დიფერენციული დიაგნოზები
ოსტეოართრიტი
ნიშნები / სიმპტომები
ანამნეზში ოსტეოართრიტი.
რამდენიმე სახსარი მსგავსი სიმძიმით სიმპტომურია.
კვლევები
სინოვიური სითხის ნიმუშში არ გამოვლინდება მიკროორგანიზმები.
ფსორიაზული ართრიტი
ნიშნები / სიმპტომები
ანამნეზში ანთებითი ართრიტი და ფსორიაზი ან ოჯახურ ანამნეზში ფსორიაზი.
რამდენიმე სახსარი მსგავსი სიმძიმით სიმპტომურია.
კვლევები
სინოვიური სითხის ნიმუშში არ გამოვლინდება მიკროორგანიზმები.
რევმატოიდური ართრიტი
ნიშნები / სიმპტომები
ანამნეზში რევმატოიდული ართრიტი.
რამდენიმე სახსარი მსგავსი სიმძიმით სიმპტომურია.
კვლევები
სინოვიური სითხის ნიმუშში არ გამოვლინდება მიკროორგანიზმები.
პოდაგრა
ნიშნები / სიმპტომები
პოდაგრა ანამნეზში
კვლევები
სინოვიური სითხის ნიმუშის პოლარული მიკროსკოპია გამოავლენს ურატის კრისტალებს.
ფსევდოპოდაგრა
ნიშნები / სიმპტომები
ფსევდოპოდაგრა ანამნეზში
კვლევები
სინოვიური სითხის ნიმუშის პოლარული მიკროსკოპია გამოავლენს პიროფოსფატის კრისტალებს.
ჰემართროზი
ნიშნები / სიმპტომები
ანამნეზში სისხლდენის დიათეზი.
კვლევები
სახსრის ასპირაციით გამოვლინდება სისხლი.
დაზიანება
ნიშნები / სიმპტომები
დაზიანებული სახსრის ტრავმის ანამნეზი.
კვლევები
სახსრის ასპირაციით შეიძლება გამოვლინდეს სისხლი.
ბურსიტი
ნიშნები / სიმპტომები
გასინჯვით გამოვლინდება შეშუპება, რომელიც სახსრის გარეთ მდებარეობს. სახსარი თავისუფლად და უმტკივნეულოდ მოძრავია.
კვლევები
სახსრის ასპირაციით სითხე ვერ მიიღება.
ცელულიტი
ნიშნები / სიმპტომები
გასინჯვით გამოვლინდება ერითემატოზული კანი სახსრის მიმდებარედ. თავად სახსარი შეზღუდული არ იქნება.
კვლევები
სახსრის ასპირაციით სითხე ვერ მიიღება.
ტუბერკულოზი, ფილტვგარე
ნიშნები / სიმპტომები
ანამნეზში შეიძლება შეგვხვდეს იმუნოსუპრესია, ენდემური რეგიონიდან წარმომავლობა ან სიმპტომების თანდათან გამოვლენა.
კვლევები
სინოვიური სითხის ბიოფსიით შეიძლება გამოვლინდეს დადებითი მიკობაქტერიული ნაცხი ან კულტურა.
ლაიმის დაავადება
ნიშნები / სიმპტომები
ანამნეზში მიგრირებადი ერითემა ან ტკიპის ნაკბენი.
კვლევები
ლაიმის ტიტრი შეიძლება იყოს დადებითი.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას