შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

ამაზონში მოგზაურობის შემდეგ 16 წლის ბიჭი ბრუნდება აშშ-ში და 2 დღის შემდეგ ხვდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში. იგი უჩივის ცხელებას, თავის ტკივილს, პირღებინებას, დიარეას და მიალგიას, რაც გრძელდება 24 საათის განმავლობაში. გადაუდებელ სამედიცინო დახმარების განყოფილებაში მოყვანის შემდეგ გასინჯვით ვლინდება ცხელება (39.1°C) და მსუბუქი ტაქიკარდია (გულისცემის სიხშირე: 110 დარტყმა წუთში). შესრულდა სისხლის საერთო ანალიზი, შარდოვანას და ელექტროლიტების ტესტი, ბიოქიმიური ანალიზი, ღვიძლის ფუნქციური სინჯები, მალარიას ანტიგენის სწრაფი ტესტი და შრატის სეროლოგიური ანალიზი არბოვირუსზე. კვლევის შედეგებით ვლინდება მსუბუქი ლეიკოციტოზი (ლეიკოციტების რაოდენობა არის 12.5 x 10^6 უჯრედი/მლ) და ტრანსამინიტი (ასპარტატ და ალანინ ამინოტრასფერაზას დონე ორჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს). მალარიის სწრაფი ტესტის პასუხი უარყოფითია, ხოლო სეროლოგიური ანალიზი კვლავ მიმდინარეობს. პაციენტს მიეწოდა სითხეები ინტრავენურად. იგი გაიწერა სახლში და დაენიშნა პარაცეტამოლი. 3 დღის შემდეგ მშობლებს პაციენტი მოჰყავთ უკან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში. სახლში პაციენტი გახდა დეზორიენტირებული და განუვითარდა გენერალიზებული გულყრა. პაციენტი ჰოსპიტალიზდა, შემდგომ ინტრავენურად მიეწოდა სითხეები, ლორაზეპამი და ფენიტოინი. ჩატარდა ლუმბური პუნქცია, რის შემდეგაც ინტრავენურად მიეწოდა ვანკომიცინი, ცეფტრიაქსონი და აციკლოვირი. თავზურგტვინის სითხის ანალიზზე ვლინდება მსუბუქი პლეოციტოზი ლიმფოციტური სიჭარბით, ბიოქიმიური ანალიზის შედეგები ნორმალურია, გრამის წესით შეღებვის პასუხი და მარტივ ჰერპესვირუსზე პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის პასუხი უარყოფითია. ჩატარდა თავის კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. თავის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე მნიშვნელოვანი ნიშანი არ იკვეთება, თუმცა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით ვლინდება თეთრი ნივთიერების გაძლიერებული სურათი ქერქქვეშა მიდამოზე. არობივირუსის სეროლოგიური ანალიზისთვის იგზავნება შრატის განმეორებითი ნიმუში ლაბორატორიაში. პაციენტს დამატებითი გულყრა არ უვითარდება, ხოლო შემდგომი კვირის განმავლობაში მისი ფსიქიკური სტატუსი უმჯობესდება. პაციენტის თავდაპირველი სეროლოგიური ტესტები ბრუნდება და უარყოფითია დენგეს ვირუსზე, წმ. ლუისის ენცეფალიტის ვირუსზე და ვენესუელური ცხენის ენცეფალიტის ვირუსზე. განმეორებითი სეროლოგიურ იანალიზი დადებითია ვენესუელური ცხენის ენცეფალიტის ვირუსზე. კლინიკიდან გაწერის შემდეგ პაციენტს აღენიშნება პერსისტენტული დაღლილობა 1 თვის განმავლობაში, თუმცა შემდგომ სრულიად ჯანმრთელია. 

შემთხვევის ანამნეზი #2

8 წლის გოგონა, რომელიც პანამაში, დარიენის პროვინციაში ცხოვრობს, უჩივის სწრაფად დაწყებულ ცხელებას, შემცივნებას, ძლიერ თავის ტკივილს და მიალგიას. ბავშვი ოჯახთან ერთად ცხოვრობს ხის სახლში, რომელსაც ფანჯრები და ბადეები არ აქვს. ტანსაცმელს მდინარეში რეცხავენ. უფროს ძმას მსგავსი სიმპტომები ჰქონდა 1 თვით ადრე. მან მიაკითხა ადგილობრივ კლინიკას, სადაც გასინჯა ადგილობრივმა ექიმმა. გასინჯვისას აღმოჩნდა, რომ ჰქონდა ცხელება; სხვამხრივ ბავშვის შეფასებით მიღებული სურათი ნორმალური იყო. 

სხვა გამოვლინებები

პაციენტები ასევე შეიძლება წარმოდგენილი იყვნენ ჰემორაგიით (მაგ., ეპისტაქსია, ჰემატურია, ჰემატემეზი, მელენა), სიყვითლით, ან ჰეპატომეგალიით. VEEV პირველად გამოყოფილი იყო 1928 წელს ენცეფალიტით მკვდარი ცხენის ტვინიდან.[4][5]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას