მიდგომა
EEEV ინფექცია შეტყობინებადი დაავადებაა აშშ-სა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში; შესაბამისად, EEEV ყველა შემთხვევა აღინუსხება ამ ქვეყნების ადგილობრივი ჯანდაცვის დაწესებულებაში.
EEEV ინფექციის სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა არ არსებობს. პაციენტი შეიძლება იყოს უსიმპტომო ან ჰქონდეს დენგეს ცხელების ან გრიპის მსგავსი სიმპტომები (მაგალითად, ცხელების მწვავე დასაწყისი, შეუძლოდ ყოფნა, თავის ტკივილი, ჟრჟოლა, ართრალგია, მიალგია) ნევროლოგიური სიმპტომტომების (ენცეფალიტი) თანხლებით ან მათ გარეშე. გულისრევა, ღებინება, დიარეა, ასევე შესაძლებელია სიმპტომიან პაციენტებში.
უსიმპტომო პაციენტი არ საჭიროებს მკურნალობას. ცხელების მქონე პაციენტები საჭიროებენ დამხმარე მკურნალობას. ნევროლოგიური სიმპტომების გარეშე მიმდინარე ცხელება, როგორც წესი, სრულდება 1-2 კვირაში.[5] ნევროლოგიური სიმპტომების არსებობისას, ისინი ვითარდება რამდენიმე დღეში და მოიცავს გაღიზიანებას, ძილიანობას, მენტალურ სტატუსის ცვლილებას, გულყრებს, კრანიული ნერვების დამბლას, ფოკალურ სისუსტეს და მენინგიზმს. ნევროლოგიური სიმპტომების მქონე პაციენტი, საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, რამდენადაც ეს შესაძლებელია. თუ პაციენტს აქვს გულყრები, მას უნიშნავენ ანტიკონვულსანტებს და უზრუნველყოფენ სასუნთქი გზების დაცვას.
სიმპტომიანი პაციენტების დამხმარე მკურნალობა
ცხელების მქონე პაციენტის დამხმარე მკურნალობა მოიცავს პერორალურად სითხის დიდი რაოდენობის მიცემას (საკმარისი სითხე, რომ შარდი იყოს გამჭვირვალე), აგრეთვე ანალგეტიკების და /ან ანტიპირეტიკების გამოყენებას (მაგ. პარაცეტამოლი).
ღენიბეისა და დიარეის შედეგად მძიმე დეჰიდრატაციის განვითარების შემთხვევაში, პაციენტი უნდა ჰოსპიტალიზდეს და ჩაუტარდეს მკურნალობა პერორალური ან ინტრავენური სითხეებით, ღებინების საწიმააღმდეგო აგენტებთან ერთად (მაგ. ონდანსეტრონი). თუ ბავშვებში დასაწყისშივე გამოიყენეთ ონდასეტრონის ერთჯერადი პერორალური დოზა, შეიძლება აღარ გახდეს საჭირო ინტრავენური გადასხმა ან ჰოსპიტალიზაცია.[42] სხვა ანტიემეტური საშუალებები რეკომენდებული არ არის, ნაკლები მარგებლობის და უარყოფითი ეფექტის რისკის გამო.
ნევროლოგიური სიმპტომების მართვა
ნევროლოგიური /ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართულობა ყველაზე ხშირია 15 წლამდე და 50 წლის ზევით ასაკობრივ ჯგუფში. თუმცა, სამხრეთამერიკული ვირუსით/მადარიაგას ვირუსით გამოწვეული ნევროლოგიური ჩართულობა უფრო ხშირია ბავშვებში.[16]
ნევროლოგიური სიმპტომების (მაგ,მენტალური სტატუსის ცვლილება, დეზორიენტაცია, ატაქსია, გულყრები, პარეზი) მქონე პაციენტები საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას, რამდენადაც ეს შესაძლებელია და შეფასებას გულყრებზე, ტვინის შეშუპებასა და ინტრაკრანიულ ჰიპერტენზიაზე. გულყრის აქტივობის ან გულყრების ანამნეზის შემთხვევაში იყენებენ ანტიკონვულსანტებს. ბენზოდიაზეპინებს უპირატესობა ენიჭება გულყრების მართვის საწყის ეტაპზე, ლორაზეპამთან ერთად, რომელიც ყველაზე ეფექტურია ხანგრძლივი ნახევარდაშლის პერიოდის გამო. თუ გულყრების შესაჩერებლად საჭიროა მეორე წამალი, მიზანშეწონილია ფენიტოინის დანიშვნა. ორსულ ქალებში ფენოტიონი გამოიყენება მხოლოდ სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების დროს, მისი პოტენციური ტერატოგენურობის გამო. თუ პაციენტი იღებს ზოგიერთ ანტიკონვულსანტს, იწარმოება შრატში წამლის დონის მონიტორინგი იმის უზრუნველსაყოფად, რომ მიღწეულია მედიკამენტის თერაპიული დონე. თუ პაციენტს აღენიშნება ფსიქიკური სტატუსის ცვლილება (მაგ., გაბრუება), ადექვატური სუნთქვის უზრუნველსაყოფად პაციენტი უნდა დაინტუბირდეს და დაეწყოს ხელოვნური ვენტილაცია.
თავის ტვინის შეშუპებისა და ქალასშიდა წნევის მომატების შესაფასებლად უნდა ჩატარდეს კრანიული ნერვების გამოკვლევა, ფუნდოსკოპიური კვლევა და თავის კომპიუტერული ტომოგრაფია ან თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა. თუ ქალასშიდა წნევა მომატებულია, წნევის შესამცირებლად შეიძლება განვიხილოთ თავის აწევა, ჰიპერვენტილაცია და ინტრავენური მანიტოლი.[43] ამ შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს ექსტრავენტრიკულური დრენირება.
ვირუსული ენცეფალიტის ამსახველი რადიოლოგიური კვლევების ან თავზურგტვინის სითხის მონაცემების არსებობის პირობებში, მიზანშეწონილია პაციენტის მკურნალობა ინტრავენური აციკლოვირით, რომელიც დაფარავს მარტივი ჰერპესის ვირუსის პოტენციურ ინფექციას. მედიკამენტი ასევე გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ტესტების ჩატარება 6 საათის ფარგლებში ვერ ხერხდება, ან პაციენტის მდგომარეობა უარესდება.[39]
ბაქტერიული ენცეფალიტის დიაგნოზის გამორიცხვამდე დაწყებულ უნქდა იქნას ემპირიული ანტიბიოტიკოთერაპია.[38]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას