ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

უეცარი გამოვლინების ცხელება

შეიძლება განვითარდეს დასავლეთ ნილოსის ცხელების ან ნეიროინვაზიური დაავადების დროს.

საერთო სისუსტე

შესაძლოა განვითარდეს დასავლეთ ნილოსის ცხელების დროს.

მიალგია

შესაძლოა განვითარდეს დასავლეთ ნილოსის ცხელების დროს.

ართრალგია

შესაძლოა განვითარდეს დასავლეთ ნილოსის ცხელების დროს.

ფარინგიტი

შესაძლოა განვითარდეს დასავლეთ ნილოსის ცხელების დროს.

ანორექსია (მადის დაქვეითევა)

შესაძლოა განვითარდეს დასავლეთ ნილოსის ცხელების დროს.

მუცლის ტკივილი

როგორც წესი, მსუბუქი ფორმიდან დან ზომიერამდეა. მუცლის მარჯვენა ზედა კვადრანტის ტკივილი მიანიშნებს ჰეპატიტზე, ხოლო ეპიგასტრიული ტკივილი - პანკრეატიტის შესაძლო შემთხვევაზე.[43]

მხედველობის დარღვევები

შესაძლოა განვითარდეს დასავლეთ ნილოსის ცხელების დროს. მოიცავს მხედველობის ველის ეტაპობრივ გაბუნდოვანებას და დაკარგვას, მცურავი ობიექტებისა და ნათებების გაჩენას, ასევე თვალის ტკივილს.[33]

თავისტკივილი

დასავლეთ ნილოსის ცხელების დროს აღინიშნება მსუბუქი ან ზომიერი ხასიათის თავის ტკივილი. მძიმე თავის ტკივილი შესაძლოა მიუთითებდეს დასავლეთ ნილოსის მენინგიტზე ან დასავლეთ ნილოსის ენცეფალიტზე.[42]

გამონაყარი

გამონაყარი დაფიქსირებულია დასავლეთ ნილოსის ცხელების (WNF) მქონე პაციენტთა 16%-დან 27%-თან.[47][48] ნეიროინვაზიურ დაავადებასთან შედარებით, უფრო ხშირია WNF-ის დროს. გარდამავალი ხასიათისაა (ზოგიერთ შემთხვევაში გრძელდება 24 საათამდე პერიოდში). წითელასმაგვარი, მაკულოპაპულური, არაგაუფერულებადი და არამქავანა გამონაყარი კისერზე, ტანსა და კიდურებზე, რომელიც არ აზიანებს ხელისა- და ფეხისგულებს. ხანდაზმულ პაციენტებთან შედარებით, უფრო ხშირია ახალგაზრდებში.[49]

ლიმფადენოპათია

ლიმფადენოპათია მეტწილად ნიკაპქვეშ აღინიშნება.[43]

კონიუნქტივის ჰიპერემია

გვხვდება როგორც დასავლეთ ნილოსის ცხელების დროს, ასევე ნეიროინვაზიური დაავადების შემთხვევაში.

მულტიფოკალური ქორირეტინული დაზიანებები

დაჯგუფებულია თვალის პერიფერიული ბადურის საფეთქლისა და ცხვირის რეგიონებში.[33]

ქორიორეტინიტი და ანთებითი მინისებრი სხეული

თვალის ტკივილი ან სიწითლე, პაციენტი ხედავს მცურავ შავ ლაქებს/წერტილებს/ზოლებს, მგრძნობელობა სინათლის მიმართ და ჭარბი ცრემლდენა ან მხედველობის გაბუნდოვანება.

იშვიათი

გულყრები

ვითარდება დასავლეთ ნილოსის ენცეფალიტის დროს.[42]

სუნთქვის დარღვევა

შესაძლოა მიუთითებდეს დასავლეთ ნილოსის პოლიომიელიტზე სასუნთქი კუნთების პარალიზით.[45][46]

სიყვითლე

წარმოშბს ეჭვს ჰეპატიტის ან პანკრეატიტის (რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს სიყვითლეს) არსებობაზე.[50]

ეპიგასტრული მგრძნობელობა

აღძრავს ეჭვს პანკრეატიტის არსებობაზე.[51]

მსუბუქი კონფუზია

აღძრავს ეჭვს ნეიროინვაზიური დაავადების არსებობაზე.[52]

დეზორიენტაცია

აღძრავს ეჭვს ნეიროინვაზიური დაავადების არსებობაზე.[52]

სტუპორი/კომა

აღძრავს ეჭვს ნეიროინვაზიური დაავადების არსებობაზე.[52]

კისრის კუნთების გაშეშება

შესაძლოა მიუთითებდეს დასავლეთ ნილოსის მენინგიტზე.[42]

კერნიგის ნიშანი

შესაძლოა მიუთითებდეს დასავლეთ ნილოსის მენინგიტზე.[42] მოხრილი ბარძაყის მდგომარეობაში ფეხის გაშლის მცდელობისას აღინიშნება ტკივილი და რეზისტენტობა მუხლის არეში.

ბრუძინსკის ნიშანი

შესაძლოა მიუთითებდეს დასავლეთ ნილოსის მენინგიტზე.[42] კისრის მოხრის შედეგად იხრება მუხლი და ბარძაყი.

კუნთის პარალიზი

საჭიროა ერთმანეთისგან გავარჩიოთ კუნთების გენერალიზებული სისუსტე, რომელიც გვხვდება დასავლეთ ნილოსის ცხელების დროს და დუნე დამბლა, რომელიც დაკავშრებულია დასავლეთ ნილოსის პოლიომიელიტთან. დასავლეთ ნილოსის პოლიომიელიტისას პარალიზი, როგორც წესი, ასიმეტრიულია.

იშვიათ შემთხვევებში ყალიბდება გიენ-ბარეს სინდრომი.[53][54][55] ასევე აღწერილია რაბდომიოლოზის და მიოზიტის შემთხვევები.[44]

პარკინსონიზმი

შესაძლოა შეგვხვდეს დასავლეთ ნილოსის ენცეფალიტის ან დასავლეთ ნილოსის მენინგიტის დროს. შესაძლოა შენარჩუნდეს ინფექციის ალაგების შემდგომ.[42]

ატაქსია

შესაძლოა შეგვხვდეს დასავლეთ ნილოსის ენცეფალიტის ან დასავლეთ ნილოსის მენინგიტის დროს. შესაძლოა შენარჩუნდეს ინფექციის ალაგების შემდგომ.[42]

მიოკლონია

შესაძლოა შეგვხვდეს დასავლეთ ნილოსის ენცეფალიტის ან დასავლეთ ნილოსის მენინგიტის დროს. შესაძლოა შენარჩუნდეს ინფექციის ალაგების შემდგომ.[42]

ტრემორი

შესაძლოა შეგვხვდეს დასავლეთ ნილოსის ენცეფალიტის ან დასავლეთ ნილოსის მენინგიტის დროს. შესაძლოა შენარჩუნდეს ინფექციის ალაგების შემდგომ.[42]

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

გულისრევა/ღებინება

ამ სიმპტომების არსებობა შესაძლოა მიუთითებდეს უფრო მძიმე დაავადებაზე.

კუნთების ზოგადი სისუსტე

საჭიროა ერთმანეთისგან გავარჩიოთ კუნთების გენერალიზებული სისუსტე, რომელიც გვხვდება დასავლეთ ნილოსის ცხელების დროს და დუნე დამბლა, რომელიც დაკავშრებულია დასავლეთ ნილოსის პოლიომიელიტთან.

სპლენომეგალია

მიუთითებს დასავლეთ ნილოსის ცხელებაზე სხვა ვირუსულ ინფექციებზე მეტად, როგორიცაა გრიპი ან პარაგრიპი, რომლებიც უფრო ხშირი ინფექციებია.

სისხლჩაქცევები ბადურაში

მიუთითებს დასავლეთ ნილოსის ცხელებაზე სხვა ვირუსულ ინფექციებზე მეტად, როგორიცაა გრიპი ან პარაგრიპი, რომლებიც უფრო ხშირი ინფექციებია.

იშვიათი

გულმკერდის ტკივილი, დისპნოე, გულის ფრიალი

აჩენს მიოკარდიტის არსებობის ეჭვს.[44]

ფოტოფობია

შესაძლოა მიუთითებდეს დასავლეთ ნილოსის მენინგიტზე.

დეპრესია

გვხვდება ნეიროინვაზიური დაავადებისას.[52]

მეხსიერების დაკარგვა

გვხვდება ნეიროინვაზიური დაავადებისას. შესაძლოა გაჩნდეს და გახანგრძლივდეს სიტყვის პოვნის პრობლემები.[52]

ნაწლავებისა და შარდის ბუშტის დისფუნქცია

შესაძლოა განვითარდეს დასავლეთ ნილოსის პოლიომიელიტის დროს.

კრანიული ნერვების დამბლა

შესაძლოა განვითარდეს დასავლეთ ნილოსის პოლიომიელიტის დროს.

რისკფაქტორები

ძლიერი

ცხოვრება/მოგზაურობა ადგილებში, სადაც დასავლეთ ნილოსის ვირუსის მაღალი აქტივობა ფიქსირდება

შემთხვევები დაფიქსირებულია ევროპაში, შუა აღმოსავლეთში, აფრიკაში, აზიის ნაწილებში, მათ შორის ინდოეთში, ავსტრალიაში (კუნჯინის ვირუსით განპირობებული, რომელიც არის დასავლეთ ნილოსის ვირუსის ქვეტიპი), ჩრდილოეთ ამერიკაში, ცენტრალური ამერიკის ნაწილებსა და კარიბებზე.[3][4]

კოღოს ნაკბენი

შენობის გარეთ დაისიდან განთიადამდე აქტივობები და შენობის გარეთ ყოფნისას კანის ექსპოზიცია ზრდის კოღოს კბენის რისკს, განსაკუთრებით ადგილებში, სადაც არის მნიშვნელოვანი ვეგეტაციები ან დამდგარი წყალი.[12]

ზომიერი კლიმატის რეგიონებში, კოღოების აქტივობა და ინფექციის რისკი ყველაზე მაღალია გვიანი გაზაფხულიდან გვიან ზაფხულამდე/ადრეულ შემოდგომამდე. შედარებით ცხელი კლიმატის ქვეყნებში, კოღოების აქტივობა შესაძლოა მაღალი იყოს მთელი წლის განმავლობაში.

სისხლის გადასხმა

2002 წლის ეპიდემიის დროს ვირუსის ტრანსმისიის მიახლოებითი რისკი მერყეობდა 1.46-დან - 12.33-მდე ყოველ 10 000 დონაციაზე.[17]

ორგანოს გადანერგვა

ორგანოს გადანერგვის შედეგად ვირუსის პირველი დოკუმენტირებული შემთხვევა დაფიქსირდა 2002 წელს. 2002 წელს 4 შემთხვევა აღინიშნა ტორონთოში, ხოლო კიდევ 4 - სამხრეთ-აღმოსავლეთ აშშ-ში.[16][24] 2005 წელს აღირიცხა დამატებით 3 შემთხვევა ნიუ იორკსა და პენსილვანიაში.[25] სხვა ინდივიდუალური შემთხვევები დოკუმენტირებულია აშშ-ში, 2013 და 2018 წლებში.[8][16]

ტრავმული დაზიანება ნემსით

ვირუსის ტრანსმისია ფიქრისრდება ნემსით ტრავმული დაზიანების დროსაც.[15]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას