მიდგომა

ენდეთ მითითებებს

ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:

Prévention de l’Influenzaავტორი: Groupe de travail Développement de recommandations de première ligneბოლო გამოქვეყნება: 2018Preventie van influenzaავტორი: Werkgroep Ontwikkeling Richtlijnen Eerste Lijn (Worel)ბოლო გამოქვეყნება: 2018

გრიპის ეპიდფეთქება ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მეტწილად ვითარდება დეკემბრიდან მარტამდე, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში - მაისსა და სექტემბერს შორის. გრიპის სეზონურობა ნაკლებად კარგად არის განსაზღვრული ტროპიკულ ქვეყნებში.[83][84]​ ადგილობრივი საზოგადოების/თემის ცოდნა დაავადების აქტივობის შესახებ მნიშვნელოვანია გრიპის განვითარების ალბათობის შეფასებისთვის. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC) ყოველკვირეულად აქვეყნებს გრიპის ეპიდზედამხედველობის მონაცემებს აშშ-თვის. CDC: FluView - weekly influenza surveillance report Opens in new window ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ასევე თვალს ადევნებს და აღრიცხავს გრიპის ინციდენტობის მაჩვენებელს. WHO: influenza update Opens in new window

როგორც წესი, დიაგნოზის დასმა ხდება კლინიკურად საზოგადოებაში დაფიქსირებული ეპიდაფეთქების განმავლობაში. განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროებათ პაციენტებს, გართულებების მაღალი რისკით, მათ შორის, ფილტვის, გულის ან თირკმლის ქრონიკული დაავადების ანამნეზით, ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებს, ხანდაზმულებს.[16]​ გრიპზე კვლევა უნდა ჩატარდეს იმ შემთხვევაში, თუ ის გავლენას მოახდენს ანტივირუსული თერაპიის დაწყების, დამატებითი დიაგნოსტიკური ტესტების ჩატარების, ინფექციის კონტროლის ზომების მიღების, ასევე გრიპის ვირუსის ცირკულაციაზე მონიტორინგის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე.[85]​ შეერთებულ შტატებში, CDC-მ მოგვაწოდა ინსტრუქცია გრიპის ტესტირებისა და მკურნალობის შესახებ, როდესაც გრიპი და SARS-CoV-2 ვირუსები ერთდროულად ცირკულირებენ.[85]​ რეკომენდაციები ტესტირების შესახებ შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა ადგილას და თქვენ უნდა მიმართოთ თქვენს ადგილობრივ სახელმძღვანელოს.

ანამნეზი და გასინჯვა

გრიპი ყველაზე ხშირად ვლინდება, როგორც მწვავე რესპირატორული ავადმყოფობა ზამთრის სეზონზე. ტროპიკულ ქვეყნებში სეზონური მიმდინარეობა კარგად არ არის გამოხატული.[83][84] დაახლოებით 2 დღიანი ინკუბაციური პერიოდის შემდეგ უეცრად ვლინდება მაღალი ცხელება, შეციება, თავის ტკივილი და მიალგია. აღიშნული სისტემური სიმპტომები შეიძლება დაკავშირებული იყოს ზედა და ქვედა სასუნთქი გზების იმ სიმპტომებთან, რაც გაციების მსგავსია, მაგ. ხველა და ყელის ტკივილი.[86] გრიპის ვირუსის გამოყოფა პიკს აღწევს ავადმყოფობის 48 საათზე. გაურთულებელი შემთხვევების უმეტესობა უკუგანვითარდება 1 კვირაში.[87] გრიპი როგორც წესი, არ ვლინდება პირველადი გასტროინტესტინური ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა გულისრევა და ღებინება, გამონაკლისია ბავშვებში. დიარეა იშვიათია გრიპის დროს და მიუთითებს ვირუსულ გასტროენტერიტზე. მიუხედავად იმისა, რომ არ არის გამოწვეული გრიპით, ამ დაავადებებს ჩვეულებრივ ნაწლავების/კუჭის გრიპად მოიხსენიებენ.

გრიპის დადგენილი ეპიდაფეთქების განმავლობაში ნებისმიერი პირი, მწვავე ცხელებითა და რესპირატორული სიმპტომებით უნდა განიხილებოდეს შესაძლო გრიპის მქონედ. თუმცა, თუ პაციენტი დაუცველი იყო გრიპის ვირუსისგან ან არსებობს დაავადების სწრაფად გავრცელების სიტუაცია (მაგ., საერთაშორისო მოგზაურობა, კრუიზი), გრიპის დიაგნოზი უნდა განიხილებოდეს წლის ნებისმიერ დროს.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს გრიპის აშკარა პათოგნომური ნიშნები, ის აზიანებს ზედა და ქვედა რესპირატორულ ტრაქტს და თან ახლავს სისტემური სიმპტომები. ცხელება, თავის ტკივილი, მიალგია და დაღლილობა ხშირად ასოცირებულია ზედა სასუნთქი გზები ისეთ სიმპტომებთან, როგორიცაა ყელის ტკივილი და ქვედა სასუნთქი ტრაქტის ისეთ სიმპტომებთან, როგორიცაა ხველა.[88] გრიპის მქონე ყველა პაციენტს არ აღენიშნება ეს სიმპტომები და ვისთანაც ვლინდება, ყველას არ აქვს გრიპი. გრიპის ინფექციის გამოვლინება ასევე დამოკიდებულია პაციენტის ასაკსა და ანამნეზში ჩატარებულ იმუნიზაციაზე.[86][88]

გრიპის სპორადული შემთხვევების კუთხით, შეიძლება რთული იყოს გრიპის კლინიკურად დიფერენცირება სხვა რესპირატორული ვირუსებით გამოწვეული ინფექციებისგან. ამ პირობებში გრიპის ვირუსის ინფექციაზე შეიძლება მოდიოდეს ასეთი შემთხვევების მხოლოდ მცირე რაოდენობა.

კლინიკური ნიშნები დამხმარეა, თუმცა ვერ დაადასტურებს ან ვერ გამორიცხავს გრიპის დიაგნოზს.[86] გასინჯვით შესაძლებელია არასპეციფიკური ნიშნების მოძებნა, რადგან გასინჯვით მიღებული მონაცემები გაურთულებელი გრიპის შემთხვევაში ზოგადად მცირეა. პაციენტი შეიძლება იყოს ცხელი, სახეშეწითლებული, ჰქონდეს ჰიპერემიული პირ-ხახა. შეიძლება უჩიოდეს ყელის ძლიერ ტკივილს. შეიძლება გამოვლიდეს კისრის მსუბუქი ლიმფადენოპათია, რაც უფრო ხშირია ახალგაზრდა პაციენტებში.

ლაბორატორიული კვლევები

საეჭვო გრიპის კლინიკური დიაგნოზის დასადასტურებლად, როგორც წესი, არ არის საჭირო დიაგნოსტიკური ტესტირება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადგილობრივ საზოგადოებაში გრიპის აქტივობის მომატება ნათელია. აშშ-ში ტესტირება რეკომენდებულია ყველა ჰოსპიტალიზებული პაციენტისთვის გრიპის ნიშნებით და სიმპტომებით და რეკომენდებულია ამბულატორიული პაციენტებისთვის, თუ ტესტის შედეგები გავლენას მოახდენს კლინიკურ მართვაზე, მაგალითად, ანტივირუსული მკურნალობის ან ანტიბიოტიკოთერაპიის გამოყენება, შემდგომი დიაგნოსტიკური ტესტების საჭიროება, სახლში მოვლის გათვალისწინება ან გრიპის გართულებების მაღალი რისკის მქონე პირთათვის.[2][85]

ხელმისაწვდომი დიაგნოსტიკური ტესტები მოიცავს მოლეკულურ ანალიზებს (სწრაფი მოლეკულური ანალიზები, უკუტრანსკრიფციის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია [RT-PCR], სხვა ნუკლეინის მჟავის ამპლიფიკაციის ტესტები [NAATs]), ანტიგენის გამოვლენის ტესტები (სწრაფი გრიპის დიაგნოსტიკური ტესტები, იმუნოფლუორესცენციული კულტურების ანალიზი) და სეროლოგია.[2][85][89][90][91]

რესპირატორული ნიმუშისთვის რეკომენდებულია ნაზოფარინგული ნიმუშები, რათა მოხდეს ვირუსის იზოლაცია.[2] ნაზოფარინგული ნიმუშები უფრო ეფექტურია, ვიდრე ხახის ნაცხი. ამერიკის ინფექციური დაავადებათა საზოგადოება რეკომენდაციას უწევს სწრაფი მოლეკულური ანალიზის გამოყენებას გრიპის ვირუსების გამოსავლენად ამბულატორიულ პაციენტებში რესპირატორულ ნიმუშებში და RT-PCR ან სხვა მოლეკულური ანალიზების გამოყენებას ჰოსპიტალიზებული პაციენტების რესპირატორულ ნიმუშებში.[2] ვირუსული კულტურა რჩება საბოლოო ტესტად, მაგრამ არ გამოიყენება საწყისი კლინიკური მენეჯმენტისთვის, რადგან შედეგებს შეიძლება დასჭირდეს 3-დან 10 დღემდე. აღნიშნული მეთოდი გამოიყენება სკრინინგის ტესტების დასადასტურებლად და საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობისთვის. კულტურის იზოლატები გვაძლევს სპეციფიკურ ინფორმაციას მოცირკულირე შტამებისა და გრიპის ვირუსის ქვეტიპებთან დაკავშირებით. ვირუსული იზოლატებით ასევე შეიძლება ინფორმაციის მიღება ანტივირუსული რეზისტენტობის გაჩენისა და ახალი A გრიპის ვირუსის ქვეტიპების განვითარების შესახებ, რაც შეიძლება იყოს პანდემიის პოტენციური გამომწვევი მიზეზი. ზოგიერთ მოლეკულურ ანალიზს შეუძლია გრიპის ვირუსის ტიპების და გრიპის A ვირუსის სპეციფიკური ქვეტიპების იდენტიფიცირება.[2] სწრაფი მოლეკულური ტესტები 66%-დან 99%-მდე მგრძნობიარეა და 55%-დან 99%-მდე სპეციფიკური, ვირუსის ტიპის მიხედვით.[2] გრიპის სწრაფ სადიაგნოსტიკო ტესტებს (ანტიგენის გამოვლენა) აქვთ მგრძნობელობის ფართო სპექტრი (10%-დან 70%-მდე), თუმცა სპეციფიკურობა მაღალია (90%-დან 99%-მდე).[2]

გრიპის რუტინული სეროლოგიური ანალიზისთვის საჭიროა მწვავე და გამოჯანმრთელების ფაზის შრატის ნიმუშები. არ არის რეკომენდებული ზუსტი კლინიკური გადაწყვეტილების მისაღებად.[85]

პნევმონია

თუ პაციენტს აქვს ფონური ქრონიკული (კლინიკური) მდგომარეობა ან განეკუთვნება მაღალი რისკის კატეგორიას, გასათვალისწინებელია ვირუსული ან ბაქტერიული პნევმონია. ასეთი პაციენტები აღნიშნავენ სიმპტომების მუდმივობას, რაც გრძელდება უფრო მეტხანს, ვიდრე ეს საჭიროა გაურთულებელი გრიპის კუპირებისთვის. შეიძლება გამოვლინდეს მაღალი ცხელება, ძლიერი ხველა და ქოშინი. თუ ცხელება და ხველა (ჩირქოვანი ნახველით) დამძიმდა, ყველაზე სავარაუდოა მეორეული ბაქტერიული პნევმონია. გულმკერდის რენტგენი ადასტურებს ინფილტრატებს.

დიაგნოზი ბავშვებში

ხშირია ზედა და/ან ქვედა რესპირატორული ტრაქტის ნიშნები და სიმპტომები, მაგრამ ბავშვებში გრიპი შეიძლება სხვადასხვაგვარად გავლინდეს, რაც დამოკიდებულია ასაკსა და წინა ექსპოზიციაზე.

გრიპის ვირუსის გაურთულებელი ინფექციის დამახასიათებელი სიმპტომები ხშირად სახეზეა და მოიცავს უეცრად დაწყებულ ცხელებას, თავის ტკივილს, მიალგიას და შეუძლოდ ყოფნას, რაც დაკავშირებულია რესპირატორული ტრაქტის ისეთ ავადმყოფობასთან, როგორიცაა, ხველა, ყელის ტკივილი, რინიტი.

თუმცა, მცირეწლოვან ბავშვებს ხშირად უჭირთ ისეთი სიმპტომების გამოხატვა, როგორიცაა მიალგია და თავის ტკივილი. ხველა და ცხელება შეიძლება იყოს ნაკლებად გამოხატული სიმპტომები მცირეწლოვან ბავშვებში, ან მათ შეიძლება ჰქონდეთ უფრო მაღალი სიცხე, ვიდრე ზრდასრულ პაციენტებს, ფებრილური გულყრები და უფრო მეტი ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (მაგ., გულისრევა და ღებინება, ცუდი მადა).[92][93][94] ავადმყოფობის დასაწყისში რესპირატორული სიმპტომები შეიძლება ნაკლებად იყოს გამოხატული ბავშვებში, ვიდრე მოზარდებსა და მოზრდილებში.[92]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას