შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

55 წლის ქალს ერთ კვირაა აწუხებს მარცხენა მაჯის ტკივილი და შეშუპება. 36 წლის ასაკში მას რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა დანარჩენი სახსრები ჯერჯერობით უსიმპტომოა. რევმეტოიდული ართრიტი კარგად ემორჩილება კონტროლს მიმდინარე მედიკამენტების მეშვეობით. გასინჯვისას მარცხენა მაჯის სახსარი მხურვალე, შეშუპებული და მტკივნეულია. მოძრაობა მნიშვნელოვნად შეზღუდულია. ანთების ნიშნები სხვა სახსრებში არ ვლინდება. პაციენტს აღენიშნება ტემპერატურა 37.5˚C (99.5˚F).

შემთხვევის ანამნეზი #2

25 წლის ქალს, რომელიც ინტრავენური ნარკომანია, 5 დღეა აქვს ტკივილი და შეშუპება მარჯვენა ფეხზე. გასინჯვისას ინტრავენური პუნქციის უამრავი ნაკვალევია. მარჯვენა ფეხი მუხლს ქვემოთ შეშუპებულია. მარჯვენა მუხლში აღინიშნება დიდი როდენობით გამონაჟონი, ხოლო მფარავ კანზე- მნიშვნელოვნად გამოხატული ცელულიტური ცვლილებები.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას