პირველადი პრევენცია

ენდეთ მითითებებს

ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:

Prévention de l’Influenzaავტორი: Groupe de travail Développement de recommandations de première ligneბოლო გამოქვეყნება: 2018Preventie van influenzaავტორი: Werkgroep Ontwikkeling Richtlijnen Eerste Lijn (Worel)ბოლო გამოქვეყნება: 2018

2020/21 სეზონზე გრიპის აქტივობის დონეები უკიდურესად დაბალი იყო 2019 წლის კორონავირუსული დაავადების (COVID-19) პრევენციის ზომების შედეგად (როგორიცაა ხელების დაბანა, ნიღბის ტარება, ფიზიკური დისტანცია და მგზავრობის შეზღუდვა). 2022/23 სეზონში გრიპის აქტივობა აღდგა, რადგან სოციალური კონტაქტი ნორმას დაუბრუნდა.[8][9][10]​​​​​​​​ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია წახალისებულია, როგორც ღონისძიება ზამთრის პერიოდში დატვირთვის შესამსუბუქებლად ჯანდაცვის პროვაიდერებზე. გრიპის და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ჩატარება შესაძლებელია ერთი და იმავე ვიზიტის დროს.[30][38]

გრიპის პირველადი პრევენციისთვის გამოიყენება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა.[39][40][41][42][43][44][45][46][47]​​​​​​​ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები მზადდება ვირუსის შტამების გამოყენებით ჯანმო-ს რეკომენდაციების შესაბამისად. ოთხვალენტიანი გრიპის ვაქცინები შეიცავს A გრიპის ორ ქვეტიპს და B გრიპის ორ ქვეტიპს; სამვალენტიანი ვაქცინები შეიცავს A გრიპის ორ ქვეტიპს და ერთ B ვირუსს. ყველა ვაქცინა გარდა ცოცხალი შესუსტებული გრიპის ვაქცინისა (LAIV) ინაქტივირებულია. სეზონური გრიპის ინფექციის პირველადი პროფილაქტიკის გარდა, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიღებამ შესაძლოა ასევე შეასუსტოს დაავადების კურსი გარღვევითი ინფექციის მქონე ადამიანებში.[48][49]

საერთაშორისო გაიდლაინები განსხვავდება ვაქცინის სამიზნე ჯგუფების განსაზღვრის კუთხით. 2024-2025 წლებისთვის გაერთიანებულ სამეფოში გრიპის ვაქცინაცია რეკომენდებულია ყველა ბავშვისთვის, რომელიც 2 და 3 წლისაა 2024 წლის 31 აგვისტოსთვის, სკოლის ასაკის ბავშვებისთვის მეექვსე კლასამდე, სკოლის ასაკის ბავშვებისთვის 7-11 კლასებში, 65 წლის ან მასზე უფროსი ასაკის ყველა პირთათვის, 5 თვიდან 65 წლამდე ასაკის კლინიკური რისკის ჯგუფის (მაგ., სასუნთქი სისტემის, გულის, თირკმლის, ღვიძლის ან ნერვული სისტემის ქრონიკული დაავადება, დიაბეტი, იმუნოსუპრესია, სწავლის პრობლემები, სიმსუქნე) პაციენტებისთვის, ორსულთათვის, ინფექციისადმი მიდრეკილი პირების (მაგ., იმუნოკომპრომისული ინდივიდები, COVID-19-ის მძიმე ფორმის განვითარების რისკით) ახლო კონტაქტების, მომვლელების, ჯანმრთელობისა და სოციალური მუშაკების და მოხუცთა საცხოვრებლების რეზიდენტებისთვის.[50]

აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC) ამჟამად რეკომენდაციას უწევენ გრიპის ვაქცინას 6 წლის ასაკიდან ყველასთვის, ვაქცინაციაზე უკუჩვენების არარსებობის შემთხვევაში.[30]​​ CDC: influenza (flu) Opens in new window​ 2023-2024 წლებისთვის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა კომიტეტი (ACIP) რეკომენდაციას უწევს ნებისმიერ ლიცენზირებულ, კვადრივალენტურ, ასაკთან შესაბამისი გრიპის ვაქცინის გამოყენებას, მათ შორის ცოცხალ ატენუირებულ (შესუსტებულ) ვაქცინას, როცა ეს ნაჩვენებია.[30]​ ≥65 წელზე უფროსი ასაკის ზრდასრულებმა უპირატესად უნდა მიიღონ მაღალდოზიანი ან ადიუვანტური ვაქცინა გრიპის წინააღმდეგ (ოთხვალენტიანი მაღალი დოზით ინაქტივირებული გრიპის ვაქცინა, ოთხვალენტიანი რეკომბინანტული გრიპის ვაქცინა ან ოთხვალენტიანი ადიუვანტური ინაქტივირებული გრიპის ვაქცინა). თუ არცერთი ეს სასურველი ვაქცინა არ არის ხელმისაწვდომი, მაშინ შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა ასაკის შესაბამისი გრიპის ვაქცინა.[30]​ ამერიკის პედიატრიის აკადემიის (AAP) რეკომენდაციით ასევე შესაძლებელია ნებისმიერი ლიცენზირებული, ასაკთან შესაბამისი ვაქცინის გამოყენება ბავშვებში და უპირატესობა არ ენიჭება რომელიმე ერთ პროდუქტს ან ფორმულაციას (თუ არ არის უკუჩვენება).[17][51]​​​​​​​​​​​​ 6 თვიდან 8 წლამდე ასაკის ბავშვებს ოპტიმალური იმუნური პასუხისთვის ესაჭიროებათ გრიპის ვაქცინის ორი დოზა (კეთდება ≥4 კვირის ინტერვალით) ვაქცინაციის პირველი პერიოდის განმავლობაში.[30]​ იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა კომიტეტის (ACIP) რეკომენდაციით, თუ 6 თვიდან 8 წლამდე ასაკის ბავშვმა მიიღო სამვალენტიანი ან ოთხვალენტიანი ვაქცინის 2 დოზა და მეტი 4 ან მეტი კვირის ინტერვალით 2023 წლის 1 ივლისამდე, 2023-2024 წლებში საჭირო იქნება მისი მხოლოდ ერთი დოზა.[30]​ 9 წლის ასაკიდან ყოველწლიურად მხოლოდ ერთი დოზაა რეკომენდებული.[30]

ორსულებში შეიძლება ნებისმიერი ლიცენზირებული, რეკომენდებული, ასაკთან შესაბამისი ინაქტივირებული ვაქცინის გაკეთება; არ უნდა გამოიყენოთ ცოცხალი შესუსტებული ვაქცინა.[30][33]​ ორსულობის დროს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ არის დაკავშირებული ადრეულ ბავშვობაში ჩვილებში ჯანმრთელობის არასასურველი შედეგების მომატებულ რისკთან.[52][53][54][55]​​[56]​​ მეტიც, ორსულებში გრიპის გამო ჰოსპიტალიზაციების პრევენციაა შესაძლებელი.[57] გარდა ამისა, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორსულებში იწვევს ანტისხეულების ჩამოყალიბებას, რაც იცავს ჩვილებს სიცოცხლის პირველი თვეების განმავლობაში.[58]

იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანებს აქვთ გრიპის ინფექციით გამოწვეული გართულებების მაღალი რისკი და უნდა აიცრან ნებისმიერი ლიცენზირებული, რეკომენდებული, ასაკის შესაბამისი ინაქტივირებული ვაქცინით. ინაქტივირებული ვაქცინა სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ პაციენტებში მძიმე იმუნოკომპრომისული მდგომარეობით, მაგ., ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიის, სხვა ტიპის იმუნოსუპრესიული თერაპიის შემთხვევაში (რაც მოიცავს მაღალი დოზით კორტიკოსტეროიდების მიღებას), ვინაიდან ვაქცინაციაზე პასუხი შეიძლება დაქვეითებული იყოს. თუმცა, ადიუვანტური ვაქცინა უსაფრთხო და იმუნოგენურია ტრანსპლანტის მიმღებ პოპულაციაში.[28]​ ინტრანაზალური ცოცხალი შესუსტებული ვაქცინა უკუნაჩვენებია პაციენტებში, იმუნოსუპრესიული ან იმუნოკომპრომისული მდგომარეობით. ასევე, ძლიერ დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს, რომელთაც ესაჭიროებათ მოვლა დაცულ გარემოში, აგრეთვე ოჯახის წევრებს, სამედიცინო პერსონალს და მათ, ვინც მჭიდრო კონტაქტშია იმუნოსუპრესიული მდგომარეობის მქონე პაციენტებთან, უმჯობესია ვაქცინაცია ჩაუტარდეთ ინაქტივირებული გრიპის ვირუსის ვაქცინით, ვიდრე ცოცხალი ვირუსის ვაქცინით.[29]

ადამიანებმა, რომლებმაც არ მიიღეს მიმდინარე სეზონური გრიპის ვაქცინა და რომლებიც მოგზაურობენ იმ ადგილებში, სადაც გრიპის აქტივობა გრძელდება, უნდა განიხილონ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გამგზავრებამდე ≥2 კვირით ადრე.[59]

შეერთებულ შტატებში, AAP და ACIP რეკომენდაციას უწევენ, რომ კვერცხზე ალერგიის მქონე ≥6 თვემდე ასაკის ყველა ადამიანს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი გრიპის ვაქცინა (რომელიც შეესაბამება მათ ასაკს და ჯანმრთელობის მდგომარეობას) ყოველგვარი დამატებითი სიფრთხილის გარეშე.[17][30]​​​​ გაერთიანებული სამეფოს გაიდლაინები გვირჩევენ, რომ ბავშვებს, რომლებსაც კვერცხზე ალერგიის გამო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვედრა ესაჭიროებოდათ, ცოცხალი დასუსტებული ვაქცინით აცრა ჩაუტარდეთ საავადმყოფოში.[60]

ანამნეზში ალერგიის მიუხედავად, ყველა ვაქცინა უნდა გაკეთდეს ისეთ პირობებში, როცა ანაფილაქსიის სწრაფი ამოცნობისა და მკურნალობისათვის ხელმისაწვდომია სამედიცინო პერსონალი და შესაბამისი აღჭურვა.

იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა კომიტეტი (ACIP) არ უწევს რეკომენდაციას გრიპის ცოცხალი დასუსტებული ვაქცინის გამოყენებას შემდეგ ჯგუფებში:[30][61][62]

  • 2 წლამდე ასაკის ბავშვებსა და 50 წლის ასაკიდან მოზრდილებში

  • 2-17 წლის ასაკის ბავშვები, რომლებიც იღებენ ასპირინის ან სალიცილატის შემცველ მედიკამენტებს

  • 2-4 წლის ასაკის ბავშვები, რომელთაც აქვთ ასთმა ან მსტვინავი სუნთქვის ანამნეზი ბოლო 12 თვის განმავლობაში

  • იმუნოკომპრომისული პაციენტები (ნებისმიერი მიზეზი)

  • ანატომიური ან ფუქნციური ასპლენიის მქონე პაციენტები

  • მძიმე იმუნოკომპრომისული პირების (რომელთაც ესაჭიროებათ მოვლა დაცულ გარემოში) ახლო კონტაქტები ან მათზე მზრუნველები

  • ორსულები

  • კრანიული კომუნიკაციების (თავზურგტვინის სითხის/ოროფარინგული) მქონე პირები

  • კოქლეარული იმპლანტების მქონე პირები

  • პაციენტები, რომელთაც ბოლო 48 საათის განმავლობაში მიიღეს ოსელტამივირი ან ზანამივირი, ბოლო 5 დღის განმავლობაში - პერამივირი, ან ბოლო 17 დღის მანძილზე მიიღეს ბალოქსავირი.

ვაქცინის ეფექტიანობა შეიძლება იცვლებოდეს მიმღების ასაკის, არსებული იმუნიტეტის და ვირუსის მოცირკულირე სპეციფიკური შტამების სწორი პროგნოზირების საფუძველზე.[41][42][43][44][63][64][65][66][67][68][69][70] [ Cochrane Clinical Answers logo ] [ Cochrane Clinical Answers logo ] ​​​ [ Cochrane Clinical Answers logo ] ​​​[მტკიცებულების დონე B]

ვაქცინის ეფექტურობა ხანდაზმულებში:

  • გრიპთან დაკავშირებული სიკვდილობის უმეტესი ნაწილი ფიქსირდება ხანდაზმულებში (65 წლის და მასზე უფროსი ასაკის პირებში).[71][72][73] სისტემური მიმოხილვის თანახმად, ვაქცინაციის სარგებელი ბევრად უფრო აშკარა იყო ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში მცხოვრებ პირებში, ვიდრე იმ ჯანმრთელ ხანდაზმულებში, რომლებიც იმყოფებოდნენ ამ საზოგადოების გარეთ.[74] გაერთიანებულმა კოჰორტულმა კვლევამ, რომელიც მეტა-ანალიზის შემდეგ გამოქვეყნდა, აჩვენა სიკვდილობის მნიშვნელოვანი შემცირება აცრილ ხანდაზმულებში (1.0 %, შედარებით 1.6%-თან, რაც დაფიქსირდა არავაქცინირებულ ინდივიდებში).[72] არსებობს კავშირი ხანდაზმულებში სიკვდილობის მაჩვენებლის შემცირებასა და ყოველწლიურად ჩატარებულ ვაქცინაციას შორის.[75] ხანდაზმულებში შეიძლება სარგებლიანი იყოს მაღალი დოზით ვაქცინაცია და შუა სეზონზე ბუსტერ დოზის დაბალი ტიტრაცია.[76][77][78][79][80]

  • ნებისმიერი ლიცენზირებული, ასაკისთვის შესაფერისი ვაქცინა შეიძლება გამოიყენოთ. ACIP რეკომენდაციის თანახმად, ≥65 წელზე უფროსი ასაკის ზრდასრულებმა უპირატესად უნდა მიიღონ მაღალდოზიანი ან ადიუვანტური ვაქცინა გრიპის წინააღმდეგ (ოთხვალენტიანი მაღალი დოზით ინაქტივირებული გრიპის ვაქცინა, ოთხვალენტიანი რეკომბინანტული გრიპის ვაქცინა ან ოთხვალენტიანი ადიუვანტური ინაქტივირებული გრიპის ვაქცინა).[30]​ გაერთიანებული სამეფოს გაიდლაინები გვირჩევენ, რომ 65 წელზე უფროსი ასაკის პირებმა უნდა მიიღონ ადიუვანტური ოთხვალენტიანი ინაქტივირებული გრიპის ვაქცინა ან ოთხვალენტიანი რეკომბინანტული გრიპის ვაქცინა; ოთხვალენტიანი გრიპის უჯრედული კულტურის ვაქცინა ასევე შეიძლება განიხილებოდეს ამ ჯგუფში გამოსაყენებლად, თუ სხვა ვარიანტები არ არის ხელმისაწვდომი.[50]

გიენ-ბარეს სინდრომის რისკი:

  • გიენ-ბარეს სინდრომი პერიფერიული ნერვების მწვავე აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც ვითარდება სენსიბილიზებულ ინდივიდებში ინფექციის გადატანის და იშვიათ შემთხვევებში იმუნიზაციის შემდეგ. აშშ-ში გიენ-ბარეს სინდრომის მომატებული რისკი დაკავშირებული იყო 1976 წელს ღორის გრიპის ვაქცინაციასთან (ღორის გრიპი A, H1N1 ქვეტიპი A/NJ/76).[81] ვაქცინის გვერდითი მოვლენების ანგარიშგების ეროვნულ სისტემაში (The national Vaccine Adverse Event Reporting System) აღრიცხული მონაცემების მიხედვით, გრიპის აცრის შემდეგ გიენ-ბარეს სინდრომის შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა 37-დან (1992-1993 წლებში) 74-მდე (1993-1994 წლებში). აღნიშნული შემთხვევების კვლევამ აჩვენა, რომ ორი სეზონისთვის ფარდობითი რისკის კორეგირებული მაჩვენებელი 1.7 მიუთითებდა ვაქცინირებულ 1 მილიონ ადამიანზე გიენ-ბარეს სინდრომის განვითარების 1 დამატებით შემთხვევაზე ოდნავ მეტს.[82] როგორც ჩანს, აღნიშნული რისკი ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე ბუნებრივი გრიპის ვირუსით ჯანმრთელობისთვის გამოწვეული საერთო რისკი.

  • გრიპის ვაქცინაციიდან 6 კვირაში გიენ-ბარეს სინდრომის განვითარების ფაქტი სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს, რადგან არსებობს გიენ-ბარეს სინდრომის განმეორებითი განვითარების რისკი. ამ შემთხვევებში გასათვალისწინებელია ვაქცინაციასთან დაკავშირებული რისკი და სარგებელი.[30]

მეორეული პრევენცია

ქიმიოპროფილაქტიკა შეიძლება განვიხილოთ მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, რომელთაც არ შეუძლიათ ვაქცინის მიღება უკუჩვენებების, ხელმისაწვდომობის პრობლემის ან ვაქცინის არაეფექტურობის გამო.[2]​​[110][111]​​ ნებისმიერი დაწესებულების, მაგალითად სამედიცინო მომსახურების მქონე ხანდაზმულთა სახლის რეზიდენტებს გრიპის ეპიდაფეთქების პირობებში, იმუნიზაციის სტატუსის მიუხედავად, უნდა ჩაუტარდეთ გრიპის საწინააღმდეგო ქიმიოპროფილაქტიკა.

ინფიცირებულ ინდივიდებთან ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკის მიზნით ეფექტურია როგორც ოსელტამივირის, ისე ზანამივირის ადრეულ ეტაპზე მიღება. [ Cochrane Clinical Answers logo ] ერთმა მეტაანალიზმა აჩვენა, რომ პროფილაქტიკის მიზნით გამოყენებულ ოსელტამივირს შეუძლია შეამციროს საყოფაცხოვრებო პირობებში სიმპტომური გრიპის გავრცელება.[122]

ბალოქსავირ მარბოქსილი ამჟამად დამტკიცებულია აშშ-ში გრიპის ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკისთვის 5 წლის და მასზე უფროსი ასაკის ინდივიდებისთვის, გრიპის მქონე პაციენტთან კონტაქტის შემდეგ. მე-3 ფაზის კვლევებში, ბალოქსავირის ერთჯერადი დოზა ეფექტური იყო გრიპის პროფილაქტიკაში გრიპის მქონე პაციენტების საოჯახო კონტაქტებში (როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში).[134][135] ბალოქსავირი რეკომენდებული არ არის მძიმე იმუნოსუპრესიის მქონე პირებში.​[111]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას