კვლევები
ენდეთ მითითებებს
ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:
Prévention de l’Influenzaავტორი: Groupe de travail Développement de recommandations de première ligneბოლო გამოქვეყნება: 2018Preventie van influenzaავტორი: Werkgroep Ontwikkeling Richtlijnen Eerste Lijn (Worel)ბოლო გამოქვეყნება: 20181-ად შესაკვეთი გამოკვლევები
კლინიკური დიაგნოზი
ტესტი
არ არსებობს გრიპისათვის დამახასიათებელი პათოგნომური ნიშნები და შემდგომი ტესტირება ნაჩვენებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კვლევის შედეგი სავარაუდოდ გავლენას მოახდენს დიაგნოზსა და მკურნალობის ტაქტიკაზე, ასევე დაავადებაზე ეპიდზედამხედველობის სისტემისთვის.[85]
შედეგი
ცხელებით მიმდინარე რესპირატორული ავადმყოფობა, რომელიც ვლინდება სეზონური გრიპის დადგენილი ეპიდაფეთქების დროს
გასათვალისწინებელი კვლევები
მოლეკულური კვლევები
ტესტი
მოიცავს სწრაფ მოლეკულურ ანალიზს, უკუ-ტრანსკრიფციის პოლიმერაზულ ჯაჭვურ რეაქციას (RT-PCR) და ნუკლეინის მჟავას ამპლიფიკაციის სხვა ტესტებს (NAATs).[85]
ამერიკის ინფექციური დაავადებათა საზოგადოება რეკომენდაციას უწევს სწრაფი მოლეკულური ანალიზის გამოყენებას გრიპის ვირუსების გამოსავლენად ამბულატორიულ პაციენტებში რესპირატორულ ნიმუშებში და RT-PCR ან სხვა მოლეკულური ანალიზების გამოყენებას ჰოსპიტალიზებული პაციენტების რესპირატორულ ნიმუშებში.[2]
რესპირატორული ნიმუშისთვის რეკომენდებულია ნაზოფარინგული ნიმუშები, რათა მოხდეს ვირუსის იზოლაცია.[2]
შედეგი
გრიპის ვირუსის დადგენა; ზოგიერთ მოლეკულურ ანალიზს შეუძლია გრიპის ვირუსის ტიპების და გრიპის A ვირუსის სპეციფიკური ქვეტიპების იდენტიფიცირება.
ანტიგენის დადგენის ტესტი
ვირუსული კულტურა
ტესტი
საბოლოო ტესტი ლაბორატორიული დიაგნოსტიკისთვის, მაგრამ შედეგების მიღებას სჭირდება 3-10 დღე, ამიტომ ხშირად არ გამოიყენება საწყისი კლინიკური მართვისთვის. აღნიშნული მეთოდი გამოიყენება სკრინინგ-ტესტების დასადასტურებლად და საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობის მიზნით.
ხელმოსაწვდომობის შემთხვევაში, სინჯარაში კულტივირებით (ცენტრიფუგირებით გაძლიერებული) შედეგების მიღების დრო 1-3 დღემდე მცირდება.[85]
მისაღები ნიმუშებია: ნაზოფარინგული ნაცხი, ნაზალური ლავაჟი, ბრონქული ლავაჟი, ცხვირის ასპირატი და ნახველი.[100]
შედეგი
გრიპის ვირუსის ან ვირუსის ანტიგენის დეტექცია
სეროლოგია
ტესტი
გამოავლენს A და B ტიპის გრიპის ვირუსს.
აფასებს წყვილი შრატის ნიმუშებს, რომლებიც აღებულია მწვავე (შეგროვებული ავადმყოფობის პირველ კვირას) და გამოჯანმრთელების (შეგროვებული მწვავე ნიმუშიდან 2-4 კვირაში) პერიოდებში.
დადებითი შედეგი მიუთითებს ახლახან არსებულ ინფექციაზე.
შედეგების მისაღებად შეიძლება საჭირო იყოს 2 ან მეტი კვირა.
არ არის რეკომენდებული ზუსტი კლინიკური გადაწყვეტილების მისაღებად.[85]
შედეგი
მწვავე და გამოჯანმრთელების ფაზებს შორის ანტისხეულების ტიტრი იმატებს 4-ჯერ ან მეტად
გულმკერდის რენტგენოგრაფია (რენტგენი)
ტესტი
უნდა გაკეთდეს პირველადი ვირუსული ან მეორეული ბაქტერიული პნევმონიის ეჭვის შემთხვევაში.
საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის რადიოგრაფიული ნიშნებია: წილოვანი კონსოლიდაცია, ინტერსტიციული ინფილტრატები და კავიტაციები.
ხშირად ითვლება, რომ წილოვანი კონსოლიდაცია მიანიშნებს ბაქტერიულ პნევმონიაზე, ხოლო ინტერსტიციული ინფილტრატები - Pneumocystis jirovecii-ით (ადრე ცნობილი იყო, როგორც P carinii) გამოწვეულ პნევმონიასა ან ვირუსულ პნევმონიაზე. თუმცა რადიოლოგებს მხოლოდ რადიოგრაფიული გამოვლინების საფუძველზე დაზუსტებით არ შეუძლიათ განასხვავონ ბაქტერიული პნევმონია არაბაქტერიულისგან.[101]
შედეგი
ნორმის ფარგლებშია გაურთულებელი შემთხვევების დროს; შეიძლება გამოვლინდეს ინფილტრატი, რაც შეესაბამება პნევმონიას გართულებულ შემთხვევებში.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას