კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
FBC
ტესტი
სისხლის საერთო ანალიზი (FBC) ლეიკოციტური ფორმულით და ლიმფოციტების აბსოლუტური რაოდენობა (ALC) საეჭვო SCID-ის მქონე პაციენტების საწყისი ლაბორატორიული კვლევებია.
სისხლის რუტინულ საერთო ანალიზში ლიმფოპენიის არსებობამ ეჭვი უნდა აღძრას მძიმე კომბინირებულ იმუნოდეფიციტზე.
ALC რაოდენობა გამოითვლება ლიმფოციტების პროცენტული მაჩვენებლის გამრავლებით ლეიკოციტების აბსოლუტურ რაოდენობაზე.
ლიმფოციტების რაოდენობა (ACL) <3000 უჯრ/მმ^3 არის ზღვრული მაჩვენებელი, რომელიც პაციენტების SCID-ზე გამოკვლევის საჭიროების განსასაზღვრად გამოიყენება.[38]
დედის ორგანიზმიდან ლიმფოციტების ტრანსპლაცენტური მიგრაციის, გენების ნაწილობრივ ფუნქციური ექსპრესიის (მაგ:. ჰიპომორფული SCID) ან ლიმფოციტურ პოპულაციაში B უჯრედების დომინირების (მაგ:. T-B+ SCID) შემთხვევაში ACL შეიძლება ნორმის ფარგლებში იყოს.
შედეგი
ALC <3000 უჯრედი/მმ³
გამდინარე ციტომეტრია
ტესტი
SCID-ის დიაგნოსტირებისა და ლიმფოციტების ფენოტიპის მიხედვით პაციენტების კლასიფიცირებისთვის უნდა გაკეთდეს ფლოუციტომეტრია. ეს არის საწყისი დიაგნოსტიკური ტესტი საეჭვო SCID-ის მქონე ყველა პაციენტისთვის.[2][4]
ფლოუციტომეტრიით ითვლიან პერიფერიულ სისხლში უჯრედების და მათი ქვეტიპების რაოდენობას (ე.ი. CD4+ T უჯრედები, CD8+ T უჯრედები), მეხსიერების T უჯრედების (CD4+CD45RO+), B უჯრედებისა და ბუნებრივი ქილერების (NK) რაოდენობას.
SCID-ის ფენოტიპური კლასიფიკაცია ეფუძნება პერიფერიულ სისხლში ფლოუ ციტომეტრიით B უჯრედების (B- ან B+) და ბუნებრივი ქილერების (NK) (NK- ან NK+) არსებობა-არარსებობას, T უჯრედების (T-) არარსებობასთან ერთად.[2][3]
ჯანმრთელ ჩვილებში T უჯრედების უმეტესობა ნაივურია (მაგ. CD45RA იზოტიპი +). SCID-ის ყველა ფორმის დროს მნიშვნელოვნად არის შემცირებული ყველა ტიპის T უჯრედების, მათ შორის ნაივური T უჯრედების რაოდენობა.
დედის ორგანიზმიდან T ლიმფოციტების მიგრაციის ან ჰიპომორფული SCID-ის შემთხვევაში გენების ნაწილობრივი ფუნქციონირების დროს T უჯრედების რაოდენობა შეიძლება დაბალი ან ნორმის ფარგლებში იყოს, თუმცა უჯრედთა უმეტესობა მეხსიერების T-უჯრედებს წარმოადგენს (CD4+CD45RO+).[8]
პირველადი იმუნოდეფიციტის მკურნალობის კონსორციუმი განსაზღვრავს SCID-ს როგორც T უჯრედების არარსებობას ან ძალიან მცირე რაოდენობას (CD3 T უჯრედი <300/მიკროლიტრზე) და T-უჯრედების ფუნქციის სრულ არარსებობას ან ძლიერ დაქვეითებას (ნორმის ქვედა ზღვარის <10%), როგორც ეს გაიზომება T-უჯრედების პროლიფერაციის კვლევით ფიტოჰემაგლუტინინის გამოყენებით.[39]
შედეგი
ნაივური T უჯრედების არარსებობა ან მნიშვნელოვნად შემცირება
გულმკერდის რენტგენი
ტესტი
SCID-ის მქონე ყველა პაციენტში ვლინდება თიმუსის ჩრდილის არარსებობა (გარდა კორონინ 1A ნაკლებობით გამოწვეული SCID-ის შემთხვევებისა).[40][4][Figure caption and citation for the preceding image starts]: ჩვილის გულმკერდის რენტგენი, რომელზეც თიმუსის ჩრდილი არ აღინიშნება; SCID-ის მქონე ჩვილებს დაავადების გამოვლინებისას შეიძლება თიმუსი არ ჰქონდეთვისკონსინის პედიატრიული კლინიკა, რადიოლოგიის დეპარტამენტი; გამოყენებულია მფლობელის ნებართვით [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: ჩვილის გულმკერდის რენტგენი, რომელზე გამოხატულია თიმუსის ნორმალური ჩრდილივისკონსინის პედიატრიული კლინიკა, რადიოლოგიის დეპარტამენტი; გამოყენებულია მფლობელის ნებართვით [Citation ends].
აღნიშნული გამოვლინება ამყარებს მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტის დიაგნოზს.[4]
ადენოზინ დეამინაზას ნაკლებობით მიმდინარე SCID-ის დროს რენტგენოგრაფიით ვლინდება ნეკნების წინა ნაწილის პათოლოგიები (მაგ. ნეკნ-ხრტილოვანი შეერთების გაცვეთა).[41]
შედეგი
თიმუსის ჩრდილის არარსებობა (გარდა კორონინ 1A ნაკლებობით გამოწვეული SCID-ის შემთხვევებისა) ან ნეკნ-ხრტილოვანი შეერთებების პათოლოგიები
იმუნოგლობულინის რაოდენობრივი ტესტი (IgG, IgM და IgA)
ტესტი
დიაგნოზის დადასტურების მიზნით იმუნოგლობულინების რაოდენობრივი ტესტი საეჭვო SCID-ის ყველა შემთხვევაში უნდა გაკეთდეს.
SCID-ის მქონე ყველა პაციენტს (მათ შორის B უჯრედების ნორმალური რაოდენობით) აქვს ჰიპოგამაგლობულინემია, რომელიც მეორეულად ვითარდება იმის გამო, რომ T-უჯრედები ვერ ასტიმულირებენ ანტისხეულების გამოყოფას.[4] ამასთან ერთად, ასეთ პაციენტებში არ წარმოიქმნება იზოჰემაგლუტინინები და ინაქტივირებული ცილოვანი ვაქცინების საწინააღმდეგო სპეციფიკური ანტისხეულები, როგორიცაა მაგალითად ტეტანუსის და დიფტერიის ვაქცინა.[34]
ახალშობილებს ჩვეულებრივ აქვთ IgG-ის შეფასებადი დონე, რაც გამოწვეულია დედის IgG-ების პლაცენტური მიგრაციით, თუმცა IgM და IgA არ ისაზღვრება, ან მათი დონე ძალიან დაბალია.
შედეგი
იმუნოგლობულინების არარსებობა ან დაბალი რაოდენობა (IgG, IgM და IgA)
გასათვალისწინებელი კვლევები
გულმკერდის ულტრაბგერითი გამოკვლევა
ტესტი
SCID-ის მქონე პაციენტებში თიმუსის ჩრდილი არ არის გამოხატული.
შიძლება გაკეთდეს, თუ გულმკერდის რენტგენოგრაფია ვერ კეთდება ან თუ მისი შედეგი გაურკვეველია.
შედეგი
არარსებული თიმუსის ჩრდილი
გულმკერდის კტ სკანირება
ტესტი
SCID-ის მქონე პაციენტებში თიმუსის ჩრდილი არ არის გამოხატული.
შიძლება გაკეთდეს, თუ გულმკერდის რენტგენოგრაფია ვერ კეთდება ან თუ მისი შედეგი გაურკვეველია.
შედეგი
არარსებული თიმუსის ჩრდილი
გულმკერდის მრტ კვლევა
ტესტი
SCID-ის მქონე პაციენტებში თიმუსის ჩრდილი არ არის გამოხატული.
შიძლება გაკეთდეს, თუ გულმკერდის რენტგენოგრაფია ვერ კეთდება ან თუ მისი შედეგი გაურკვეველია.
შედეგი
არარსებული თიმუსის ჩრდილი
ფუნდოსკოპია
ტესტი
ციტომეგალოვირუსული (CMV) ინფექციის მქონე ჩვილებში საეჭვო SCID-ით რეგულარულად უნდა გაკეთდეს CMV რეტინიტის ფუნდოსკოპიური შეფასება.
შედეგი
CMV რეტინიტის არსებობა ან არარსებობა
ფერმენტის განსაზღვრა
ტესტი
პურინის მეტაბოლიზმის დარღვევის საეჭვო შემთხვევაში (მაგ. ადენოზინ დეამინაზას ნაკლებობა და პურინის ნუკლეოზიდური ფოსფორილაზას ნაკლებობა), უნდა გაიზომოს ენზიმების დონე და მათთან დაკავშირებული ტოქსიკური მეტაბოლიტების (მაგ. დეოქსი-ATP-ის) დონე.[34]
ადენოზინ დეამინაზას დაკლებობით გამოწვეული SCID-ის დროს აღნიშნული ენზიმის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია, ხოლო პურინ ნუკლეოსიდ ფოსფორილაზას რაოდენობა კი შესაბამისი ენზიმის ნაკლებობით პროვოცირებული SCID-ის დროს.[34]
ამასთან ერთად, პურინ ნუკლეოსიდ ფოსფორილაზას ნაკლებობა შეიძლება დაკავშირებული იყოს შრატში შარდმჟავას შემცირებულ რაოდენობასთან (<59 მიკრომოლი/ლ [1 მგ/დლ]).
შედეგი
ადენოზინ დეამინაზას და პურინ ნუკლეოსიდ ფოსფორილაზას ნაკლებობა
შრატში შარდმჟავა
ტესტი
შრატში შარდმჟავას დონის დაქვეითება მიუთითებს პურინის ნუკლეოზიდური ფოსფორილაზას ნაკლებობაზე.[42]
შედეგი
შრატში შარდმჟავას დონე <59 მიკრომოლი/ლ (1 მგ/დლ)
T უჯრედების პროლიფერაციის კვლევა
ტესტი
იმუნური სისტემის ფუნქციური ანალიზი T უჯრედების პროლიფერაციის კვლევის გამოყენებით უნდა ჩატარდეს, თუ არსებობს T უჯრედების გაზომვადი რაოდენობა.
მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტის მქონე ჩვილებს მიტოგენებზე, მათ შორის ფიტოჰემაგლუტინინზე (PHA) და კონკანავალინ A-ზე, შემცირებული რეაგირება ახასიათებთ.[34] თუ T უჯრედები არ არის, შესაძლებელია T უჯრედების PHA-თი პროლიფერაციული კვლევის გადავადება.
შედეგი
დაქვეითებული საპასუხო რეაქცია მიტოგენებზე
ვირემიის ტესტირება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით
ტესტი
საეჭვო SCID-ის მქონე ყველა პაციენტს უნდა გაუკეთდეს პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ანალიზი აივ-1, ციტომეგალოვირუსის (CMV) და ებშტეინ-ბარის (EBV) ვირემიაზე.
ვირუსული ინფექციების სეროლოგიური ტესტები არ გამოიყენება, რადგან პლაცენტის გავლით მიღებულმა დედის ანტისხეულებმა შეიძლება ცრუ-დადებითი შედეგი აჩვენოს.
შედეგი
HIV-1-ის, CMV-ის ან EBV-ის არსებობა ან არარსებობა
ფიბრობლასტების კულტურის რადიაციისადმი სენსიტიურობა
ტესტი
შიძლება გაკეთდეს პაციენტებში, როცა ეჭვია გენების დეფექტებზე, რომლებიც მონაწილეობენ დნმ-ის რეპარაციასა და რეკომბინაციაში (მაგ. Artemis/დნმ ჯვარედინი რეპარაციის 1C [DCLRE1C], დნმ ლიგაზა IV და Cernunnos/XLF).
შედეგი
ფიბრობლასტური კულტურების გაძლიერებული მგრძნობელობა დასხივებისადმი დნმ-ის რეპარაციული და რეკომბინაციური დეფექტების მქონე პაციენტებში
გენეტიკური კვლევა
ტესტი
მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტის გამომწვევი გენეტიკური დეფექტების იდენტიფიცირების მიზნით შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს დნმ ანალიზი.[31]
შედეგი
სპეციფიკური გენეტიკური დეფექტები SCID-ის ფორმის მიხედვით
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას