დიფერენციული დიაგნოზები

მიოკარდიუმის ინფარქტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ტიპური ანამნეზი- გულმკერდის ტკივილი, ასოცირებული რისკფაქტორები, ნიშნები და სიმპტომები.

კვლევები

ელექტროკარდიოგრამაზე შეიძლება გამოვლინდეს ST სეგმენტის ცვლილებები.

როგორც წესი, იზრდება გულის ბიომარკერები (მაგ., გულის სპეციფიკური ტროპონინები).

გრიპი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

მიალგია, რომელსაც სასუნთქი ტრაქტის სიმპტომები ახლავს თან, ცხელება და თავის ტკივილი.

კვლევები

კრეატინ კინაზა მომატებული არ არის, გარდა გრიპის ვირუსული მიოზიტის შემთხვევებისა. ეს ძალიან იშვიათია და ალბათობა მეტია ბავშვებში.

შეიძლება გამოვიყენოთ კულტურა, სეროლოგია და ანტიგენის აღმოჩენის იმუნოკვლევები, თუმცა ისინი მგრძნობიარე და სპეციფიკური არ არის და ინტერპრეტაცია საჭიროა კლინიკური ნიშნების გათვალისწინებით.

ფიბრომიალგია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სხეულის დიფუზური ტკივილი კეროვანი მტკივნეულობის გარკვეული წერტილებით.

დიაგნოზი ემყარება კლინიკურ კრიტერიუმებს.

კვლევები

კრეატინ კინაზა მომატებული არ არის.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას