მონიტორინგი
აწარმოეთ VEEV ინფექციის და ნევროლოგიური დაზიანების მქონე პაციენტის მონიტორინგი გულყრების დროული იდენტიფიცირებისთვის.
სისხლდენის განვითრების შემთხვევაში რეგულარულად შეამოწმეთ ჰემოგლობინი ან ჰემატოკრიტი.
თუ პაციენტი მკურნალობს ანტიკონვულსანტებით, ამ მედიკამენტების დონე სისხლში ყურადღებით უნდა გაკონტროლდეს, რათა დავრწმუნდეთ, რომ მივაღწიეთ თერაპიულ დონეს.
გქონდეთ მოლოდინი ინტრაკრანიული წნევის მატების, ხოლო ამ უკანასკნელის განვითრების შემთხვევაში ჩაატარეთ მკურნალობა თავის ტვინის თიაქრის და ლეტალური გამოსავალის პრევენციისთვის.
ორსული ქალების მეთვალყურეობა ყურადრებით უნდა მიმდინარეობდეს, ვინაიდან აღწერილია კავშირი დედის VEEV ინფექციასა და მკვდრადშობადობა/სპონტანურ აბორტს შორის.[30]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას