დიფერენციული დიაგნოზები

დასავლეთ ნილოსის ვირუსის ინფექცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

განმასხვავებელი სიმპტომების თუ ნიშნების გარეშე, მაგრამ სიკვდილობის მაჩვენებელი უფრო დაბალია.

დასავლეთ ნილოსის ვირუსის ნეიროინვაზიური დაავადება, EEEV-გან განსხვავებით, იშვიათია ბავშვებში.

კვლევები

ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი: 4-ჯერადი მატება ანტივირუსული ანტისხეულების ტიტრში მწვავე და კონვალესცენტურ შრატებს შორის; ვირუსის გამოყოფა ქსოვილში, სისხლში ან თავზურგტვინის სითხეში; ვირუსის იდენტიფიცირებადი IgM ანტისხეულები შრატში ან თავზურგტვინის სითხეში (ერთი ნიმუში).

La Crosse ვირუსული ინფექცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

განმასხვავებელი სიმპტომების თუ ნიშნების გარეშე, მაგრამ ლეტალობა იშვიათია.

კვლევები

ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი: 4-ჯერადი მატება ანტივირუსული ანტისხეულების ტიტრში მწვავე და კონვალესცენტურ შრატებს შორის.; ვირუსის გამოყოფა ქსოვილში, სისხლში ან თავზურგტვინის სითხეში; ვირუსის იდენტიფიცირებადი IgM ანტისხეულები შრატში ან თავზურგტვინის სითხეში.

სენტ ლუისის ენცეფალიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

განმასხვავებელი სიმპტომების თუ ნიშნების გარეშე, მაგრამ მიმდინარეობა უფრო მსუბუქია და სიკვდილობის მაჩვენებელი უფრო დაბალია.

კვლევები

ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი: 4-ჯერადი მატება ანტივირუსული ანტისხეულების ტიტრში მწვავე და კონვალესცენტურ შრატებს შორის.; ვირუსის გამოყოფა ქსოვილში, სისხლში ან თავზურგტვინის სითხეში; ვირუსის იდენტიფიცირებადი IgM ანტისხეულები შრატში ან თავზურგტვინის სითხეში.

შესაძლებელია ღვიძლის ფერმენტების მატება.

პოვასანის ენცეფალიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

განმასხვავებელი სიმპტომების თუ ნიშნების გარეშე, მაგრამ სიკვდილობის მაჩვენებელი უფრო დაბალია.

კვლევები

ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი: 4-ჯერადი მატება ანტივირუსული ანტისხეულების ტიტრში მწვავე და კონვალესცენტურ შრატებს შორის.; ვირუსის გამოყოფა ქსოვილში, სისხლში ან თავზურგტვინის სითხეში; ვირუსის იდენტიფიცირებადი IgM ანტისხეულები შრატში ან თავზურგტვინის სითხეში.

უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია ((RT-PCR) ან ვირუსის გამოყოფა ქსოვილიდან, სისხლიდან ან ცერებროსპინალური სითხიდან.

დასავლეთის ცხენის ენცეფალიტის (WEEV) ინფექცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

განმასხვავებელი სიმპტომების თუ ნიშნების გარეშე, მაგრამ სიკვდილობის მაჩვენებელი უფრო დაბალია.

WEEV ინფექცია ვრცელდება ძირითადად შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროზე.

კვლევები

ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი: 4-ჯერადი მატება ანტივირუსული ანტისხეულების ტიტრში მწვავე და კონვალესცენტურ შრატებს შორის.; ვირუსის გამოყოფა ქსოვილში, სისხლში ან თავზურგტვინის სითხეში; ვირუსის იდენტიფიცირებადი IgM ანტისხეულები შრატში ან თავზურგტვინის სითხეში.

მარტივი ჰერპესვირუსული ენცეფალიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პაციენტს შეიძლება ჰქონდეს პირის ღრუს ან გენიტალური წყლული, ან ასეთი წყლული ანამნეზში.

მიუხედავად იმისა, რომ სიცხე და თავის ტკივილი ხშირია, მიალგია, ართრალგია და ღებინება ნაკლებად გავრცელებულია.

კვლევები

ცერებროსპინური სითხის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით HSV აღმოჩენა დიაგნოსტიკური ნიშანია.

MRI კვლევით ხშირად ხდება ჰიპერინტენსიური უბნების გამოვლენა საფეთქლების წილში T2-შეწონილ გამოსახულებაზე.

მონოციტოგენური ლისტერიული (rhombo) ენცეფალიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სისტემური და ცენტრალური ნერვული სისტემის სიმპტომები ძალიან გავს EEEV ინფექციას, მაგრამ შეიძლება თან ახლდეს სუნთქვის უკმარისობა.

მენინგოენცაფალიტი ძირითადად უვითარდებათ ბავშვებს, ორსულ ქალებს და იმუნოსუპრესიის მქონე პირებს.

კვლევები

ცერებროსპინური სითხის და /ან სისხლის კულტურამ შეიძლება გამოვალინოს Listeria ზრდა.

MRI შეიძლება დააფიქსიროს დაზიანების კერები ტვინის ღეროში.

რაბიული ენცეფალიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

კლასიკური შემთხვევისას, გადაჭარბებულ ნერწყვდენას, დისფაგიას, და ჰიდროფობიას შეიძლება თან ახლდეს თავის ტკივილი, ცხელება, და ფსიქიკური სტატუსის ცვლილება.

შეიძლება ანამნეზში იყოს დაფიქსირებული ან გასინჯვისას აღმოჩენილ იქნას ცხოველის ნაკბენი.

ფატალური.

კვლევები

დიაგნოზისთვის აუცილებელია რამდენიმე ქსოვილის ნიმუში (ნერწყვი, კანი, შრატი, თავზურგტვინის სითხე).

ნერწყვის, კანის ბოიფსიის პჯრ.

სეროლოგია.

პარანეოპლასტიკური და აუტოიმუნური ენცეფალიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

EEEV ინფექციის მსგავსი სიმპტომები.

ფსიქიატრიული სიმპტომები, არანორმალური მოძრაობები, გულყრები, ავტონომიური არასტაბილურობა და ჰიპოვენტილაცია მნიშვნელოვანი ნიშნებია.

შესაძლებელია ავთვისებიანი პროცესის აღმოჩენა.

კვლევები

პარანეოპლასტიკური ან აუტოიმუნური ანტისხეულების დადგენა ცერებროსპინურ სითხეში.

ტოქსოპლაზმური ენცეფალიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

უმეტესწილად ქვემწვავედ მიმდინარეობს.

როგორც წესი, უვითარდება იმუნოდეფიციტის მქონე პირებს (განსაკუთრებით აივ-ს შემთხვევაში).

კვლევები

ცერებროსპინური სითხე Toxoplasma gondiiპჯრ.

MRI ან CT კვლევის დროს ხშირად ვლინდება ცენტრალური ნერვული სისტემის მოცულობითი წარმონაქმნები.

ტოქსოპლაზმის IgG შრატში.

კრიპტოკოკული მენინგიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

როგორც წესი, უვითარდება იმუნოდეფიციტის მქონე პირებს (განსაკუთრებით აივ-ს შემთხვევაში).

შორს წასული პროცესისას შეიძლება განვითარდეს ლეთარგია და კომა.

მომატებული ქალასშიდა წნევა ჩვეულებრივი მოვლენაა, რაც იწვევს გულყრებს, კომას და სიკვდილს.

კვლევები

ცერებროსპინურ სითხეში ან შრატში კრიპტოკოკის ანტიგენის აღმოჩენა.

ცერებროსპინური სითხის გრამის წესით შეღებვის დროს შეიძლება დაფიქსირდეს საფუარის ფორმები.

ცერებროსპინური სითხის კულტურა

მომატებული წნევა ჩხვლეტის მომენტში ლუმბალური პუნქციის დროს.

ბაქტერიული მენინგიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

შეიძლება არ გვქონდეს მადიფერენცირებელი ნიშნები ან სიმპტომები; თუმცა, პეტექიური ან პურპურული გამონაყარი, რომელიც ზეწოლისას არ უფერულდება, შეიძლება გამოვლინდეს ბაქტერიული მენინგიტის დროს.

კვლევები

ცერებროსპინური სითხე: გრამის წესით შეღებვისას დადებითი სპეციფიკურ მიკროორგანიზმებზე.[38]

ცერებროსპინური სითხე: გლუკოზის კონცენტრაციის შემცირება ცერებროსპინურ სითხეში მიუთითებს ბაქტერიულ ინფექციაზე.[39]

პოსტ-ინფეციური ენცეფალომიელიტი (მწვავე დისემინირებული ენცეფალომიელიტი).

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

შეიძლება იყოს გამოწვეული ვირუსული ან ბაქტერიული ინფქციით, მაგრამ აქვს აუტოიმუნური ბუნება.

EEEV ინფექციის მსგავსი სიმპტომები.

ძირითადად ვითარდება ბავშვებში.

კვლევები

დიაგნოზ ემყარება კლინიკურ და რადიოლოგიურ მახასიათებელებს და შეიძლება დადგინდეს გამორიცხვის მეთოდით.

მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევაზე ფიქსირდება ტვინის თეთრი ნივთიერების სუბკორტიკალური დაზიანება და აგრეთვე დაზიანებები ბაზალურ განგლიებსა და თალამუსში. 

ცენტრალური ნერვული სისტემის ტუბერკულოზი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

მიდრეკილია ქვემწვავე მიმდინარეობისადმი ; დაკავშირებულია წონის კლებასთან, დაბალ ტემპერატურასთან, ღამის ოფლიანობასთან.

ამავდროულად შეიძლება იყოს ფილტვის ტუბერკულოზის ნიშნებიც.

კვლევები

ძალიან დაბალი გლუკოზის მაჩვენებელი ცერებროსპინურ სითხეში (<10 მგ / დლ).

მომატებული ცილა ცერებროსპინურ სითხეში (> 200 მგ / დლ).

ტუბერკულოზის მიკობაქტერიები შეიძლება გამოყოფილ იქნას ცერებროსპინური სითხიდან, მაგრამ მონაცემების დამუშავების დრო ხანგრძლივია და სენსიტიურობა დაბალია.

ტუბერკულოზის მიკობაქტერიების დნმ შეიძლება აღმოჩენილ იქნას ცერებროსპინური სითხის პჯრ-ით, მაგრამ ტესტის სენსიტიურობა დაბალია.

ამებური მენინგოენცეფალიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პაციენტის ანამნეზში შესაძლებელია დაფიქსირებული იყოს კონტაქტი მტკნარ წყალთან ან ნიადაგთან.

კვლევები

ჩვეუბლებრივ, დიაგნოზს ადგენენ სიკვდილის შემდეგ.

ცერებროსპინური სითხის ან ტვინის ქსოვილის პჯრ Balamuthia mandrillaris, Acanthamoeba,სახეობების ან Naegleria fowleri დასადგენად.

მალარიის ინფექცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სამხრეთ ამერიკის EEEV/Madariaga ვირუსული ინფექციის დიფერენციული დიაგნოზი; ჩრდილოეთ ამერიკის EEEV-ის დიფერენციული დიაგნოზი არ განიხილება გეოგრაფიული შეუსაბამობის გამო.

ანემია, სიყვითლე, მუდმივი ჟრჟოლა და ცხელება უფრო ხშირია მალარიის დროს.

ცხოვრება ან მოგზაურობა მალარიისათვის ენდემურ რეგიონში.

მალარიის ქიმიოპროფილაქტიკა ჩატარდა არაადეკვატურად ან საერთოდ არ ჩატარებულა.

კვლევები

გიემზას-საღებავის სახელი და თხელი სისხლის ნაცხები: დადებითია Plasmodium -ის სახეობებისთვის.

სწრაფი დიაგნოსტიკური ტესტები: დადებითია Plasmodium -ის სახეობებისთვის.

ჩიკუნგუნიას ვირუსი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სამხრეთ ამერიკის EEEV/Madariaga ვირუსული ინფექციის დიფერენციული დიაგნოზი; ჩრდილოეთ ამერიკის EEEV-ის დიფერენციული დიაგნოზი არ განიხილება გეოგრაფიული შეუსაბამობის გამო.

მწვავე ფაზის დროს დამახასიათებელია პოლიართრალგია.

შესაძლებელია მაჯის გვირაბის სინდრომის განვითარება, მაგრამ ეს უფრო იშვიათია, ვიდრე პოლიართრალგია.

სისხლდენისკენ მიდრეკილება და სისხლის მიმოქცევის უკმარისობა არ ფიქსირდება

კვლევები

ELISA/არაპირდაპირი ფლუორესცენტული ანტისხეულები (IFA): დადებითია ჩიკუნგუნიას ანტისხეულებისთვის.

RT-PCR: დადებითია ჩიკუნგუნიას ვირუსის რნმ-ზე.

დენგეს ცხელება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სამხრეთ ამერიკის EEEV/Madariaga ვირუსული ინფექციის დიფერენციული დიაგნოზი; ჩრდილოეთ ამერიკის EEEV-ის დიფერენციული დიაგნოზი არ განიხილება გეოგრაფიული შეუსაბამობის გამო.

ორფაზიანი ცხელება და ორტალღიანი გამონაყარი (ტრანზიტული გენერალიზებული ლაქოვანი გამონაყარი, რის შემდეგ ვითარდება მეორადი წითელასმაგვარი ლაქოვან-პაპულოზური გამონაყარი).

ძვლის ტკივილი.

კვლევები

ვირუსის იდენტიფიკაცია შრატში, იმუნოგლობულინების (IgM and IgG) და ანტისხეულების დადგენა ELISA მეშვეობით, მონოკლონური ანტისხეულების ან ჰემოაგლუტინაციის ტესტები.

სისხლის საერთო ანალიზი: თრომბოციტოპენია, საერთო WCC და ნეიტროფილების შემცირება,რაც ცვლის ლიმფოციტარულ-ნეიტროფილური ინდექსს, და მომატებული ჰემატოკრიტი შეიძლება სწრაფად განვითარდეს, განსაკუთრებით ინფექციის კრიტიკული ფაზის წინ.

ზიკას ვირუსი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ზიკა გავრცელებულია ამერიკაში, მისი გავრცელება ემთხვევა გეოგრაფიულად EEEV-ის გავრცელებას.

ზიკა არის დაავადება, რომელსაც ახასიათებს ცხელება, გამონაყარი, მიალგია, ართრალგია, თავის ტკივილი, რეტროორბიტალური ტკივილი, კონიუნქტივიტი და ღებინება.

დაავადება გადაიცემა Aedes კოღოებით და დაფიქსირებულ იქნა მექსიკაში, სამხრეთ ამერიკაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, აფრიკაში და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში.

კვლევები

დიაგნოზი დასტურდება უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით. სეროლოგიური ტესტები ხელმისაწვდომია, მაგრამ აქვს ჯვარედინი რეაქცია ისეთ სხვა ფლავივირუსებთან, როგორიცაა დენგე და დასავლეთ ნილოსის ვირუსი.

ყვითელი ცხელება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სამხრეთ ამერიკის EEEV/Madariaga ვირუსული ინფექციის დიფერენციული დიაგნოზი; ჩრდილოეთ ამერიკის EEEV-ის დიფერენციული დიაგნოზი არ განიხილება გეოგრაფიული შეუსაბამობის გამო.

ინფექციის გადამცემი შეიძლება იყოს Aedes aegypti</1241.

ყვითელი ცხელების მქონე პაციენტებს აქვთ უფრო გამოხატული ტოქსიკური სიმპტომატიკა და უფრო მაღალი სიცხე. გასინჯვის დროს შეიძლება იყოს გადიდებული ღვიძლი.

ამინოტრანსფერაზის მაჩვენებელი უფრო მაღალია.

გაურესება შეიძლება მიმდინარეობდეს ღვიძლის და თირკმელების უკმარისობით და ჰემორაგიული გამონაყარით.

კვლევები

დიაგნოზი მტკიცდება IgM განსაზღვრით ELISA საშუალებით, მოლეკულური კვლევით ან ვირუსის პირდაპირი გამოყოფით.

მაიარო ვირუსის ინფექცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სამხრეთ ამერიკის EEEV/Madariaga ვირუსული ინფექციის დიფერენციული დიაგნოზი; ჩრდილოეთ ამერიკის EEEV-ის დიფერენციული დიაგნოზი არ განიხილება გეოგრაფიული შეუსაბამობის გამო.

მაიარო ვირუსის ინფექციის დროს, როგორც ჩიკუნგუნიას შემთხვევაში, ართრალგია და ართრიტი ძირითადი სიმპტომებია.

არ იწვევს ენცეფალიტს, მაგრამ სისტემური სიმპტომები შეიძლება იყოს მსგავსი.

კვლევები

სხვა არბოვირუსების მსგავსად, დიაგნოზი შეიძლება დადგინდეს სეროლოგიურად, უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით ან ვირუსის პირდაპირი გამოყოფით.

ტიფოიდური ცხელება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სამხრეთ ამერიკის EEEV/Madariaga ვირუსული ინფექციის დიფერენციული დიაგნოზი; ჩრდილოეთ ამერიკის EEEV-ის დიფერენციული დიაგნოზი არ განიხილება გეოგრაფიული შეუსაბამობის გამო.

ტიფოიდური ცხელების დროს შეიძლება იყოს პულს -ტემპერატურული დისოციაცია. ლაქოვანი გამონაყარი, უპირატესად მუცლის არეში.

ინფექციის მესამე კვირის თავზე შეიძლება განვითარდეს სპლენომეგალია, გასტროინტესტინური სისხლდენა, პათოლოგიური ფსიქიკური მდგომარეობა და სეფსისი.

კვლევები

დიაგნოზი დასტურდება Salmonella enterica გამოყოფით სისხლის, შარდის, განავლის ან ძვლის ტვინის კულტურიდან. დიაგნოსტირებისთვის ასევე შეიძლება ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრა დაავადების მწვავე და კონვალესცენტური ფაზების შრატში.

დიაგნოსტირებისთვის ასევე შეიძლება ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრა დაავადების მწვავე და კონვალესცენტური ფაზების შრატში.

ლეპტოსპიროზი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სამხრეთ ამერიკის EEEV/Madariaga ვირუსული ინფექციის დიფერენციული დიაგნოზი; ჩრდილოეთ ამერიკის EEEV-ის დიფერენციული დიაგნოზი არ განიხილება გეოგრაფიული შეუსაბამობის გამო.

ლეპტოსპიროზის შემთხვევაში ნევროლოგიური ჩართვა უფრო იშვიათია.

მძიმე შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს სიყვითლე, თირკმლის უკმარისობა და სისხლდენა.

როგორც წესი, ანამნეზში მითითებულია კონტაქტი დაბინძურებული წყალთან და ნიადაგთან ან ინფიცირებულ ცხოველთან ან მათ გამონაყოფთან.

კვლევები

დიაგნოსტიკა დამოკიდებულია ანტისხეულების დადგენაზე, რეალურ დროში პჯრ-ზე ან, არანაკლებად ხშირად, სისხლის ან შარდის კულტურაზე.

სეროლოგია (მიკროსკოპული აგლუტინაციის ტესტი): დადებითია ლეპტოსპიროზისთვის.

წითურა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სამხრეთ ამერიკის EEEV/Madariaga ვირუსული ინფექციის დიფერენციული დიაგნოზი; ჩრდილოეთ ამერიკის EEEV-ის დიფერენციული დიაგნოზი არ განიხილება გეოგრაფიული შეუსაბამობის გამო.

ხშირია კისრის უკანა, ყურის უკანა და კეფის ლიმფური კვანძების გამოხატული ლიმფადენოპათია.

რბილ სასაზე შეიძლება განვითარდეს ენანთემა (ფორჩჰაიმერის ლაქები).

გართულების სახით შეიძლება განვითარდეს ორქიტი.

კვლევები

დიაგნოზი დგინდება ანტისხეულების აღმოჩენით ან იშვიათად ვირუსული კულტურით.

კლდოვანი მთის ლაქოვანი ცხელება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

გამონაყარი ხშირად ემსგავსება პურპურისებრ გამონაყარს. კლასიკურ შემთხვევებში გამონაყარი ვითარდება ხელისგულებსა და ფეხისგულებზე.

ჩვეულებრივ გართულებები მოიცავს: ენცეფალიტს, მოზრდილთა რესპირატორული დისტრეს სინდრომს, გულის არითმიას, კოაგულოპათიას, გასტროინტესტინურ სისხლდენას და კანის ნეკროზს.

კვლევები

დიაგნოზი დასტურდება ანტისხეულების გამოვლენით, პირდაპირი იმუნოფლუორესცენციით ან კანის ბიოპტატის იმუნოპეროქსიდაზით შეღებვით. შეიძლება გამოვიყენოთ პჯრ, მაგრამ მისი სენსიტიურობა დაავადების დასაწყისში დაბალია.

ეპშტეინ-ბარის ვირუსით ინფექცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ენცეფალიტი ძალიან იშვიათია.

შესაძლებელია მაკულო-პაპულოზური და ქავანა გამონაყარი ამპიცილინის ან ამოქსიცილინის მიღების შემდეგ.

შესაძლებელია განვითარდეს ისეთი გართულებები, როგორიცაა მასიური ადენოპათიით გამოწვეული სასუნთქი გზების ობსტრუქცია ან ელენთის გასკდომა.

EBV-ის შემთხვევაში დაავადება შეიძლება უფრო ხანგრძლივად მიმდინარეობდეს (კვირები), EEEV-გან განსხვავებით (დღეები).

კვლევები

დიაგნოსტირება ხორციელდება ჰეტეროფილური ანტისხეულების ან EBV-სპეციფიკური ანტისხეულების ინდენტიფიკაციით და დნმ-ის იდენტიფიკაციით.

მწვავე რეტროვირუსული სინდრომი აივ ინფექციის შემდეგ

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

როგორც წესი, ანამნეზში ფიქსირდება ბოლოდროინდელი სქესობრივი კონტაქტი.

მწვავე რეტროვირუსული სინდრომის დროს შეიძლება გამოხატული იყოს ფარინგიტი.

გამონაყარი შეიძლება განვითარდეს ხელისგულებსა და ფეხისგულებზე.

კვლევები

მწვავე რეტროვირუსული სინდრომის დროს დიაგნოსტიკის საუკეთესო მეთოდია აივ რნმ რაოდენობრივი დონის განსაზღვრა პლაზმაში (ვირუსული დატვირთვა) უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით და ანტიგენ/ანტისხეულებზე იმუნოლოგიური ანალიზით.

ვენესუელის ცხენის ენცეფალიტის ვირუსის (VEEV) ინფექცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

განმასხვავებელი ნიშნების და სიმპტომების გარეშე. მიუხედავად ამისა, ნევროლოგიური შედეგები შეიძლება ნაკლებად მძიმე იყოს.

კვლევები

ELISA ბალთის შემცირების ნეიტრალიზაციის ტესტით: დადებითია VEEV ანტისხეულებისთვის (IgG ან IgM).

სამხრეთ ამერიკის ჰემორაგიული ცხელება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ნიშნები და სიმპტომები შეიძლება EEEV ინფექციის მსგავსი იყოს.

დაავადების პროგრესირება მძიმე ფორმაში, სისხლდენა ლორწოვანი გარსიდან და შემთხვევების შედარებით ვიწრო გეოგრაფიული არეალი გვეხმარება დიფერენციალური დიაგნოზის დასმაში.

კვლევები

თუ უკუტრანსკრიპტაზას პჯრ არ არის ხელმისაწვდომი, დიაგნოზი ემყარება უტრანსკრიპტაზას პჯრ-ს ან ELISA-ს მაჩვენებლებს.

დიაგნოსტიკური ტესტირება მოითხოვს ლაბორატორიაში ბიოუსაფრთხოების მე-4 დონეს.

ტუბერკულოზური მენინგიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

განმასხვავებელი ნიშნების და სიმპტომების გარეშე.

დაბადება ქვეყნებში, სადაც გავრცელებულია ტუბერკულოზი.

კვლევები

მჟავაგამძლე ბაცილების გამოვლენა ცერებროსპინურ სითხეში პჯრ-ის გამოყენებით.

CT / MRI: შესაძლებელია დაფიქსირდეს ცერებრალური ტუბერკულომები ან ბაზილარული არაქნოიდიტი.[40]

ვირუსული მენინგიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ბაქტერიული მენინგიტისთვის დამახასიათებელია არა-გაფერმკრთალებული პეტექიური ან პურპურული გამონაყარი.

კვლევები

თავზურგტვინის სითხე: დადებითი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია კონკრეტულ ვირუსებზე.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას