გართულებები
ენცეფალიტით გამოწვეული ნევროლოგიური გართულებები (მაგ., გულყრები, დეზორიენტაცია, ატაქსია, და პარეზები) გვხვდება VEEV ინფექციის შემთხვევათა 4%-14%-ში, უფრო მაღალი გავრცელებით ბავშვებში.[2] ნევროლოგიური გართულებები უფრო გავრცელებულია VEEV-ის ეპიზოოტურ ქვეტიპებს (IAB და IC) შორის ენზოოტურ ქვეტიპებთან შედარებით.[5] VEEV-მა შესაძლოა გამოიწვიოს ნევროლოგიური გართულებები, რამეთუ შეუძლია მასპინძლის ცნს-ის ინფიცირება. გაზრდილი ინტრაკრანიული წნევის მონიტორინგმა შეიძლება დაგვიცვას ტვინის თიაქრისგან და სიკვდილისგან.
გულყრები VEEV ინფექციის გართულებას წარმოადგენს, უფრო მეტად გვხვდება ბავშვებში. 1995 წელს ვენესუელაში მომხდარი მასშტაბური ეპიდაფეთქების დროს 313 ჰოსპიტალიზებული პაციენტიდან 70.6%-ს აღენიშნებოდა VEEV ინფექციით გამოწვეული ენცეფალიტის მიზეზით განვითარებული გულყრები.[25] ასეთი გულყრების მართვისთვის გამოყენებულ უნდა იქნას ანტიკონვულსანტები, მაგრამ მკურნალობა აუცილებლად უნდა მოხდეს მონიტორინგის ქვეშ, რათა დავრწმუნდეთ, რომ მიღწეულია თერაპიული დონე.
VEEV ინფექციის მქონე ორსულები შეიძლება იყვნენ მკვდრადშობადობის და სპონტანური აბორტის რისკის ქვეშ.[30]
არსებობს VEEV-თან დაკავშირებული მძიმე გასტროინტესტინური სისხლდენის შემთხვევები.[4] ჰისტოპათოლოგიური კვლევებით, VEEV-ით ინფიცირებულ პირებში ვლინდება ლიმფოციტების მკვეთრი გამოლევა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფოლიკულური ნეკროზი, რაც შესაძლოა ხსნიდეს ამ კავშირს.[33] ზოგიერთ შემთხვევაში წარმატებულია რეჰიდრატაცია და სისხლის პროდუქტების გამოყენება.[4]
VEEV ინფექციების მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს მსუბუქი ან მძიმე ჰეპატიტი. VEEV-ით ინფიცირებული პაციენტების ჰისტოპათოლოგიურმა გამოკვლევამ გამოავლინა ჰეპატოცელულური დეგენერაცია.[33]
VEEV-ით ინფიცირებული პაციენტების ჰისტოპათოლოგიურმა კვლევამ გამოავლინა ინტერსტიციური პნევმონია, რომელიც შეიძლება გართულდეს მწვავე ბრონქოპნევმონიით.[33]
სენსორული დეფექტები შეიძლება განვითარდეს დროის ხანგრძლივ პერიოდში, როგორც VEEV ინფექციით გამოწვეული ნევროლოგიური გართულებების შედეგი.[41]
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში გულყრების საკონტროლოდ ბენზოდიაზეპინების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოტენზია და სედაცია, რაც საჭიროებს ინტუბაციას პაციენტის სასუნთქი გზების გამტარობის დასაცავად.
ანტიკონვულსანტებს (როგორიცაა ფენიტოინი) გააჩნია წამალი-წამალთან ურთიერთქმედება, ზოგადად რეკომენდებული არ არის ორსულობის დროს, და გააჩნია მრავალი შესაძლო გვერდითი ეფექტი (მაგ., გონების არევა, მეტყველების, ყლაპვის გაძნელება, ტრემორი).
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას