პირველადი პრევენცია
EEEV საწინააღმდეგო ლიცენზირებული ვაქცინა ადამიანებში გამოსაყენებლად არ არსებობს.
ბუნებაში
ენდემურ რეგიონებში კოღოს მიერ დაკბენის რისკის თავიდან აცილება - პირველადი პროფილაქტიკის საშუალებაა. შესაბამისი ტანსაცმლის ტარება (მაგალითად, გრძელსახელოებიანი პერანგი და გრძელი შარვალი), რეპელენტის გამოყენება (მაგალითად, DEET [N, N-diethyl-3-methylbenzamide], picaridin, IR3535, ან ლიმნის ან ევკალიპტის ზეთი) და კოღოს საწინააღმდეგო ბადეების გამოყენება შეამცირებს კოღოს მიერ დაკბენის რისკს. დახურულ სივრცეში (იდეალურია კონდიცირებულ გარემოში) ყოფნამ დღის იმ მონაკვეთში, როდესაც კოღოების განსაკუთრებით აქტიურები არიან, ასევე შეიძლება შეამციროს კოღოს მიერ დაკბენის რისკი.[32] CDC: Eastern Equine Encephalitis - Prevention Opens in new window
ლაბორატორია
ცხოველებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ შესაძლებელია EEEV-ის გადაცემა ჰაეროვანი გზით და კანქვეშა ინექციებით.[30][31] მუშაობა ვირუსის მაღალ კონცენტრაციასთან, პირით პიპეტირება, აეროზოლის წარმოქმნა (მაგ ქსოვილის ჰომოგენიზაცია, ცენტრიფუგირება) დაკავშირებული საქმიანობა არის ლაბორატორიულ პირობებში პროფესიული დაინფიცირების რისკ-ფაქტორი.
ჰაეროვანი გზით ინფექციის გადაცემის თავიდან აცილების მიზნით, EEEV-ით ინფიცირებულ მასალასთან მუშაობას ესაჭიროება ბიოუსაფრხოების მე-3 დონე ლაბორატორიის პერსონალის მიერ რესპირატორების სათანადო გამოყენებით.[1][33]
მეორეული პრევენცია
ცხენის აღმოსავლური ენცეფალომიელიტის ვირუსით ინფექცია შეტყობინებადი დაავადებაა ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში. ინფექცია არ გადაეცემა ინფიცირებულ ცხენებთან ან ადამიანებთან პირდაპირი კონტაქტით. ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა არ არის ხელმისაწვდომი.
მენინგიტის ან მენინგოენცეფალიტის საეჭვო შემთხვევისას, სანამ არ დამტკიცდება ბაქტერიული ინფექცია, ჰოსპიტალიზებულ პაციენტთან საჭიროა სიფრთხილე შესაძლო წვეთოვანი გზით დაინფიცირების თავიდან აცილების გამო.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას