ეპიდემიოლოგია
მწვავე პერიკარდიტი უფრო ხშირია მოზრდილებში (ტიპურად 20-50 წლის ასაკში) და მამაკაცებში.[15] კლინიკურ პრაქტიკაში ის პერიკარდიუმის ყველაზე ხშირი დაავადებაა . დაავადების ნამდვილი ინსიდენსი და პრევალენტობა, გავრცელება უცნობია და არსებობს არადიაგნოსტირებული შემთხვევების დიდი რაოდენობა. პერიკარდიტი შეიძლება შეადგენდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში გულმკერდის არეში ტკივილით შესული შემთხვევების 5% და ჰოსპიტალიზაციის 0,1%.[16][17][18]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას