მკურნალობის ალგორითმი

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება

მწვავე

სიმპტომიანი პაციენტები

Back
1-ლი რიგის –

დამხმარე მკურნალობა

EEEV ინფექცია შეტყობინებადი დაავადებაა აშშ-სა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში; შესაბამისად, EEEV ყველა შემთხვევა აღინუსხება ამ ქვეყნების ადგილობრივი ჯანდაცვის დაწესებულებაში.

EEEV ინფექციის სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა არ არსებობს.

პაციენტი შეიძლება იყოს უსიმპტომო ან ჰქონდეს დენგეს ცხელების ან გრიპის მსგავსი სიმპტომები (მაგალითად, ცხელების მწვავე დასაწყისი, შეუძლოდ ყოფნა, თავის ტკივილი, ჟრჟოლა, ართრალგია, მიალგია) ნევროლოგიური სიმპტომტომების (ენცეფალიტი) თანხლებით ან მათ გარეშე.

უსიმპტომო პაციენტი არ საჭიროებს მკურნალობას. ცხელების მქონე პაციენტის დამხმარე მკურნალობა მოიცავს პერორალურად სითხის დიდი რაოდენობის მიცემას (საკმარისი სითხე, რომ შარდი იყოს გამჭვირვალე), აგრეთვე ანალგეტიკების და /ან ანტიპირეტიკების გამოყენებას (მაგ. პარაცეტამოლი).

ნევროლოგიური სიმპტომების არარსებობისას დაავადება 1-2 კვირაში სრულდება.[5]

პირველადი პარამეტრები

პარაცეტამოლი: ბავშვები: 10-15 მგ/კგ პერორალურად, ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, 75 მგ/კგ/დღეში; მოზრდილები: 500-1000 მგ პერორალურად ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 4000 მგ/დღეში

Back
პლიუს –

სითხეები პერორალურად ან ინტრავენურად + ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

სიმპტომიან პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ გულისრევა, ღებინება და დიარეა.

თუ ღებინების და დიარეის გამო განვითარებულია მძიმე დეჰიდრატაცია, საჭიროა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და შესაძლებლობის შემთხვევაში პერორალური ან ინტრავენური სითხეების (კრისტალოიდები, მაგ. ფიზიოლოგიური ხსნარი ან რინგერის ლაქტატის ხსნარი) გამოყენება ღებინების საწინააღმდეგო აგენტთან (მაგ. ონდანსეტრონი) ერთად.

თუ პაციენტს დასაწყისშივე მიეცა ონდასეტრონის ერთჯერადი პერორალური დოზა, შეიძლება აღარ გახდეს საჭირო ინტრავენური გადასხმა ან ჰოსპიტალიზაცია ბავშვებში.[42] სხვა ანტიემეტური საშუალებები რეკომენდებული არ არის, ნაკლები მარგებლობის და უარყოფითი ეფექტის რისკის გამო.

პირველადი პარამეტრები

ონდანსეტრონი: ბავშვები ≥6 თვის ასაკის და 8-15 კგ წონა: 2 მგ პერორალურად ერთჯერადი დოზა; ბავშვები 15-30 კგ წონა: 4 მგ პერორალურად ერთჯერადი დოზა; ბავშვები >30 კგ წონა და ზრდასრულები: 6-8 მგ პერორალურად ერთჯერადი დოზა

Back
პლიუს –

ჰოსპიტალიზაცია + შემდგომი დამხმარე მკურნალობა

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

ნევროლოგიური /ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართულობა ყველაზე ხშირია 15 წლამდე და 50 წლის ზევით ასაკობრივ ჯგუფში. თუმცა, სამხრეთამერიკული ვირუსით/მადარიაგას ვირუსით გამოწვეული ნევროლოგიური ჩართულობა უფრო ხშირია ბავშვებში.[16]

ნევროლოგიური სიმპტომების (მაგ,მენტალური სტატუსის ცვლილება, დეზორიენტაცია, ატაქსია, გულყრები, პარეზი) მქონე პაციენტები საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

თუ პაციენტს მენტალური სტატუსის ცვლილება აღენიშნება (მაგ. ობტუნდაცია) მას უნდა ჩაუტარდეს ინტუბაცია და უზრუნველყოფილ იქნას მექანიკური ვენტილაციით.

თავის ტვინის შეშუპებისა და ქალასშიდა წნევის მომატების შესაფასებლად უნდა ჩატარდეს კრანიული ნერვების გამოკვლევა, ფუნდოსკოპიური კვლევა და თავის კომპიუტერული ტომოგრაფია ან თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა. თუ ქალასშიდა წნევა მომატებულია, წნევის შესამცირებლად შეიძლება განვიხილოთ თავის აწევა, ჰიპერვენტილაცია, და ინტრავენური მანიტოლი.[43] ამ შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს ექსტრავენტრიკულური დრენირება.

პირველადი პარამეტრები

მანიტოლი: ბავშვები: თავდაპირველად 0.25-1 გ/კგ ინტრავენურად, შემდეგ 0.25-0.5 გ/კგ ყოველ 4 საათში ერთხელ; ზრდასრულები: 1-2 გ/კგ ინტრავენურად თავდაპირველად, შემდეგ 0.25-1 გ/კგ ყოველ 4 საათში ერთხელ

Back
პლიუს –

ანტიკონვულსანტი

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

ნევროლოგიური სიმპტომების მქონე პაციენტი უნდა შეფასდეს გულყრებზე და უნდა დაენიშნოს ანტიკონვულსანტებით მკურნალობა, თუ გამოვლენილია ან ანამნეზში ფიქსირდება გულყრები.

ბენზოდიაზეპინებს უპირატესობა ენიჭება გულყრების მართვის საწყის ეტაპზე, ლორაზეპამთან ერთად, რომელიც ყველაზე ეფექტურია ხანგრძლივი ნახევარდაშლის პერიოდის გამო.

თუ გულყრების შესაჩერებლად საჭიროა მეორე წამალი, მიზანშეწონილია ფენიტოინის დანიშვნა. ორსულ ქალებში ფენოტიონი გამოიყენება მხოლოდ სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების დროს, მისი პოტენციური ტერატოგენურობის გამო.

თერაპიული დონეების მიღწევის უზრუნველსაყოფად შრატში უნდა გაკონტროლდეს მედიკამენტის დონეები.

პირველადი პარამეტრები

ლორაზეპამი: ბავშვები: 0.05-0.1 მგ/კგ (მაქსიმალური დოზა 4 მგ/კგ) ინტრავენურად ერთჯერადი საწყისი დოზით, შეიძლება გაიმეოროთ საჭიროებისამებრ 10-15 წუთში ერთხელ; ზრდასრულები: 4 მგ ინტრავენურად ერთჯერადი საწყისი დოზით, შეიძლება გაიმეოროთ საჭიროებისამებრ 10-15 წუთში ერთხელ

მეორეული ვარიანტები

ფენიტოინი: ბავშვები და ზრდასრულები: 15-20 მგ/კგ ინტრავენურად დამტვირთავი დოზის სახით, შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, 5-10 მგ/კგ ერთჯერადი დოზი სახით; შემანარჩუნებელი დოზის შესარჩევად საჭიროა სპეციალისტის კონსულტაცია

Back
პლიუს –

აციკლოვირი

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

ვირუსული ენცეფალიტის ამსახველი რადიოლოგიური კვლევების ან თავზურგტვინის სითხის მონაცემების არსებობის პირობებში, მიზანშეწონილია პაციენტის მკურნალობა ინტრავენური აციკლოვირით, რომელიც დაფარავს მარტივი ჰერპესის ვირუსის პოტენციურ ინფექციას. მედიკამენტი ასევე გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ტესტების ჩატარება 6 საათის ფარგლებში ვერ ხერხდება, ან პაციენტის მდგომარეობა უარესდება.[39]

პირველადი პარამეტრები

აციკლოვირი: ბავშვები: 10-20 მგ/კგ ინტრავენურად ყოველ 8 საათში ერთხელ; მოზრდილები: 10 მგ/კგ ინტრავენურად ყოველ 8 საათში ერთხელ

Back
პლიუს –

ემპირიული ანტიბიოტიკოთერაპია

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

დაწყებულ უნდა იქნას ემპირიული ანტიბიოტიკოთერაპია, სანამ არ გამოირიცხება ბაქტერიული ენცეფალიტი.[38]

შესაბამისი ანტიბიოტიკები ინიშნება ადგილობრივი პროტოკოლის მიხედვით, მაგრამ უნდა იყოს ფართო სპექტრის.

back arrow

აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას