ეტიოლოგია
მწვავე პერიკარდიტი შესაძლოა იყოს იდიოპათიური ან განპირობებული იყოს ფონური სისტემური მდგომარეობით (მაგ: სისტემური წითელი მგლურა). შემთხვევათა 90% არის იდიოპათიური ან ვირუსული ინფექციებით განპირობებული (მაგ: კოქსაკის A9 ან B1-4 ვირუსით, Echo 8, ყბაყურით, ებშტეინ-ბარის ვირუსით, ციტომეგალოვირუსით, ჩუტყვავილით, წითურით, აივ-ით, პარვოვირუსით -19, SARS-CoV-2).[2][3][5][14][19][20] დაავადების დაწყება ხშირად პოსტვირუსულად ხდება, პერიკარდიუმში ვირუსის არსებობის ევიდენსის გარეშე. სისტემური აუტოიმუნური დარღვევები(მაგ: რევმატოიდული ართრიტი, სისტემური სკლეროზი, რეაქტიული ართრიტი, ოჯახური ხმელთაშუაზღვის ცხელება, სისტემური ვასკულიტები, ნაწლავთა ანთებითი დაავადება) ასევე დაავადების ხშირი მიზეზია.[21][22]თუმცა, არსებობს უამრავი სხვა ნაკლებად ხშირი მიზეზი, მათ შორის ბაქტერიული/სოკოვანი/პარაზიტული ინფექციები, მეორადი იმუნური პროცესები (მაგ: რევმატიული ცხელება, პერიკარდიოტომიის შემდგომი სინდრომი, მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი სინდრომი), ირგვლივ მდებარე ორგანოების დაავადებების (მაგ: მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მიოკარდიტი, პარანეოპლასტიური სინდრომი), ასევე მეტაბოლური დაავადებების (მაგ: ურემია, მიქსედემა), ტრავმის, ნეოპლაზმების და სხვადასხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენების დროს განვითარებული პერიკარდიტი და პერიკარდიული გამონაჟონი. იშვიათად, პერიკარდიტი ვლინდება ვაქცინაციის შემდეგ (მათ შორის გრიპის და mRNA COVID-19 ვაქცინაციის შემდეგ).[23][24][25][26]იშვიათია სოკოვანი და მედიკამენტოზური მიზეზები.
განვითარებულ ქვეყნებში სხვა მიზეზებს მიეკუთვნება სხივური თერაპია, კარდიოქირურგიული ოპერაცია, სტენტირება და აივ-ი. განვითარებად ქვეყნებში ხშირი მიზეზი ტუბერკულოზური მიკობაქტერიაა.[13][15]პერიკარდიტი ხშირად მიოკარდიუმის ინფარქტიდან 1-3 დღეში ვლინდება. ის ასევე მიოკარდიუმის ინფარქტიდან კვირეებში ან თვეებში შეიძლება გამოვლინდეს (დრესლერის სინდრომი).[14]პოსტ-კარდიალური დაზიანების სინდრომი არის ფართო ტერმინი, რომელიც აღწერს მიოკარდიუმის ინფარქტის ან პერიკარდიუმის იატროგენული დაზიანების შედეგად განვითარებულ პერიკარდიტს გამონაჟონით ან მის გარეშე. ის მოიცავს მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ სინდრომს (დრესლერის), კარდიოტომიის შემდგომ სინდრომს და პოსტ-ტრავმულ პერიკარდიტს (პერკუტანული კორონარუოი ინტერვენციის ან იმპლანტირებადი ელექტრონული მოწყობილობის გამო,მაგ, პეისმეიკერი ან დეფიბრილატორი).[18][27]
პათოფიზიოლოგია
პერიკარდიუმი ორშრიანი ელასტიური ფიბროსეროზული ჩანთაა, რომელიც გულს გარედან ფარავს. შიგნითა შრე, იგივე ვისცერული პერიკარდიუმი, მიოკარდიუმს ეკვრის. მას აქვს მიკროხაოიანი ზედაპირი, რომელიც პერიკარდიულ სითხეს გამოჰყოფს. გარეთა შრე, იგივე პარიეტული პერიკარდიუმი, შიდა შრეს მოჰყვება. ის შედგება კოლაგენური შრეებისგან, რასაც კოლაგენური ფიბრილები ქმნიან. ორივე შრე ჩვეულებრივ მხოლოდ 1-2 მმ სისქისაა და მათ გამოყოფს სივრცე, რომელიც 15-35 მლ პერიკარდიულ სითხეს შეიცავს. პერიკარდიუმი მკერდშიდა არტერიებით მარაგდება და დიაფრაგმის ნერვით ინერვირდება. პერიკარდიუმი იცავს და შემოსაზღვრავს გულს. ამასთან ერთად, ის განსაზღვრავს გულის ავსების ხასიათს, ზღუდავს საკნის გაფართოებას და აბალანსებს ორივე პარკუჭის შეთანხმებულ მუშაობას.
მწვავე პერიკარდიტის ნიშნები და სიმპტომები პერიკარდიუმის ქსოვილის ანთების შედეგია. პერიკარდიუმს კარგი ინერვაცია აქვს, რის გამო ანთება იწვევს მძიმე ფორმის ტკივილს. პერიკარდიტი შესაძლოა იყოს ფიბროზული (მშრალი) ან სველი, ჩირქოვანი, სეროზული ან ჰემორაგიული ექსუდატით. პერიკარდიტის თანმხლები გამონაჟონი როგორც წესი, ანთების საპასუხოდ ვითარდება. ნორმალური პერიკარდიუმი წყლის და ელექტროლიტების გამტარია და პერიკარდიული სითხე დინამიკურ წონასწორობაშია სისხლის შრატთან. ანთებითი პერიკარდიული ქსოვილი არღვევს ამ წონასწორობას. ანთებითი მედიატორების ადგილობირივმა წარმოქმნამ, როგორიცაა ციტოკინები, სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი და ინტერლეიკინები, შესაძლოა გამოიწვიოს სითხის გამოყოფა ვისცერული პერიკარდიუმიდან, ისევე, როგორც უფრო დიდი მოლეკულების ექსუდაცია, რომელიც იზიდავს დამატებით სითხეს და არღვევს რეზორბციას.[13][14][28]კონსტრიქციული პერიკარდიტი აზიანებს ნორმალურ დიასტოლურ ავსებას და შესაძლოა მწვავე პერიკარდიტის შუალედური ან გვიანი გართულება იყოს.[Figure caption and citation for the preceding image starts]: კონსტრიქტიციული პერიკარდიტი აუტოფსიით დგინდება; სწორი განაკვეთია ნაწიბუროვანი ქსოვილის გაკვეთა გულის წინა ნაწილიდანXu JD, Cao XX, Liu XP, et al. BMJ Case Reports 2009; doi:10.1136/bcr.03.2009.1688 [Citation ends].
კლასიფიკაცია
კლინიკური კლასიფიკაცია[1]
პერიკარდიტის კლასიფიცირება შესაძლებელია ანთების ხანგრძლივობის, ასევე ეტიოლოგიის და გართულებების/შედეგების მიხედვით.
ა. მწვავე პერიკარდიტი (ახალი დაწყებულია, <4-6 კვირა)
პერიკარდიული ანთებითი სინდრომი მომდევნო 4 კრიტერიუმიდან მინიმუმ 2-თან მაინც ასოცირდება:
დამახასიათებელი ტკივილი გულმკერდის არეში არის: მკვეთრი, პლევრული ხასიათის, რომელიც მსუბუქდება ჯდომისას წინ გადახრით და უარესდება ბრტყელ ზედაპირზე წოლისას
პერიკარდიუმის ხახუნის ხმიანობა; როგორც ხრაშუნა თოვლზე სიარული
ელექტროკარდიოგრამაზე ახლად გამოვლენილი დიფუზური ST-ელევაციები (უნაგირის ფორმის) ან PR დეპრესიები
ახალი ან გაუარესებული გამონაჟონი პერიკარდიუმში.
დამატებითი ნიშნებია:
ანთების მარკერების (მაგ. C-რეაქტიული ცილის, ედსის, სისხლის თეთრი უჯრედების) მომატება
პერიკარდიუმის გასქელების/ანთების დადასტურება ხდება თანამედროვე გამოსახულებითი ტექნიკის საშუალებით (მაგ, გულის CT ან MRI).
შესაძლოა ფიბრინულ ან თხევად (სეროზულ ან სერო-ჰემორაგიულ) პერიკარდიულ გამონაჟონთან იყოს ასოცირებული.
ბ. პერიოდული პერიკარდიტი
ნიშნები და სიმპტომები 4-6 კვირაზე მეტი და 3 თვეზე ნაკლები პერიოდით, რემისიების გარეშე გრძელდება.
გ. განმეორებითი პერიკარდიტი
ნიშნების და სიმპტომების განმეორება მწვავე პერიკარდიტის პირველადი დადასტურებიდან ≥4-6 კვირიანი უსიმპტომო ინტერვალით.
დ. ქრონიკული პერიკარდიტი
სიმპტომების და ნიშნების გახანგრძლივება >3 თვის პერიოდით.
ქვეტიპები:
კონსტრიქციული (განპირობებული ქრონიკულად გასქელებული პერიკარდიუმით)
ექსუდაციურ-კონსტრიქციული (პერიკარდიუმში ერთდროულად თხევადი გამონაჟონის და გასქელებული პერიკარდიუმით განპირობებული შეხორცებების არსებობა)
ადჰეზიური (არაკონსტრიქციული).
ეტიოლოგიური კლასიფიკაცია[1][2][3][4][5][6][7][8][9][10][11]
ა. ინფექციური
ვირუსული
კოქსაკის ვირუსი A9 ან B1-4
Echo 8 ჯგუფის ენტეროვირუსი
ყბაყურა
ებშტეინ ბარის ვირუსი
ციტომეგალოვირუსი (Cytomegalovirus)
ჩუტყვავილა
წითურა
აივ-ი
პარვოვირუსი B 19
დენგე
ზიკა
SARS-CoV-2
ბაქტერიული
პნევმოკოკური ინფექცია
მენინგოკოკური ინფექცია
გონოკოკური ინფექცია
Haemophilus
ქლამიდიური ინფექცია
ტუბერკულოზი
სიფილისი (ათაშანგი)
ბორელიოზი (ლაიმის დაავადება)
პროპიონიბაქატერიები
სოკოვანი ინფექცია
კანდიდა
ჰისტოპლაზმური ინფექცია
პარაზიტული
Entamoeba histolyrica
ექინოკოკი
ბ. სისტემურ აუტოიმუნურ დაავადებებთან ასოცირებული
SLE
რევმატოიდური ართრიტი
სისტემური სკლეროზი
რეაქტიული ართრიტი
ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელება
სისტემური ვასკულიტი
ნაწლავთა ანთებითი დაავადება
სარკოიდოზი
გ. მეორადი იმუნური პროცესი
რევმატიული ცხელება
პერიკარდიოტომიის შემდგომი სინდრომი
მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი სინდრომი
პოსტ-კარდიალური აბლაცია ან პერკუტანეული კორონარული ინტერვენცია
დ. პერიკარდიტი და პერიკარდიული გამონაჟონი ირგვლივ მდებარე ორგანოების დაავადებების დროს
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი
მიოკარდიტი
პარანეოპლასტური სინდრომი
ე. მეტაბოლურ დაავადებებთან ასოცირებული
ურემია
მიქსედემა
ვ. ტრავმული დაზიანება
პირდაპირი დაზიანება
გულმკერდის გამჭოლი ჭრილობა
საყლაპავის პერფორაცია
არაპირდაპირი დაზიანება
გულმკერდის არაგამჭოლი დაზიანება
შუასაყრის დასხივება
ზ. ნეოპლასტიური პათოლოგია
პირველადი სიმსივნეები (იშვიათი მიზეზია)
მეზოთელიომა
ანგიოსარკომა
ფიბროსარკომა
მეორადი მეტასტაზები
ფილტვის კარცინომა
ძუძუს კარცინომა
ლეიკემია და ლიმფომა
კუჭის და მსხვილი ნაწლავის პათოლოგია
მელანომა
სხვა მიზეზები, მათ შორის კარცინოიდი
პერიკარდიტი სიმსივნის მქონე პაციენტებში ხშირად არა ავთვისებიანია. (მაგ, მედიასტინური, შუასაყრის დასხივება, რადიაციის ან ოპორტუნისტული ინფექციის შემდგომი, მეორეულად განვითარებული)
თ. მედიკამენტით გამოწვეული
მგლურას მსგავსი სინდრომი
პროკაინამიდით გამოწვეული
ჰიდრალაზინით გამოწვეული
მეთილდოფათი გამოწვეული
იზონიაზიდით გამოწვეული
ფენიტოინით გამოწვეული
ქემოთერაპიით (ჩვეულებრივ კარდიომიოპათიასთან ასოცირებული მედიკამენტებით) გამოწვეული
დოქსორუბიცინით გამოწვეული
დაუნორუბიცინით გამოწვეული
ციკლოფოსფამიდი
ფლუროურაცილით გამოწვეული
ციტარაბინით გამოწვეული
ეოზინოფილიით მიმდინარე ჰიპერმგრძნობელობით გამოწვეული
პენიცილინის ჯგუფის მედიკამენტებით გამოწვეული
სხვა
სულფანილამიდებით გამოწვეული
ციკლოსპორინი
სიმსივნის ნეკროზის ალფა ფაქტორის ინჰიბიტორებით გამოწვეული
იმუნური გამშვები პუნქტის ინჰიბიტორები (მაგ., CTLA-4 ინჰიბიტორები, PD-1 ინჰიბიტორები და PD-L1 ინჰიბიტორები)
თიროზინკინაზას ინჰიბიტორები (მაგ., დასატინიბი)
ი. იდიოპათიური
იდიოპათიური და ვირუსული გამომწვევები ყველაზე ხშირია. აუტოიმუნური დაავადებები ასევე ხშირი მიზეზია. მედიკამენტებით გამოწვეული იშვიათია, სოკოვანი ინფექციით გამოწვეული კი ძალზედ იშვიათია.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას