ეტიოლოგია

ენდეთ მითითებებს

ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:

Prévention de l’Influenzaავტორი: Groupe de travail Développement de recommandations de première ligneბოლო გამოქვეყნება: 2018Preventie van influenzaავტორი: Werkgroep Ontwikkeling Richtlijnen Eerste Lijn (Worel)ბოლო გამოქვეყნება: 2018

სეზონური გრიპის ვირუსი მიეკუთვნება ორთომიქსოვირუსების ოჯახს. მას აქვს სეგმენტირებული, ერთძაფიანი რნმ გენომი, რომელიც ანტიგენური განსხვავების საფუძველზე კლასიფიცირდება A, B და C ტიპის ვირუსებად. რნმ აკოდირებს ხუთ სტრუქტურულ და სამ არასტრუქტურულ ცილას. M ცილა და NP ნუკლეოპროტეინის ელემენტები გამოიყენება ვირუსის A, B და C ტიპებად კლასიფიცირებისთვის. დაავადების პათოგენეზში მნიშვნელოვანია ვირუსის სტრუქტურის სხვა ელემენტები, კერძოდ, ჰემაგლუტინინი (H ანტიგენი) და ნეირამინიდაზა (N ანტიგენი). H ანტიგენი საჭიროა ვირუსის უჯრედთან დასაკავშირებლად და უჯრედში შესასვლელად. N ანტიგენი ხელს უწყობს მომწიფებულ ვირუსს, რათა თავი დააღწიოს უჯრედს.

სეზონური გრიპის ვირუსის A და B ტიპი ასევე დაყოფილია რამდენიმე ქვეტიპად. აღნიშნული ქვეტიპები განისაზღვრება ვირუსის გარსის ზედაპირზე არსებული H და N ანტიგენებით. არსებობს H ანტიგენის 3 ანტიგენური (H1, H2, H3) და N ანტიგენის 2 ანტიგენური ქვეტიპი (N1, N2), სხვადასხვა კომბინაციით. H ან N ანტიგენის ერთი ქვეტიპის ანტისხეულები არ რეაგირებს H ან N ანტიგენის სხვა ტიპთან.

C გრიპის ვირუსი არ არის დაკავშირებული ეპიდემიასა ან პანდემიასთან და მხოლოდ მსუბუქ დაავადებას იწვევს. A გრიპის ვირუსი პასუხისმგებელია ხშირ (როგორც წესი, ყოველწლიურ) ლოკალურ ეპიდაფეთქებაზე ან უფრო ფართომასშტაბიან ეპიდემიაზე, რომელიც სხვადასხვა ინტენსივობით ხასიათდება და ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ გვხვდება. შეიძლება ზოგჯერ გამოიწვიოს პანდემიაც. B გრიპის ვირუსი ეპიდაფეთქებას იწვევს დაახლოებით 4 წელიწადში ერთხელ. დაავადება, ჩვეულებრივ, უფრო მსუბუქია, ვიდრე A გრიპის შემთხვევაში.[12] ეპიდემია, როგორც წესი, გვხვდება შემოდგომის ბოლოდან გაზაფხულის დასაწყისამდე.

გრიპის ყოველ სეზონზე საჭიროა ახალი ვაქცინები, რადგან გრიპის ვირუსის შემადგენელ ცილებში მცირე წერტილოვანი მუტაციები იწვევს ანტიგენურ დრიფტს. უფრო დიდი ცვლილებები, რის შედეგადაც იქმნება ახალი ჰემაგლუტინინი ან ნეირამინიდაზას ცილები, იწვევს ანტიგენურ შიფტს და შეიძლება გამოიწვიოს პანდემია. გრიპის ვირუსზე საუბრისას გამოყენებული სპეციალური ტერმინოლოგია მოიცავს გრიპის ვირუსის ტიპს, პირველად აღმოჩენის ადგილს და პირველად აღმოჩენის წელს.

პათოფიზიოლოგია

სეზონური გრიპის ვირუსი გადაეცემა ინფიცირებულის რესპირატორული წვეთებით, რომელიც აეროზოლის მდგომარეობაში გადადის ხველის, ცემინების ან საუბრის დროს. უფრო იშვიათად, ტრანსმისია შეიძლება ფომიტებთან კონტაქტმაც განაპირობოს.[5]

ვირუსი ემაგრება და შედის ტრაქეობრონქული ცილიური ეპითელიუმის ზედაპირზე, რისთვისაც იყენებს ვირუსული ზედაპირის ჰემაგლუტინინს (H ანტიგენი). შემდეგ ხდება ვირუსის რეპლიკაცია. ვირუსის გამოყოფის პიკი ფიქსირდება ექსპოზიციიდან 48-72 საათში. შემდეგ მცირდება და 10 დღის განმავლობაში ვირუსი აღარ გამოიყოფა. ბავშვებსა და იმუნოკომპრომისულ პაციენტებში ვირუსის გამოყოფა და გავრცელება შეიძლება რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს.[13]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას