პირველადი პრევენცია

დივერტიკულური დაავადების პრევენციაში შეიძლება დაგვეხმაროს მეტი ბოჭკოს (ხილისა და ბოსტნეულის) მიღება, წითელი ხორცისა და მარილის შეზღუდვა და რეგულარული ფიზიკური აქტივობა სხეულის იდეალური წონის შესანარჩუნებლად (სიმსუქნის თავიდან აცილება).[20][33][41]

მეორეული პრევენცია

დივერტიკულური დაავადების მეორეული პრევენციის შესახებ გაიდლაინები არ არსებობს. თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელშეწყობა ისეთი ზოგადი მიდგომებით, როგორიცაა რეგულარული ფიზიკური აქტივობა, ხილისა და ბოსტნეულის მოხმარების გაზრდა და გაჯერებული ცხიმების, წითელი ხორცისა და შაქრის მოხმარების შემცირება, გააუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას და შესაძლოა შეამციროს დივერტიკულური დაავადების პრევვალენტობა.[57][101]

მეზალამინი, პრობიოტიკები, ან რიფაქსიმინი მორეციდივე დივერტიკულიტის პრევენციისთვის რეკომენდებული არ არის.[43][47] მტკიცებულებები აჩვენებს, რომ მეზალამინი არ ამცირებს რეციდივის რისკს.[86] [ Cochrane Clinical Answers logo ]  რიფაქსიმინის, მეზალამინისა და რიფაქსიმინის, ბალსალაზიდის (5-ამინოსალიცილის მჟავას პროპრეპარატის) და პრობიოტიკების კომბინაციის, ან ბურდოკის ჩაის გამოყენების მტკიცებულება არასაკმარისია.[47][86]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას