განხილვები პაციენტთან
ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრობენ ან მუშაობენ ენდემურ რეგიონებში( მაგ. აშშ აღმოსავლეთ სანაპირო ან მექსიკის ყურის მიმდებარე შტატები) უნდა იცოდნენ EEEV ინფექციის ნიშნები და სიმპტომები და მიმართონ ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტს ასეთი ნიშნების თუ სიმპტომების გამოვლინების შემთხვევაში.
კოღოს ნაკბენისაგან თავის დასაცავად საჭიროა სათანადო ზომების მიღება.[32] მაგალითად:
დამცავი ტანსაცმელი (მაგ, გრძელსახელოებიანი პერანგი და გრძელი შარვალი); ტანსაცმელი შეიძლება დამუშავდეს პერმეტინით, მაგრამ ეს უნდა იყოს შესრულებული ინსტრუქციის მიხედვით;
რეპელენტის გამოყენება (მაგ.DEET [N, N-diethyl-3-methylbenzamide], პიკარდინი, IR3535, ან ლიმნის ან ევკალიპტის ზეთი) კანზე და/ან ტანსაცმელზე.
კოღოების ბადეების გამოყენება (შესაძლებელია ინსექტიციდის მისხურება).
ფანჯრებსა და კარებზე საიმედო და დაუზიანებელი ბადეების გამოყენება, განსაკუთრებით ღამით.
სახლში და გარეთ კონტეინერების დაცლა, დასუფთავება და დახურვა, რადგან მასში დარჩენილი წყალი კოღოების გასამრავლებლად ხელსაყრელ პირობებს ქმნის.
კოღოების აქტივობის პერიოდში ღია ცისქვეშ ყოფნნისგან თავის შეკავება.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას