პროგნოზი

როგორც ტრავმული, ასევე ატრავმული რაბდომიოლიზის შედეგად ნარჩენი მუდმივი დაზიანება მინიმალურია. სწორი მკურნალობის შემთხვევაში პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდება.

სიკვდილობა

ერთ სერიაში, 87 პაციენტიდან 8 გარდაიცვალა.[3] თუმცა, უცნობია, სიკვდილობის შემთხვევები რაბდომიოლიზით იყო გამოწვეული თუ ფონური მიზეზებით.

თირკმლის უკმარისობით გართულებული რაბდომიოლიზის რეტროსპექტიული 14 წლიანი მიმოხილვის მიხედვით გადარჩენის მაჩვენებელი 78.6%-ს შეადგენს (ამჟამად გამოიყენება ტერმინი თირკმლის მწვავე დაზიანება).[38][41]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას