მიდგომა
ენდეთ მითითებებს
ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:
Prévention de l’Influenzaავტორი: Groupe de travail Développement de recommandations de première ligneბოლო გამოქვეყნება: 2018Preventie van influenzaავტორი: Werkgroep Ontwikkeling Richtlijnen Eerste Lijn (Worel)ბოლო გამოქვეყნება: 2018მკურნალობის მთავარი მიზანია პაციენტის მხრივ, სიმპტომების სიმძიმისა და ხანგრძლივობის შემცირება და გართულებების პრევენცია. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დონეზე - გრიპის ეპიდაფეთქების პრევენცია ან კონტროლი და ეპიდემიის ან პანდემიის თავიდან აცილება. CDC: influenza (flu) Opens in new window
თუ მითითებულია ანტივირუსული მკურნალობა, იდეალურია მისი დაწყება გრიპის შესაძლო ან ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევის გამოვლენიდან პირველი 48 საათის განმავლობაში.
მკურნალობა რეკომენდებულია გრიპის გართულებების განვითარების მაღალი რისკის მქონე პირთათვის. თერაპია შეიძლება დაიწყოს სიმპტომების გამოვლენიდან 48 საათში. მკურნალობა შეიძლება განვიხილოთ 48 საათის შემდეგაც, თუ პაციენტს უგრძელდება სიმპტომები.
გრიპის გამო ჰოსპიტალიზებულ ყველა პაციენტს ესაჭიროება ანტივირუსული მკურნალობა.
გართულებების მაღალი რისკის არარსებობისას ანტივირუსული მკურნალობის დანიშვნა შესაძლებელია გრიპზე მაღალი ეჭვის ან დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში, სიმპტომების გამოვლენიდან 48 საათის განმავლობაში და მაშინაც კი, როცა პაციენტს სურს საკუთარი ავადმყოფობის ხანგრძლივობის შემცირება.
გართულებები შეიძლება ნებისმიერ პაციენტთან შეგვხვდეს და მისი განვითარების რისკის შეფასება არ არის ყოველთვის შესაძლებელი. ამიტომ მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება უფრო მეტად რთულია; თუმცა გართულებებისადმი უფრო მიდრეკილია არაერთი მაღალი რისკის ქვეჯგუფი. რისკის ჯგუფებია:[2]
პაციენტები ფილტვის (მათ შორის, ასთმა) ან გულის ქრონიკული დაავადებებით
შაქრიანი დიაბეტის, თირკმლის, ღვიძლის დაავადების, ქრონიკული ნევროლოგიური მდგომარეობების ან სუსტი იმუნიტეტის მქონე პაციენტები
სამედიცინო მომსახურების მქონე ხანდაზმულთა სახლების ან ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების პაციენტები
2 წლამდე ასაკის ბავშვები
მოზრდილები 65 წლის ასაკიდან
ორსულები.
ინფიცირებულ პირთან ექსპოზიციის შემდეგ რისკის მქონე პოპულაციებისთვის სარეზერვოა ანტივირუსული პროფილაქტიკა.[2][110][111]
შეერთებულ შტატებში, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები გამოსცემენ ინსტრუქციას გრიპის ტესტირებისა და მკურნალობის შესახებ, როდესაც გრიპი და SARS-CoV-2 ვირუსები ერთდროულად ცირკულირებენ.[85] რეკომენდაციები ტესტირების შესახებ შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა ადგილას და თქვენ უნდა მიმართოთ თქვენს ადგილობრივ სახელმძღვანელოს.
გაურთულებელი გრიპის ინფექცია
გაურთულებელი გრიპი მწვავე რესპირატორული ინფექციაა, რომელიც გამოწვეულია A ან B ტიპის გრიპის ვირუსით და როგორც წესი, თვითგანკურნებადია ზოგად მოსახლეობაში.[2] სიმპტომები, როგორც წესი, ალაგდება დაახლოებით 1 კვირაში; თუმცა, ხველა და დაღლილობა შეიძლება მეტხანს გაგრძელდეს.[112] მკურნალობის მიზანია დამხმარე მოვლა და რესპირატორული ტრაქტის ინფექციასთან დაკავშირებული სიმპტომების შემსუბუქება. აღნიშნული მკურნალობა ჩვეულებრივ მოიცავს სიცხის დამწევებს/ტკივილგამაყუჩებლებს ცხელებისთვის და დიდი რაოდენობით სითხის მიღებას დეჰიდრატაციის პრევენციისთვის. კოქრეინის ერთმა მიმოხილვამ დაადგინა, რომ ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება მწვავე რესპირატორული ინფექციების დროს სითხის მიღების მატების რეკომენდაციის სასარგებლოდ ან წინააღმდეგ. ობსერვაციული მონაცემები (ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში) ვარაუდობს, რომ ქვედა სასუნთქი გზების მწვავე რესპირატორული ინფექციების დროს სითხის მიღების გაძლიერებამ შეიძლება გაზარდოს სიმპტომური ჰიპონატრიემიის რისკი; საჭიროა რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევები.[113]
გართულებული გრიპის ინფექცია
გრიპის დროს შეიძლება გამოვლინდეს უფრო მძიმე, გართულებული ავადმყოფობა, რაც უფრო ხშირად დაკავშირებულია A , ვიდრე B ტიპის გრიპის ინფექციასთან.
ზედა რესპირატორული ტრაქტის ინფექციის გართულებებია შუა ყურის ანთება და ბაქტერიული სინუსიტი. ქვედა რესპირატორული ტრაქტის ინფექციის გართულებებია პირველადი ვირუსული პნევმონია და მეორეული ბაქტერიული პნევმონია.
აღნიშნული გართულებების მკურნალობა შეიძლება მოითხოვდეს უფრო აგრესიულ დამხმარე მოვლას, ხშირად საჭირო ხდება ჰოსპიტალიზაცია, ანტიბიოტიკოთერაპია და/ან ანტივირუსული მკურნალობა.
ჰოსპიტალიზაციის სიხშირე ყველაზე მაღალია ჩვილებში, 65 წელზე უფროსი ასაკის პირებსა და პაციენტებში, ქრონიკული (კლინიკური) მდგომარეობებით. გრიპთან დაკავშირებული სიკვდილობის 90%-ზე მეტი გვხვდება 65 წელზე უფროსი ასაკის პირებში.[14]
ანტივირუსული მკურნალობა გრიპის ინფექციის ადრეულ სტადიაზე
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC) რეკომენდაციას უწევს ანტივირუსულ მკურნალობას რაც შეიძლება მალე, იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დადასტურებული ან შესაძლო გრიპი და მძიმე, გართულებული ან პროგრესირებადი ავადმყოფობა, ან მათთვის, ვისაც ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია, ასევე გართულებების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში.[2][111] მიუხედავად იმისა, რომ ანტივირუსული პრეპარატები აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტოს (FDA) მიერ დამტკიცებულია გაურთულებელი მწვავე ავადმყოფობის სამკურნალოდ, გაიდლაინების მიხედვით აღნიშნული მედიკამენტები რეკომენდებულია გართულებული ავადმყოფობისთვის და გართულებების რისკის მქონე პირებისთვის. ადგილობრივი გაიდლაინები განსხვავდება, ამიტომ საჭიროა მათი გაცნობა.[114]
ნეირამინიდაზას ინჰიბიტორები (ზანამივირი, ოსელტამივირი და პერამივირი) აქტიურია როგორც A, ისე B ტიპის გრიპის ვირუსის საწინააღმდეგოდ.[111][115][116][117][118] სხვამხრივ ჯანმრთელ მოზრდილებში ოსელტამივირსა და ზანამივირს აქვს მცირედ გამოხატული ეფექტიანობა გრიპის სიმპტომების წინააღმდეგ.[119]
[ ]
ის ფართოდ იყო გამოყენებული 2009 წლის A/H1N1 გრიპის მკურნალობისას.[115][120][121][122] თუმცა, ცხარე დებატები მიმდინარეობდა ოსელტამივირის გამოყენების თაობაზე და სხვამხრივ ჯანმრთელ მოზრდილებსა და ბავშვებში ამ მედიკამენტის ფონზე გართულებების შემცირების საკითხზე.[115][123][124][125] მეტაანალიზების შედეგებმა აჩვენა, რომ გრიპის მქონე მოზრდილებში ოსელტამივირი მცირედ აქვეითებს საჭირო დროს კლინიკური სიმპტომების შემსუბუქებამდე , მაგრამ ზრდის გულისრევისა და ღებინების ინციდენტობას.[122][126] გაურკვეველი იყო ეფექტი სიკვდილობის და გართულების მაჩვენებლებზე.[122][127] ობსერვაციული კვლევებით ნაჩვენებია, რომ სეზონური გრიპის გამო ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში ოსელტამივირმა შეიძლება შეამციროს სიკვდილობა.[128]
აღწერილია, რომ პერორალური ოსელტამივირი და საინჰალაციო ზანამივირი ამცირებს გრიპის ავადმყოფობის ხანგრძლივობას იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობა სიმპტომების გამოვლენიდან 48 საათში დაიწყება. ეს ეფექტი ვლინდება როგორც 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, ისე მოზრდილებში.[111][117][129] მკურნალობის სარგებელი ყველაზე დიდია, როცა მედიკამენტის მიღება იწყება სიმპტომების გამოვლენიდან პირველ 24-30 საათში.[130][131] დიდი ეპიდზედამხედველობის ქსელის მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ ადრეული ანტივირუსული მკურნალობა ოსელტამივირით ასოცირებული იყო გრიპით ჰოსპიტალიზებულ ბავშვებში ჰოსპიტალიზაციის უფრო ხანმოკლე საჭიროებასთან.[132]
აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრების რეკომენდაციები ანტივირუსული მკურნალობისთვის არის:[111]
ჰოსპიტალიზებული პაციენტები საეჭვო ან დადასტურებული გრიპით იწყებენ მკურნალობას პერორალური ან ნაწლავში შეყვანილი ოსელტამივირით რაც შეიძლება მალე.
ამბულატორიული პაციენტები გართულებების ან პროგრესირებადი დაავადების ფონზე და საეჭვო ან დადასტურებული გრიპის შემთხვევაში (მაგ., პნევმონია, ან ქრონიკული დაავადების გამწვავება) რაც შეიძლება მალე იწყებენ მკურნალობას პერორალური ოსელტამივირით.
საეჭვო ან დადასტურებული გაურთულებელი გრიპის მქონე ამბულატორიულ პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ პერორალური ოსელტამივირი, ინჰალაციური ზანამივირი, ინტრავენური პერამივირი ან პერორალური ბალოქსავირი მარბოქსილი, დამტკიცებული ასაკობრივი ჯგუფებისა და უკუჩვენებების მიხედვით.
ოსელტამივირი და ზანამივირი უნდა დაინიშნოს სიმპტომების გამოვლენიდან 2 დღის განმავლობაში და გაგრძელდეს 5 დღის ხანგრძლივობით. პერამივირი გამოიყენება ერთჯერადი ინტრავენური დოზით, სიმპტომების გამოვლენიდან 2 დღის განმავლობაში.[2][111] პერამივირი შეიძლება რეკომენდებული იყოს პაციენტებისთვის, რომლებიც ვერ იღებენ პერორალურ ან საინჰალაციო ნეირამინიდაზას ინიჰიბიტორებს.
ოსელტამივირს, როგორც წესი, მოზრდილებში კარგი ამტანობა ახასიათებს, მაგრამ ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს ღებინება. მოზრდილებში რესპირატორული გართულებების შემცირების კუთხით, ოსელტამივირთან შედარებით, ზანამივირისთვის ნაკლები მტკიცებულება არსებობს.
2006 წლის ნოემბერში გამოიცა შეტყობინება მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ, რომელშიც აღწერილი იყო ოსელტამივირის ფონზე თვითდაზიანებისა და დელირიუმის შემთხვევები. შეტყობინებაში ნათქვამია, რომ გრიპით დაავადებულები, განსაკუთრებით ბავშვები, ოსელტამივირის მიღების შემდეგ შეიძლება იყვნენ თვითდაზიანებისა და კონფუზიის გაზრდილი რისკის ქვეშ, ამიტომ საჭიროა უჩვეულო ქცევაზე ინტენსიური მეთვალყურეობა.
ზანამივირის ინტრავენური ფორმულირება დამტკიცებულია ევროპაში გართულებული და სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში გრიპის სამკურნალოდ ≥6 თვის ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში. აღნიშნული ნაჩვენებია იმ პაციენტებისთვის, რომელთათვისაც გრიპის სამკურნალო სხვა საშუალებები, როგორიცაა მაგ., ზანამივირის საინჰალაციო ფორმა, შეუსაბამოა და/ან ვლინდება გრიპის ვირუსის დადასტურებული ან სავარაუდო რეზისტენტობა სხვა მედიკამენტებისადმი. ადგილობრივი ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს. ის არ არის ხელმისაწვდომი აშშ-ში.
ორსულებს, რომელთაც გრიპის გამო აღენიშნებათ გაურთულებელი ავადმყოფობა და მათ, ვისაც სისტემური დაავადების ნიშნები არ აქვთ, შეიძლება ვუმკურნალოთ ოსელტამივირით.[2][33][111] 1 წლამდე ასაკის ბავშვებს, სეზონური გრიპის სიმპტომებით მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ ოსელტამივირით.[111]
ბალოქსავირ მარბოქსილი, პოლიმერაზული მჟავა ენდონუკლეაზას ინჰიბიტორი, აქტიურია როგორც A, ასევე B ტიპის გრიპის წინააღმდეგ. აშშ სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) დაამტკიცა ბალოქსავირ მარბოქსილი მწვავე გაურთულებელი გრიპის სამკურნალოდ პაციენტებში, 5 წლის ასაკიდან, რომელთაც აღენიშნებათ სიმპტომები 48 საათამდე პერიოდის განმავლობაში, ასევე სხვამხრივ ჯანმრთელ პირებში ან გრიპის გართულებების მაღალი რისკის მქონე ჯგუფებში. ევროპაში ბალოქსავირ მარბოქსილი დამტკიცებულია 1 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებისთვის. გართულებების განვითარების მაღალი რისკის მქონე მოზრდილებში და მოზარდებში, ბალოქსავირ მარბოქსილმა აჩვენა უმაღლესი ეფექტურობა პლაცებოსთან შედარებით და ოსელტამივირის მსგავსი ეფექტურობა რისკის შესამცირებლად.[133] ბალოქსავირი რეკომენდებული არ არის მძიმე იმუნოსუპრესიის მქონე პირებში.[111]
M2 ინჰიბიტორები -ამანტადინი და რიმანტადინი აქტიურია მხოლოდ A გრიპის საწინააღმდეგოდ.
[ ]
[
]
რეზისტენტობის მაღალი დონის გამო, ისინი არ არის რეკომენდებული ანტივირუსული მკურნალობისთვის ან პროფილაქტიკისთვის.
რეზისტენტული იზოლატების სიჭარბის გამო, სეზონური რეზისტენტობის დამახასიათებელი სურათის გათვალისწინებით ექიმებმა რჩევა უნდა მიიღონ ადგილობრივი ორგანოებისგან ანტივირუსული პრეპარატების თაობაზე.[111]
ექსპოზიციის შემდგომი ანტივირუსული ქიმიოპროფილაქტიკა
გასათვალისწინებელია ჩამოთვლილ შემთხვევებში:[2][110][111]
გრიპის გართულებების მაღალი რისკის მქონე პირები; იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფობა ვაქცინაციიდან ხანმოკლე დროში, ადეკვატური იმუნური პასუხის განვითარებამდე გამოვლინდა.
პირები, რომლებთანაც აცრა უკუნაჩვენებია. ეს შეიძლება მოიცავდეს ანაფილაქსიას კვერცხზე ან ალერგიას ვაქცინის სხვა კომპონენტებზე, ფებრილურ ავადმყოფობას ან გიენ-ბარეს სინდრომის ანამნეზს წინა ვაქცინის მიღებიდან 6 კვირის განმავლობაში.
პირები, რომლებსაც არ გაუკეთებიათ აცრა, მაგრამ გამოუვლინდათ მწვავე რესპირატორული სიმპტომები გრიპის დადგენილი ეპიდაფეთქების განმავლობაში.
აუცრელი პირები, რომლებიც გრიპის ეპიდაფეთქების მიმდინარეობისას მჭიდრო კონტაქტში იყვნენ გრიპის გართულების განვითარების მაღალი რისკის მქონე პირებთან.
ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ან სამედიცინო მომსახურების მქონე მოხუცთა სახლების ყველა რეზიდენტი, მათ შორის უკვე აცრილებიც, თუ გრიპის ეპიდაფეთქება დაფიქსირდა მათ საზოგადოებაში. [
]
ინდივიდები, გრიპის ყველაზე მძიმე გართულებების, მათ შორის სიკვდილის რისკით. აღნიშნულს შეიძლება მიეკუთვნებოდნენ იმუნოკომპრომისული პირები.
გრიპის გართულებების განვითარების მაღალი რისკის მქონე ინდივიდები, რომლებმაც ვერ შეძლეს ვაქცინის მიღება მისი დეფიციტის გამო.
ინფიცირებულ ინდივიდებთან ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკის მიზნით ეფექტურია როგორც ოსელტამივირის, ისე ზანამივირის ადრეულ ეტაპზე მიღება.
[ ]
ერთმა მეტაანალიზმა აჩვენა, რომ პროფილაქტიკის მიზნით გამოყენებულ ოსელტამივირს შეუძლია შეამციროს საყოფაცხოვრებო პირობებში სიმპტომური გრიპის გავრცელება.[122] ბალოქსავირ მარბოქსილი დამტკიცებულია აშშ-ში ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკისთვის 5 წელზე უფროსი ასაკის და ევროპაში 1 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის. მე-3 ფაზის კვლევებში, ბალოქსავირის ერთჯერადი დოზა ეფექტური იყო გრიპის პროფილაქტიკაში გრიპის მქონე პაციენტების საოჯახო კონტაქტებში (როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში).[134][135]
ანტიბიოტიკოთერაპია
ანტიბიოტიკოთერაპია შეიძლება საჭირო გახდეს მწვავე გრიპის ზოგიერთი ისეთი გართულებისთვის, როგორიცაა ბაქტერიული პნევმონია, სინუსიტი ან შუა ყურის ანთება.
მეორეული ბაქტერიული პნევმონია გრიპის მნიშვნელოვანი გართულებაა, რომელზეც მოდის სეზონურ გრიპთან დაკავშირებული ყველა სიკვდილობის დაახლოებით 25%.[98] ყველაზე გავრცელებული პნევმონიასთან ასოცირებული ბაქტერია, გრიპის ვირუსის კოინფექციასთან კონტექსტში არის Streptococcus pneumoniae, Staphylococcus aureus და Haemophilus influenzae. ანტიბიოტიკები უნდა მოქმედებდეს აღნიშნულ მიკროორგანიზმებზე.[2]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას