ეპიდემიოლოგია

პირველად EEEV გამოყოფილ იქნა 1933 წელს ცხენის ტვინისგან, რომელიც დაიღუპა ენცეფალიტის გამო.[5] ვირუსი შემდეგ გამოყოფილი იყო ადამიანებისგან, გარეული ფრინველისგან, მცირე ზომის ძუძუმწოვრებისგან და კოღოებისგან მთელს ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ და შუა-დასავლეთ რეგიონებში. იზოლატები ასევე მიიღეს კარიბის რეგიონში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, მაგრამ ეს ვარიანტები დაფიქსირდა მრავალი წლის წინ და იშვიათად უკავშირდებოდა (თუკი საერთოდ უკავშირდებოდა) ადამიანის დაავადებას. გარდა ამისა, აღმოჩნდა რომ ისინი ანტიგენის თვისებებით განსხვავდებიან ჩრდილოეთ ამერიკის EEEV იაზოლატებისგან.[6]

ჩრდილოეთ ამერიკაში ადამიანის EEEV-ის პირველი აფეთქება შემჩნეულ იქნა 1938 წელს მასაჩუსეტში, რასაც მოჰყვა 34 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია, რომელთაგან თითქმის ყველა გარდაიცვალა.[7] ოცი წლის შემდეგ ნიუ ჯერსიში EEEV-ის აფეთქების დროს დარეგისტრირდა ენცეფალიტის 32 შემთხვევა, მათ შორის 22 გარდაცვალების.[7] ამ ეპიდაფეთქების დროს შეფასდა, რომ ენცეფალიტით დაავდებულთაგან 11 ბავშვს და 40 ზრდასრულს ჰქონდა უსიმპტომო ან საშუალო სიმძიმის ფორმა.[8] ამის შემდეგ ფიქსირდებოდა სპორადული შემთხვევები ჩრდილოეთ ამერიკის სხვა აღმოსავლურ შტატებში, წელიწადში საშუალოდ რეგისტრირდებოდა 7 შემთხვევა.[9] 2010 წლიდან 2018 წლამდე შეერთებულ შტატებში არბოვირუსზე ეროვნულმა სამეთვალყურეო ორგანიზაცია ArboNet-მა დაარეგისტრირა საერთო ჯამში 69 შემთხვევა ადამიანებში. ვირუსის დამატებითი 38 შემთხვევა გამოვლენილია 2019 წლის წინასწარ მონაცემებში, საიდანაც 19 ფატალური იყო.[9] 2019 წელს, მასაჩუსეტსის შტატში, დაფიქსირდა ვირუსის პირველი შემთხვევები ადამიანში 2013 წლის შემდეგ; იანვარი-აგვისტოს პერიოდში ოთხი შემთხვევა დადასტურდა, ერთი ფატალური. შესაბამისად, ვირუსის გააქტიურება შემაშფოთებელი იყო.[10] აღნუსხული საშუალო წლიური სიხშირე: ბავშვებში - 0.04 შემთხვევა მილიონში და მოზრდილებში - 0.03 შემთხვევა მილიონში.[11] შეერთებულ შტატებში ყველაზე მაღალი ინციდენტობა დაფიქსირებულია ფლორიდაში, მასაჩუსეტსში, ნიუ იორკში, ჩრდილოეთ კაროლინასა და მიშიგანში.[9] 

ჩრდილოეთ ამერიკაში EEEV-ის გადაცემა ძირითადად ხდება ატლანტიკური სანაპიროს ტყიან და ნესტიან მიდამოებში და მექსიკის ყურის მიმდებარე შტატებში და დიდი ტბების რეგიონში, სადაც მიმდინარეობს ენზოოტიური გადაცემის ციკლი ბეღურისებრ ფრინველებსა (EEEV-ს ბუნებრივი რეზერვუარი) და ორნიტოფილურ კოღოებს Culiseta melanura (EEEV-ის ენზოოტური გადამტანი) შორის.

ეპიზოოტიის დროს ვირუსი ფართოდ ვრცელდება მასპინძელ ფრინველებში, ე. წ. გადამტანის „ხიდის“ საშუალებით, როგორიცაა კოღოების სახეობები Coquillettidia perturbans, Aedes vexans, Aedes sollicitans, Aedes albopictus, and Culex erraticus.[12][13][14] ეს სახეობები უფრო ხშირად ვიდრე C melanura, ეპიზოოტიკური გადამტანი, კბენს ძუძუმწოვრებს და იწვევს ცხენების და ადამიანის დაავადებას. ადამიანებში ინფექციის შემთხვევები ძირითადად რეგისტრირდება გვიან გაზაფხულზე და ადრეულ შემოდგომაზე, როდესაც კოღოების პოპულაცია კარგად არის განვითარებული.[15]

სამხრეთ ამერიკის EEEV (ცნობილია როგორც Madariaga ვირუსი [MADV]) გენეტიკურად განსხვავებულია და უფრო ჰეტეროგენულია, ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკის.[3] 2010 წლამდე ადამიანის ინფიცირების მხოლოდ სამი შემთხვევა იყო დაფიქსირებული. 2010 წელს მადარიაგას ვირუსით (MADV) და ვენესუელას ცხენის ენცეფალიტის ვირუსით (ალფავირუსი, რომელიც ენდემურია ცენტრალური და სამხრეთ ამერიკისთვის) ეპიდაფეთქება დაფიქსირდა პანამის აღმოსავლეთ პროვინცია დარიენში.[16] ადამიანებში MADV ინფექციის 14 დადასტურებულ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, 8 მათგანის ჰოსპიტალიზაციით. საავადმყოფოში მოთავსებული ყველა პაციენტი იყო ბავშვი და ყველას ჰქონდა გულყრა და სხვა ნევროლოგიური გართულებები. სეროლოგიურმა გამოკვლევამ რეგიონში აჩვენა, რომ მოსახლეობის 16% გადატანილი ჰქონდა MADV ინფექცია.[17] სეროპრევალენტობა არ იყო ასაკზე დამოკიდებული და მიუთითებდა, რომ ინფიცირება მოხდა ბოლო წლების განმავლობაში. ძირითადი რისკ- ფაქტორები იყო მუშაობა ფერმაში ან საძოვრებზე.[17] MADV გამოყოფილ იქნა Culex (Melanoconion)-ის სხვადასხვა სახეობისგან; ითვლება, რომ ეს არის მისი ძირითადი გადამტანი.[18] MADV ინფექცია ფართო სპექტრით აღმოჩენილია ხერხემლიანებში, მათ შორის, ფრინველებში, კუებში და მღრღნელებში.[19] პანამაში ინფექციის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა ბოლივარის ბრინჯის ვირთაგვებში და მოკლეკუდიან ლერწმის ვირთაგვებში; შესაძლებელია, ეს სახეობები ენზოოტური მასპინძლები იყოს.[17]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას