგრძლივება მეტად მოსალოდნელია ნეიროინვაზიური დაავადების დროს (განსაკუთრებით დასავლეთ ნილოსის ენცეფალიტის შემთხვევაში). მკურნალობა დამხმარე სახისაა.[81]
ვითარდება დასავლეთ ნილოსის ცხელების ან ნეიროინვაზიური დაავადების დროს და გრძელდება თვეების განმავლობაში. მკურნალობა შესაძლებელია ტკივილგამაყუჩებლებით.[81]
ჰეპატიტზე ეჭვი უნდა მივიტანოთ, თუ პაციენტს აქვს სიყვითლე, მუცლის ზედა მარჯვენა კვადრანტის ტკივილი და მომატებული მგრძნობელობა. როგორც წესი, თვითგანკურნებადია, თუმცა შესაძლოა პროგრესირდეს ფულმინანტურ ჰეპატიტში. ეს გართულება საკმაოდ იშვიათია. მკურნალობა დამხმარე ხასიათისაა.
როგორც წესი, წარმოდგენილია მუცლის მძიმე ფორმის ტკივილითა და შრატში ამილაზას/ლიპაზას დონის მატებით. ეს გართულება საკმაოდ იშვიათია. მკურნალობა დამხმარე ხასიათისაა.
ვეჭვობთ, როდესაც გულის ექოკარდიოგრამა ან ელექტროკარდიოგრაფია პათოლოგიურია და მომატებულია გულის ენზიმები (ტროპინინი და კრეატინ ფოსფოკინაზა). შესაძლოა გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში არითმიები. ეს გართულება საკმაოდ იშვიათია. მკურნალობა დამხმარე ხასიათისაა.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას