კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
ელექტროკარდიოგრამა
ტესტი
ეს ყველაზე სარგებლიანი სადიაგნოსტიკო ანალიზია და ყველა პაცინტს უნდა ჩავუტაროთ.
კლასიკური ეკგ ცვლილებებია აზნექილი ST- სეგმენტის ელევაციები (J-წერტილზე) PR სეგმენტის დეპრესიით განხრების უმეტესობაში J-წერტილების დეპრესიით და PR ელევაციით aVR და V1 განხრებში. თუ პაციენტს ვნახავთ სიმპტომების დაწყებისთანავე, PR დეპრესია შესაძლოა ST სეგმენტის ელევაციის წინ გამოვლინდეს.
ეკგ ცვლილებები ვლინდება პაციენტების 60%-ში.[1]ეკგ ცვლილებების დროებითი განვითარება ძალზე ვარიაბელურია.[Figure caption and citation for the preceding image starts]: მწვავე პერიკარდიტის მქონე პაციენტებში ეკგ-ზე ST-სეგმენტის დიფუზური ელევაცია პერიკარდიულ განხრებში მოჩანს. ასევე აღინიშნება PR-სეგმენტის დეპრესია V2-V6 განხრებში (ისრები)Rathore S, Dodds PA. BMJ Case Reports 2009; doi:10.1136/bcr.2006.097071 [Citation ends].
შედეგი
ეკგ-ზე ყველა განხრაში ჩანს ST-სეგმენტის ელევაცია PR-სეგმენტის დეპრესიით.
ტროპონინი შრატში
ტესტი
შრატში ტროპონინის ტესტირება შესაძლოა ყველა პაციენტს საწყისად და განმეორებით ჩაუტარდეს.[12][15]
შესაძლოა იყოს აწეული დონეები და ის შესაძლოა ასახავდეს მიოკარდის ჩართულობას (მაგ, მიოპერიკარდიტი).
პლაზმის ტროპონინიები პერიკარდიტის მქონე პაციენტების 35% - 50%-ში მომატებულია.
ელევაციის სიდიდე დაკავშირებულია ST-სეგმენტის ელევაციის მაჩვენებელთან.
ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში მაჩვენებლები შესაძლოა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის სადიაგნოსტიკო დიაპაზონში ჩაჯდეს. მონაცემები დიაგნოზიდან 1-2 კვირაში ნორმას უბრუნდება. მომატებული მაცვენებლები არ განიხილება როგორც სადიაგნოსტიკო მნიშვნელობის მქონე.
ეს ტესტი სპეციფიკური ან სენსიტიური არ არის.
შედეგი
ოდნავ მომატებულია
პერიკარდიული სითხის/სისხლის კულტურალური კვლევა
ტესტი
ჩირქოვანი პერიკარდიტი სიცოცხლისათვის საშიშია და მოითხოვს დიაგნოზის დაუყოვნებელ დადასტურებას გადაუდებელი პერიკარდიოცენტეზის მეშვეობით.
პერიკარდიული სითხე უნდა გამოვიკვლიოთ ბაქტერიულ, სოკოვან და ტუბერკულოზურ გამომწვევებზე, ხოლო სისხლი უნდა გიაგზავნოს დასათესად.
შედეგი
დადებითია, თუ ინფექციური წარმოშობისაა
ერიტროციტების დალექვის სიჩქარე
ტესტი
ედსი: მომატებული ედსი ანთებით მდგომარეობას შეესაბამება[15]
ანტიგენური ტესტირება დაავადების აქტივობის და მკურნალობაზე პასუხის მონიტორინგის მიზნით შესაძლოა გამოსადეგი იყოს.
შედეგი
შეიძლება მომატებული იყოს
CRP
შარდოვანა შრატში
ტესტი
შარდოვანის მომატებული დონე (განსაკუთრებით >21.4 მმოლ/ლ [>60 მგ/დლ]) მიუთითებს ურემიულ წარმოშობაზე.[15]
შედეგი
მომატებული >21.4 მმოლ/ლ (>60 მგ/დლ) თირკმლის უკმარისობის დროს
FBC
ტესტი
სისხლის ანალიზი არ გვაძლევს პირდაპირ მითითებას ეტიოლოგიაზე ან მკრუნალობის სტრატეგიაზე. ლეიკოციტოზი მარცხნივ მკვეთრი გადახრით შესაძლოა ჩირქოვანი პერიკარდიტითს ან სხვა ინფექციური ეტიოლოგიის შემთხვევაში გამოვლინდეს.[15] ნაჩვენებია კოლხიცინით მკურნალობის დაწყებამდე, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ნეიტროპენია და ძვლის ტვინის სუპრესია.
შედეგი
მომატებული სისხლის თეთრი უჯრედები
გულმკერდის რენტგენოგრაფია (რენტგენი)
ტესტი
ჩვეულებრივ ნორმალურია, გარდა შემთხვევებისა როცა პერიკარდიული გამონაჟონი მოცულობითია (>300 მლ) და კარდიოთორაკალური თანაფარდობა გაზრდილია.[1]
შესაძლოა ასევე გამოვლინდეს ფილტვის თანამდევი პათოლოგია, რომელიც იძლევა ტუბერკულოზის, სოკოვანი დაავადების, პნევმონიის ან ნეოპლაზმის ნიშნებს, რაც შესაძლოა კავშირში იყოს დაავადებასთან.
შედეგი
ნორმალური ან წყლის ბოთლის ფორმის გადიდებული გულის სილუეტი
ექოკარდიოგრაფიამ
ტესტი
განსაკუთრებით ნაჩვენებია, როცა გულის ტამპონადაზე გვაქვს ეჭვი. შესაძლოა დაგვეხმაროს მწვავე კორონარული სინდრომისგან დიფერენცირებაში. ST სეგმენტის ელევაციები, მარცხენა პარკუჭის (LV) კედლის მოძრაობის ანომალიების გარეშე და პერიკარდიული გამონაჟონის ნორმალური მოცულობის შემთხვევაში, მწვავე პერიკარდიტის დიაგნოზს ამყარებენ. მშრალი პერიკარდიტის დროს სენსიტიური რ არის, თუმცა მნიშვნელოვანია პერიკარდიული გამონაჟონის განსასაზღვრად, რომლეიც შემთხვევათა 60%-ში ვლინდება და ძირითადად მცირე მოცულობისაა.[1][45][Figure caption and citation for the preceding image starts]: ექოკარდიოგრამა ჩირქოვანი პერიკარდიტის მქონე ბავშვებში პერიკარდიულ შეგუბებას ავლენს. LV = მარცხენა პარკუჭი, RV = მარჯვენა პარკუჭიKaruppaswamy V, Shauq A, Alphonso N. BMJ Case Reports 2009; doi:10.1136/bcr.2007.136564 [Citation ends].
შედეგი
შესაძლოა გამოვლინდეს პერიკარდიული გამონაჟონი; მარცხენა პარკუჭის კედლის მოძრაობის პათოლოგიის გარეშე
გასათვალისწინებელი კვლევები
გულმკერდის კტ ან გულის მრტ
ტესტი
როდესაც კლინიკური გამოვლინება გაურთულებელი პერიკარდიტის გარდა სხვა მდგომარეობაზე მიუთითებს, ან გამოვლინება ატიპურია, დამატებითი კტ ან მრტ კვლევა შესაძლოა დაგვეხმაროს.[18][40][45]
შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი გართულებები, როგორიცაა პერიკარდიული გამონაჟონი ან კონსტრიქციული პერიკარდიტი, განსაკუთრებით, როდესაც ექოკარდიგრაფიული ნიშნები არასაკმარისია. დამატებითი სადიაგნოსტიკო ინფორმაცია შეგვიძლია მივიღოთ გულმკერდის ტრავმის, განსაკუთრებით პენეტრაციის დროს; ან მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, კარცინომის, ფილტვის ან გულმკერდის ინფექციის ან პანკტრეატიტის დროს.
როდესაც არსებობს ეჭვი კონსტრიქციულ პერიკარდიტზე, კტ და მრტ უზრუნველყოფს პერიკარდიუმის სისქის და პერიკარდიუმის გასქელების გავრცელების გაზომვას, რაც პერიოკარდიოექტომიის წინ პრეოპერაციულ დაგეგმვაში გვეხმარება.[40][Figure caption and citation for the preceding image starts]: გულმკერდის კტ აჩვენებს პერიკარდიუმის ორივე შრის კალციფიკაციას 56 წლის მამაკაცაში, რომელსაც იდიოპათიური კალციფიცირებული კონსტრიქციული პერიკარდიტი აქვსPatanwala I, Crilley J, Trewby PN. BMJ Case Reports 2009; doi:10.1136/bcr.06.2008.0015 [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: გულმკერდის კტ ბავშვებში, რომლებსაც აქვთ ჩირქოვანი პერიკარდიტი, აჩვენებს პერიკარდიულ Segubebas მარცხენა და მარჯვენა პარკუჭების კომპრესიიTKaruppaswamy V, Shauq A, Alphonso N. BMJ Case Reports 2009; doi:10.1136/bcr.2007.136564 [Citation ends].
შედეგი
პერიკარდიული გამონაჟონი ან კონსტრიქციული პერიკარდიტი (ნიშნებს მიეკუთვნება პერიკარდიუმის გასქელება, კალციფიკაცია, პარკუჭის დეფორმირებული კონტურები, ქვედა ღრუ ვენის დილატაცია და პარკუჭის ტიხრის ანგულაცია)
პერიკარდიოცენტეზი/ბიოფსია
ტესტი
თუ არსებობს ეჭვი ტუბერკულოზურ პერიკარდიტზე, დიაგნოზი შესაძლოა დაზუსტდეს მიკობაქტერიის იდენტიფიცირებით პერიკარდიულ სითხეში ან პერიკარდიუმის ბიოფსიით.[41][42][43]
ადენოზინ დეამინაზას აქტივობა პერიკარდიულ გამონაჟონი შესაძლოა დაგვეხმაროს დიაგნოსტირებაში დამატებითი მარკერის სახით.[44]
შედეგი
მჟავაგამძლე ბაქტერიები, ტუბერკულოზური მიკობაქტერიის დადებითი კულტურა
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას