შემთხვევის ანამნეზი
ენდეთ მითითებებს
ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:
Prévention de l’Influenzaავტორი: Groupe de travail Développement de recommandations de première ligneბოლო გამოქვეყნება: 2018Preventie van influenzaავტორი: Werkgroep Ontwikkeling Richtlijnen Eerste Lijn (Worel)ბოლო გამოქვეყნება: 2018შემთხვევის ანამნეზი #1
30 წლის ქალი, რომელმაც მოგმართათ ზამთრის თვეებში, 2 დღეა უჩივის ცხელებას, ხველას, თავის ტკივილს და ზოგად სისუსტეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩვეულებრივი იყო სიმპტომების უეცარ გამოვლინებამდე. ამ ზამთრის განმავლობაში მან გადაიტანა რამდენიმე ვირუსული ავადმყოფობა, რომელიც არ იყო მძიმე მიმდინარეობის. პაციენტი აღნიშნავს, რომ მისი თანამშრომლები ავად იყვნენ. ამ სეზონზე მას არ ჩატარებია გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
შემთხვევის ანამნეზი #2
12 თვის ჩვილი ზამთრის თვეებში მიიყვანეს პედიატრთან. ჩვილს 2 დღეა აქვს ცხელება 38.9°C (102°F), ტაქიპნოე, კონიუნქტივის ერითემა და ცხვირის გაჭედვა უფერული გამონადენით. აღნიშნულ სიმპტომებს თან დაერთო მადის დაკარგვა და ღებინების ერთი ეპიზოდი. გრიპის შემთხვევები ახლახან დაფიქსირდა მათი საცხოვრებელი ადგილის მახლობლად. მშობლები ღელავენ, რადგან ანამნეზში კვერცხზე მძიმე ფორმის ალერგიის გამო ბავშვს არ ჩატარებია ვაქცინაცია.
სხვა გამოვლინებები
სეზონური გრიპი იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს უსიცხოდ, ზედა სასუნთქი გზების ავადმყოფობით, რაც უფრო დამახასიათებელია გაციებისთვის ან შეიძლება უფრო ცხელებითა და მიალგიით, ასევე რამდენიმე რესპირატორული სიმპტომით გამოვლინდეს.[2] მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში (მაგ. გულის ან ფილტვის ქრონიკული დაავადებებით, შაქრიანი დიაბეტით, თირკმლის დაავადებით, ჰემოგლობინოპათიით, იმუნოსუპრესიული მდგომარეობით, ასევე ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში მცხოვრებ პირებს, 50 წელზე უფროსი ასაკის ინდივიდებს ან ორსულობის მესამე ტრიმესტრში) შეიძლება გამოვლინდეს პირველადი ვირუსული ან მეორეული ბაქტერიული პნევმონია.[3] პირველადი ვირუსული პნევმონიის დამახასიათებელი ნიშნებია: პერსისტენტული ცხელება ან მისი გაუარესება ქოშინთან ან სუნთქვის დარღვევის სხვა სიმპტომებთან ერთად.[4] მეორეული ბაქტერიული პნევმონია საეჭვოა, თუ საწყისი სიმპტომების გაუმჯობესებას შემდეგ მოჰყვება ცხელების რეციდივი პროდუქტიული ხველითა და ქოშინით. გულმკერდის რენტგენმა შეიძლება დაადასტუროს ფილტვის ინფილტრატები.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას