კრიტერიუმები
არბოვირუსული დაავადებები, ნეიროინვაზიური და არა-ნეიროინვაზიური 2015 შემთხვევების გამოვლენა[41]
შეერთებულ შტატებში დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) გამოაქვეყნა კლინიკური კრიტერიუმები არბოვირუსის ინფექციის დიაგნოსტიკისთვის (მათ შორის ცხენის აღმოსავლური ენცეფალიტის ვირუსის ინფექციისთვის) ამ ინფექციების აღწერის სტანდარტიზაციის მიზნით. კლინიკური კრიტერიუმები გაყოფილია ორ პირველად ჯგუფად: ნეიროინვაზიური და არა-ნეიროინვაზიური დაავადებები.
ნეიროინვაზიური დაავადება
ექიმის მიერ დაფიქსირებული მენინგიტი, ენცეფალიტი, მწვავე პერიფერიული დამბლა, ან სხვა ცენტრალური და პერიფერიული ნერვული დისფუნქციის მწვავე ნიშნები, და
კლინიკური ახსნის შეუძლებლობა არბოვირუსული დაავადებისთვის დამახასიათებელი სხვა კლინიკურად შეთავსებადი სიმპტომები მოიცავს: თავის ტკივილს, მიალგიას, გამონაყარს, ართალგიას, თავბრუსხვევას, ღებინებას, პარეზს ან/და კეფის კუნთების რიგიდობას.
არა- ნეიროინვაზიური დაავადება
პაციენტის ან მედიცინის მუშაკის მიერ დაფიქსირებული ცხელება და
ნეიროინვაზიური დაავადების არარსებობა და
კლინიკური ახსნის შეუძლებლობა არბოვირუსული დაავადებისთვის დამახასიათებელი სხვა კლინიკურად შეთავსებადი სიმპტომები მოიცავს: თავის ტკივილს, მიალგიას, გამონაყარს, ართალგიას, თავბრუსხვევას, ღებინებას, პარეზს ან/და კეფის კუნთების რიგიდობას.
CDC-მა გამოაქვეყნა ლაბორატორიული კრიტრიუმები არბოვირუსული ინფექციის სტანდარტიზაციისთვის და დიაგნოსტიკისთვის.:
ვირუსის იზოლაცია ან სპეციფიკური ვირუსული ანტიგენის ან ნუკლეინის მჟავის გამომჟღავნება ქსოვილებში, სისხლში, თავზურგტვინის სითხეში და სხვა ბიოლოგიურ სითხეებში; ან
ოთხჯერ ან მეტჯერ ვირუს-სპეციფიკური რაოდენობრივი ანტისხეულების ტიტრის ცვლილებები დაწყვილებული შრატში, ან
ვირუს-სპეციფიკური IgM ანტისხეულები შრატში დამადასტურებელ ვირუს-სპეციფიკური გამანეიტრალებელ ანტისხეულებთან ერთად იმავე ან უფრო გვიან აღებულ ნიმუშზე, ან
ვირუს-სპეციფიკური IgM ცერებროსპინურ სითხეში ან შრატში.
სეროლოგიური შედეგების საფუძველზე ასევე შეიძლება შემთხვევების კლასიფიკაცია როგორც „სავარაუდო“ ან „დადასტურებული“.[41]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას