ეპიდემიოლოგია

პრევალენტობა ასაკთან ერთად იმატებს. ინციდენტობა განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრებ 40 წლამდე პირებში არის <10%, 50 წლის პირებში- დაახლოებით 50%, ხოლო 80 წელს გადაცილებულ პირებში 50-60%.[4]

ევროპაში ერთ-ერთმა კვლევამ გამოავლინა დივერტიკულური დაავადების პრევალენტობა 12-49%.[5] მიუხედავად იმისა, რომ წარსულში ჩატარებული კვლევების თანახმად დივერტიკულური დაავადება იშვიათია აფრიკისა და აზიის სოფლებში (უმაღლესი პრევალენტობა აღინიშნება აშშ-ში, ევროპასა და ავსტრალიაში), მონაცემები გვიჩვენებს პრევალენტობის ზრდას ამ რეგიონებში.[6][7][8][9][10]

ვეგეტარიანულ ცხოვრების წესს დივერტიკულური დაავადების უფრო დაბალი ინციდენტობა ახასიათებს.[11][12][13] მარჯვენამხრივი დივერტიკულური დაავადება უფრო ხშირია აზიაში და დაკავშირებულია ხორცის მოხმარებასთან აზიურ პოპულაციაში.[14]

გენდერული სხვაობა დივერტიკულური დაავადების პრევალენტობაში არ არსებობს.[4] თუმცა, ხანდაზმულ პირებში დომინირება აღინიშნება ქალებში.[15]

მწვავე დივერტიკულიტის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში ცხელებისა და ლეიკოციტოზის პრევალენტობა მერყეობს 30%-დან 50%-მდე. იშვიათად, უფრო ახალგაზრდა (<40 წ), ჭარბი წონის მქონე მამაკაცებში, ვლინდება დივერტიკულური დაავადების უფრო აგრესიული ფორმა.[16]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას