გართულებები
რაბდომიოლიზი იწვევს თირკმლის მწვავე დაზიანების შემთხვევათა დაახლოებით 10%-ს.[1][5]
თირკმლის მწვავე დაზიანების განვითარება მულტიფაქტორულად ითვლება. კუნთის დაზიანება იწვევს მიოგლობინის, შარდმჟავას და მიოციტების ციტოზოლის შემადგენლობის პლაზმაში გამოთავისუფლებას. თირკმლის მილაკებში წარმოიქმნება პიგმენტირებული ცილინდრები, რომლებიც იწვევენ ობსტრუქციას, ხოლო მილაკების ტოქსიკურობა სავარაუდოდ განპირობებულია მიოგლობინის ჰემო კომპონენტებისთვის.[5] პერფუზიის ნაკლებობის გამო თირკმლის არტერიოლების ვაზოკონსტრიქციის შედეგად ყალიბდება თირკმლის იშემია.
მკურნალობა მიზნად ისახავს ჰიდრატაციას და აგრესიულ დიურეზს.[33] მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს შარდის გატუტიანებას და შარდმდენებით თერაპიას.
ჰიპერკალიემია ყველაზე ლეტალური დარღვევაა, რადგანაც მას შეუძლია პარკუჭოვანი არითმიების გამოწვევა.
ჰიპოკალციემია ადრეული ნიშანია და სავარაუდოდ გამოწვეულია დაზიანებულ კუნთოვან ქსოვილში კალციუმის დეპონირებით. თუმცა, კალციუმის დამატება რეკომენდებული არ არის, რადგანაც მომატებული ფოსფორის ფონზე შესაძლებელია რბილ ქსოვილებში მათი დეპონირება.
ასევე საჭიროა დავაკვირდეთ ფოსფორისა და მაგნიუმის დონეებს, რადგანაც ორივე შეიძლება მომატებული იყოს დაზიანებული მიოციტებიდან გამოთავისუფლების ხარჯზე.
ელექტროლიტების მძიმე დარღვევა და ასოცირებული მეტაბოლური აციდოზი საჭიროებს გადაუდებელ ჰემოდიალიზს.
კომპარტმენტის სინდრომი შეიძლება იყოს რაბდომიოლიზის (ტრავმული "ქრეშ" დაზიანება) მიზეზი ან ატრავმულად კიდურის ომობილიზაციის და კომპრესიის შედეგი.
ეს არის თვითგანვითარებადი მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია სისხლძარღვოვანი ოკლუზიით, ქსოვილოვანი იშემიითა და შეშუპებით.
კუნთშიდა ქსოვილის კომპარტმენტების მონიტორინგი ვიკის კათეტერით გვეხმარება ფასციოტომიის შესახებ ქირურგიული გადაწყვეტილების მისაღებად.
დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედება შეიძლება განვითარდეს ექსტენსიური მიონეკროზის ფონზე, დაზიანებული კუნთოვანი უჯრედებიდან გამააქტიურებელი ნივთიერებების გამოყოფის გამო.
შეიძლება საჭირო გახდეს ახლადგაყინული პლაზმა და/ან თრომბოციტების გადასხმა.
მულტისისტემური უკმარისობა, მათ შორის ფილტვისა და ღვიძლის დისფუნქცია, შეიძლება შეგვხვდეს რაბდომიოლიზის მძიმე შემთხვევებში.
ღვიძლის ფუნქციური სინჯები კეთდება ღვიძლის უკმარისობის საკონტროლოდ. ფილტვის უკმარისობის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ვენტილაციური დახმარება.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას