მიდგომა

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული კლინიკური ნიშნები და ლაბორატორიული მონაცემები სეპტიკური ართრიტის მიმანიშნებელია, არ არსებობს ერთი ცალკეული ფაქტორი, რომელიც 100%-იანი სპეციფიკურობით ან მგრძნობელობით ხასიათდება. სწორი დიაგნოზისთვის აუცილებელია კლინიკური ეჭვის მიტანა პროფესიონალის მიერ, რომელიც გამოცდილია ძვალკუნთოვანი დაავადებების სფეროში. თუ კლინიკური ეჭვი მაღალია, აუცილებელია სავარაუდო სეპტიკური ართრიტის მკურნალობა, სისხლის ანალიზებისა და მიკრობიოლოგიური კვლევების მიუხედავად.[11] თუ ინფექციის ნიშნებით ან სიმპტომებით წარმოდგენილი პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდება, ექიმებმა უნდა განიხილონ სეფსისის არსებობის შესაძლებლობა და სასწრაფოდ მოახდინონ სისტემური შეფასება იმ პირთა გამოსავლენად, რომელთაც აქვთ მდგომარეობის გაუარესების მაღალი რისკი ორგანოების დისფუნქციის გამო შეფასება, ადგილობრივი პროტოკოლების მიხედვით.[12][13] იხ სეფსისი მოზრდილებში დასეფსისი ბავშვებში.

ანამნეზი

სეპტიკური ართრიტი, როგორც წესი, ვლინდება მხურვალე, შეშუპებული, მტკივნეული სახსრის (ან სახსრების) ხანმოკლე ანამნეზით, რასაც თან ერთვის მოძრაობის შეზღუდვა.[3][4] გამოვლინება შეიძლება უფრო თანდათანობითი იყოს დაბალი ვირულენტობის მიკროორგანიზმის, ტუბერკულოზის ან სახსრის პროთეზის არსებობის შემთხვევაში.[4][5] სახსრის ძირითადი დაავადების კონტექსტში, სეპტიკურ სახსარზე ეჭვი უნდა მივიტანოთ იმ შემთხვევაში, თუ სიმპტომები დაზიანებულ სახსრში არ შეესატყვისება სხვა ადგილებში აღმოჩენილ დაავადების აქტივობას. შემთხვევათა 22%-ში სეპტიკური ართრიტი პოლიართრიტულია (მოიცავს რამდენიმე სახსარს).[2][6]

რისკფაქტორები

სეპტიკური ართრიტის რისკფაქტორებია: რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, ხელოვნური სახსრები, დაბალი სოციეკონომიკური სტატუსი, ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარება, ალკოჰოლიზმის მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებები, დიაბეტი, წარსულში სახსარშიდა კორტიკოსტეროიდების ინექცია, კანის დაწყლულება. სქესობრივად აქტიურ პციენტებში შეიძლება ეჭვი მივიტანოთ გონოკოკურ ართრიტზე.[2][3][4][6][7][8] MRSA-ს ინციდენტობა იზრდება მსოფლიოს მრავალ რეგიონში.[14] განსაკუთრებით მაღალი რისკი აღენიშნებათ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს, მოხუცთა საცხოვრებლების ბინადრებს, ფეხის წყლულების ან შარდის ბუშტის კათეტერის მქონე პაციენტებს. ტუბერკულოზური ართრიტი უფრო და უფრო ხშირია და მასზე უნდა ვიეჭვოთ იმუნოკომპრომისულ პირებში და იმ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებში, სადაც ტუბერკულოზი პრევალენტურია.

გამოკვლევა

ინფიცირებული სახსრისათვის დამახასიათებელი ნიშნებია შეშუპება, სიმხურვალე, მტკივნეულობა და მოძრაობის მნიშვნელოვანი შეზღუდვა. ცხელების არსებობა ან არარსებობა არ არის სახსრის ინფიცირების სანდო მაჩვენებელი.[3][4][5][6]

ლაბორატორული გამოკვლევები

სეპტიკურ ართრიტზე ეჭვის შემთხვევაში აუცილებელია სახსრის ასპირაცია სინოვიური სითხის ნიმუშის ასაღებად მანამ, სანამ ანტიმიკრობული თერაპია დაიწყება.[10]

მარტივი ასპირაციის უკუჩენებას წარმოადგენს სახსრის პროთეზის არსებობა. მსგავს შემთხვევებში რეკომენდებულია ინვაზიური პროცედურის ჩატარება სტერილურ პირობებში საოპერაციოში. შესაბამისად, რეკომენდებულია ქირურგ-ორთოპედთან მიმართვა. ორთოპედთან მიმართვა ასევე რეკომენდებულია შესაძლო ტუბერკულოზური ართრიტის მქონე პაციენტებში. დიაგნოზის დასადასტურებლად შეიძლება საჭირო გახდეს სინოვიუმის ბიოფსია.


მუხლის ასპირაცია და ინექცია - ანიმაციური დემონსტრაცია
მუხლის ასპირაცია და ინექცია - ანიმაციური დემონსტრაცია

როგორ ხდება სინოვიალური სითხის ასპირაცია მუხლიდან და სახსარშიდა მედიკამენტების შეყვანა მედიალური მიდგომით



მხრის ასპირაცია და ინექცია - ანიმაციური დემონსტრაცია
მხრის ასპირაცია და ინექცია - ანიმაციური დემონსტრაცია

როგორ ამოვიღოთ სინოვიალური სითხე მხრიდან და შევიყვანოთ სახსარშიდა მედიკამენტები. ვიდეო გვიჩვენებს უკანა მიდგომას მხრის სახსართან და ლატერალურ მიდგომას სუბაკრომიულ სივრცეში.


სახსრის ასპირაციის აბსოლუტური უკუჩვენებას არ წარმოადგენს არც მფარავი ცელულიტი არც ანტიკოაგულაცია. სპეციალისტის დახმარება საჭიროა, ნებისმიერ ასეთი მდგომარეობის დროს, თუ ექიმი თავს გრძნობს არაკომფორტულად ართროცენტეზის ჩასატარებლად

სინოვიური სითხე დაუყოვნებლივ უნდა გაიგზავნოს გრამის წესით შესაღებად, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობრივი ანალიზისთვის და შემდგომში კულტივირებისათვის. თავდაპირველი გამოვლენისას, ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებამდე, ასევე რეკომენდებულია სისხლის კულტივირება.

შრატში სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობრივი ანალიზი, ედს და C-რეაქტიული ცილა შეიძლება დაგვეხმაროს დიაგნოსტირებასა და მკურნალობის მონიტორინგში. შესაბამისად, აღნიშნული გამოკვლევები რეკომენდებულია რუტინულად, სეპტიკურ ართრიტზე ეჭვის შემთხვევაში.

შეიძლება განისაზღვოს ელექტროლიტები და ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციური სინჯი სისტემური სეფსისის არსებობის გამოსავლენად.

თუ ანამნეზის ან გასინჯვის მიხედვით ეჭვია ალტერნატიულ, არასახსროვან ინფექციაზე, საჭიროა შესაბამისი ნიმუშების აღება და კულტივირება.

პროკალციტონინი (PCT) დაგეხმარებათ ბაქტერიული ინფექციის იდენტიფიცირებაში და სერიული შეფასება შეიძლება მიუთითებდეს თერაპის პასუხზე.[21] თუმცა, შრატში პროკალციტონინი (PCT) ჯერ კიდევ არ არის რეკომენდებული, როგორც რუტინული დიაგნოსტიკური საშუალება.[22]

რადიოლოგიური კვლევები

სეპტიკური ართრიტის დიაგნოსტირებისათვის სანდო რადიოლოგიური კვლევები არ არსებობს.[23][24] თუმცა, რეკომენდებულია ბაზისურად მიმოხილვითი რენტგენოგრაფია, რათა განისაზღვროს სახსრის ფონური დაავადება გამოვლენისას.[25]

მრტ შესაძლოაო დაგვეხმაროს, თუ არსებობს ეჭვი ასოცირებულ ოსტეომიელიტზე.[25]

მენჯის შესაძლო სეფსისის შემთხვევაში სახსრის ასპირაცია ულტრაბგერის კონტროლით ტარდება.


ვენიპუნქტურა და ფლებოტომია - ანიმაციური დემონსტრაცია
ვენიპუნქტურა და ფლებოტომია - ანიმაციური დემონსტრაცია

როგორ ავიღოთ ვენური სისხლის ნიმუში ანტეკუბიტალური ფოსოდან ვაკუუმის ნემსის გამოყენებით.


ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას