განხილვები პაციენტთან
ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში მცხოვრები /მომუშავე ადამიანები უნდა იყვნენ ინფორმირებული VEEV ინფექციის ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ (მაგ., მწვავე უცნობი ცხელების დაავადება ინტენსიური თავის ტკივილით), და რაიმე ნიშნების ან სიმპტომების გამოვლენისას ან VEEV ინფექციაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, რჩევებისთვის მიმართონ ინფექციური დაავადებების სპეციალისტს.
სათანადო ზომები უნდა იქნას მიღებული კოღოს კბენის თავის ასარიდებლად, მაგალითად: [26]
დამცავი ტანსაცმელი (მაგ, გრძელსახელოებიანი პერანგი და გრძელი შარვალი); ტანსაცმელი შეიძლება დამუშავდეს პერმეტინით, მაგრამ ეს უნდა იყოს შესრულებული ინსტრუქციის მიხედვით;
სხეულის ან ტანსაცმლის გამოსაჩენ ადგილას კოღოს რეპელენტების გამოყენება (მაგ., DEET შემცველი [N,N-დიეთლ-3-მეთილბენზამიდი], პიკარიდინი, IR3535, ან ლიმონის ევკალიპტის ზეთი)
კოღოების ბადეების გამოყენება (შესაძლებელია ინსექტიციდის მისხურება).
კოღოებისგან დასაცავად სახლის ფანჯრებზე და კარებზე დაცული დაუზიანებელი ბადეების გამოყენება
სახლში და გარეთ კონტეინერების დაცლა, დასუფთავება და დახურვა, რადგან მასში დარჩენილი წყალი კოღოების გასამრავლებლად ხელსაყრელ პირობებს ქმნის.
გარე აქტივობების შემცირება დღის იმ მონაკვეთში, როდესაც კოღოები განსაკუთრებით აქტიურები არიან.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას