კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
სინოვიური სითხის შეღებვა გრამის წესით და კულტივირება
ტესტი
სინოვიური სითხის ნიმუშის აღება (გრამის წესით შეღებვისა და კულტივირების მიზნით) რეკომენდებულია ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებამდე.
დადებითია შემთხვევათა დაახლოებით 70%-ში.
არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომ კულტურის შედეგებს აუმჯობესებს სინოვიური სითხის ინოკულაცია სისხლის კულტურის ბოთლებში პალატაშივე.[28][29]
მიკროსკოპული ანალიზითა და კულტივირებით შეიძლება გამოვლინდეს გამომწვევი მიკროორგანიზმი და მისი მგრძნობელობა.
პოლარული მიკროსკოპიით შეიძლება გამოვლინდეს ურატის ან პიროფოსფატის კრისტალები (პოდაგრა ან ფსევდოპოდაგრა).
უარყოფითი შედეგის შემთხვევაში ვერ გამოვრიცხავთ სეპტიკური ართრიტის დიაგნოზს.
კრისტალური ართრიტი და სეპტიკური ართრიტი შეიძლება პარალელურადაც არსებობდეს.
ხელოვნური სახსრის შესაძლო სეფსისის შემთხვევაში აუცილებელია ქირურგ-ორთოპედის ჩართვა, რადგანაც ართროცენტეზი არ უნდა ჩატარდეს სტერილური საოპერაციო გარემოს გარეთ.
როგორ ხდება სინოვიალური სითხის ასპირაცია მუხლიდან და სახსარშიდა მედიკამენტების შეყვანა მედიალური მიდგომით
როგორ ამოვიღოთ სინოვიალური სითხე მხრიდან და შევიყვანოთ სახსარშიდა მედიკამენტები. ვიდეო გვიჩვენებს უკანა მიდგომას მხრის სახსართან და ლატერალურ მიდგომას სუბაკრომიულ სივრცეში.
შედეგი
მიკროორგანიზმების არსებობა; შემდგომში კულტურაზე ვლინდება მიკროორგანიზმის ტიპი და მგრძნობელობა ანტიბიოტიკების მიმართ
თეთრი უჯრედების რაოდენობრივი ანალიზი სინოვიურ სითხეში
ტესტი
სინოვიური სითხის ნიმუშის აღება (ლეიკოციტების განსაზღვრის მიზნით) რეკომენდებულია ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებამდე. სინოვიურ სითხეში ლეიკოციტების ანალიზი არ არის 100%-ით სპეციფიკური ან მგრძნობიარე, თუმცა თუ უჯრედების რაოდენობა > 100 000 უჯრედი/მიკროლიტრზე, მნიშვნელოვნად იზრდება სეფსისის დიაგნოზის ალბათობა.[30]
ხელოვნური სახსრის შესაძლო სეფსისის შემთხვევაში აუცილებელია ქირურგ-ორთოპედის ჩართვა, რადგანაც ართროცენტეზი არ უნდა ჩატარდეს სტერილური საოპერაციო გარემოს გარეთ.
როგორ ხდება სინოვიალური სითხის ასპირაცია მუხლიდან და სახსარშიდა მედიკამენტების შეყვანა მედიალური მიდგომით
როგორ ამოვიღოთ სინოვიალური სითხე მხრიდან და შევიყვანოთ სახსარშიდა მედიკამენტები. ვიდეო გვიჩვენებს უკანა მიდგომას მხრის სახსართან და ლატერალურ მიდგომას სუბაკრომიულ სივრცეში.
შედეგი
ლეიკოციტების რაოდენობა
სისხლის კულტურა
ტესტი
სისხლის ნიმუში კულტივირებისათვის ყოველთვის ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებამდე უნდა ავიღოთ.
დადებითია შემთხვევათა დაახლოებით 25%-ში. ზოგიერთ შემთხვევაში სისხლის კულტურა შეიძლება დადებითი იყოს, ხოლო სინოვიური კულტურა- უარყოფითი. უარყოფითი შედეგის შემთხვევაში ვერ გამოვრიცხავთ სეპტიკური ართრიტის დიაგნოზს.
შედეგი
მიკროორგანიზმების არსებობა; შემდგომში კულტურაზე ვლინდება მიკროორგანიზმის ტიპი და მგრძნობელობა ანტიბიოტიკების მიმართ
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა
ტესტი
დიაგნოსტიკური არ არის.
მომატებულია დაახლოებით 50% შემთხვევებში.
გამოსადეგია მკურნალობაზე პასუხის მონიტორინგის მიზნით.
შედეგი
შეიძლება მომატებული იყოს
ერითროციტების დალექვის სიჩქარე
ტესტი
დიაგნოსტიკური არ არის.
შეიძლება იყოს ზომიერად მომატებული ან ნორმალური.
გამოსადეგია მკურნალობაზე პასუხის მონიტორინგის მიზნით.
შედეგი
შეიძლება მომატებული იყოს
CRP
ტესტი
დიაგნოსტიკური არ არის.
გამოსადეგია მკურნალობაზე პასუხის მონიტორინგის მიზნით.
შედეგი
მოამტებულია
მიმოხილვითი რენტგენოგრამა
ტესტი
დიაგნოსტირებაში არ გვეხმარება, თუმცა შეიძლება გამოვლინდეს ფონური დაავადება.
რეკომენდებულია ბაზისური გამოკვლევის სახით.
შედეგი
შეიძლება გამოვლინდეს დეგენერაციული ცვლილებები ან ქონდროკალცინოზი
ულტრაბგერითი გამოკვლევით
ტესტი
მენჯის შესაძლო სეფსისის შემთხვევაში სახსრის ასპირაცია ულტრაბგერის კონტროლით ტარდება.
შედეგი
შეიძლება გამოვლინდეს გამონაჟონი, რაც ასპირაციის გზამკვლევი იქნება.
გასათვალისწინებელი კვლევები
პროკალციტონინი
ტესტი
შეიძლება დაგეხმაროთ ბაქტერიული ინფექციის იდენტიფიცირებაში და სერიული შეფასება შეიძლება მიუთითებდეს თერაპიის პასუხზე.[21] ჯერჯერობით არ არის რეკომენდებული, როგორც რუტინული დიაგნოსტიკური პროცედურა.[22]
შედეგი
მომატებულია; ზღვრული მაჩვენებელი >0.6 ნგ/მლ შეიძლება უფრო სპეციფიკური მარკერი იყოს ბაქტერიული ინფექციისთვის, ვიდრე C-რეაქტიული ცილა, ერითროციტების დალექვის სიჩქარე ან ლეიკოციტების რაოდენობა
მაგნიტურ რეზონანსული გამოსახვა (MRI)
ტესტი
დიაგნოსტიკური არ არის სპეციფიკურობის ნაკლებობის გამო.
შესაბამისი კვლევაა თუ ეჭვია ასოცირებულ ოსტეომიელიტზე, რომლის გამოც ქირურგიული ჩარევა შეიძლება გახდეს საჭირო.
შედეგი
შეიძლება გამოავლინოს ასოცირებული ოსტეომიელიტი
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას