კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

სისხლის საერთო ანალიზი

ტესტი
შედეგი
ტესტი

პოლიმორფონუკლეური ლეიკოციტოზი გვხვდება მწვავე დივერტიკულიტის დროს.[49] როდესაც ლეიკოციტოზი ვლინდება ხანდაზმულ პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში დივერტიკულოზი აქვთ, დიაგნოზი სავარაუდოდ მწვავე დივერტიკულიტი იქნება. სისხლის საერთო ანალიზის შედეგები უნდა განიხილებოდეს დივერტიკულიტზე ეჭვის გაჩენისთანავე.

შედეგი

პოლიმორფონუკლეური ლეიკოციტოზი

CRP

ტესტი
შედეგი
ტესტი

ანთების გამოსადეგი ბიომარკერი.[50] როდესაც პაციენტის C რეაქტიული ცილა არის ≥170 მგ/ლ, იმატებს ქირურგიული ჩარევის ან პერკუტანული ინტერვენციის საჭიროების ალბათობა.[51]

შედეგი

მომატებულია

გასათვალისწინებელი კვლევები

მუცლის ღრუს კტ სკანირება

ტესტი
შედეგი
ტესტი

უპირატესი რადიოლოგიური დიაგნოსტიკური მეთოდი, რომლის მეშვეობითაც დასტურდება მწვავე დივერტიკულიტის ან გართულებული დივერტიკულური დაავადების საეჭვო შემთხვევა.[42][43][52] ექიმთა ამერიკული კოლეჯი რეკომენდაციას უწევს მუცლის ღრუს CT სკანირებას პაციენტებთან, ვისთნაც არის მსხვილი ნაწლავის მწვავე მარცხენამხრივ დივერტიკულიტზე ეჭვი და დიაგნოსტიკური გაურკვევლობაა.[46] თუმცა, ამერიკის გასტროენტეროლოგიური ასოციაცია მუცლის ღრუს რუტინულ CT კვლევას რეკომენდაციას უწევს მხოლოდ იმ პაციენტებთან, რომლებსაც მწვავე დივერტიკულიტის რადიოლოგიური გამოსახულებით დადასტურებული დიაგნოზი არასდროს ჰქონიათ.[43]

იდეალურ შემთხვევაში, CT კვლევა ინტრავენური კონტრასტით უნდა ჩატარდეს.[42][43][52] დაგვეხმარება განვსაზღვროთ მედიკამენტური და ქირურგიული მკურნალობის საჭიროება. ასევე დგინდება ჰოსპიტალიზაციის საკითხი.[42] დაგვეხმარება მწვავე დივერტიკულიტის გართულებების გამოსარიცხად.[2][42]

შედეგი

ნაწლავის კედლის გასქელება, წარმონაქმნი, აბსცესი, ხაზოვანი მეზენტერული ცხიმი; შეიძლება გამოვლინდეს აირი შარდის ბუშტში (ფისტულა)

სისხლის კულტურა

ტესტი
შედეგი
ტესტი

უნდა გავითვალისწინოთ სისტემური სეფსისის ნიშნებისა და სიმპტომების მქონე პაციენტებში, მძიმედ ავადმყოფ პაციენტებში ან გართულებების არსებობისას (მაგ. პერფორაცია, ფისტულა, ფლეგმონა).

შედეგი

ძირითადად ითესება გრამუარყოფითი ჩხირები და ანაერობული ბაქტერია; ნიმუში აიღეთ ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებამდე

მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია

ტესტი
შედეგი
ტესტი

განიხილება მწვავე დივერტიკულიტზე ეჭვის შემთხვევაში.

შედეგი

პნევმოპერიტონეუმი, ილეუსი, სიმკვრივე რბილ ქსოვილებში; თავისუფალი ჰაერი ნაწლავის პერფორაციის დროს

მუცლის ულტრაბგერა (კომპრესიის მეთოდით)

ტესტი
შედეგი
ტესტი

განსახილველია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპიუტერული ტომოგრაფია ვერ ტარდება. ულტრაბგერითი კვლევით შეიძლება გამოგვრჩეს გართულებული დივერტიკულიტი.[45]

შედეგი

აბსცესის, პერფორაციის, ობსტრუქციის ნიშნები

მუცლის MRI

ტესტი
შედეგი
ტესტი

გამოიყენება მწვავე გართულებული დივერტიკულიტის საეჭვო შემთხვევის კვლევის მიზნით, როდესაც კომპიუტერული ტომოგრაფია ვერ ტარდება.[42][45][52]

შედეგი

დივერტიკულის, მსხვილი ნაწლავის შესქელების, პერიკოლიკური ცხიმოვანი ინფილტრაციის და აბსცესის არსებობა

გულმკერდის რენტგენი

ტესტი
შედეგი
ტესტი

გამოიყენება შესაძლო პნევმოპერიტონიუმის შესაფასებლად ადამიანებში, რომლებშიც ეჭვი გვაქვს პერფორაციის არსებობაზე.

შედეგი

ნორამლური ან თავისუფალი ჰაერი დიაფრაგმის ქვეშ პერფორაციის შემთხვევაში

საკონტრასტო ოყნა

ტესტი
შედეგი
ტესტი

გამოიყენება მწვავე დივერტიკულიტის დროს, თავდაპირველი მწვავე სიმპტომების ალაგების შემდეგ დიაგნოზის დასადასტურებლად. სტანდარტულ ბარიუმთან შედარებით უპირატესია წყალში ხსნადი საკონტრასტო ოყნა.

შედეგი

დივერტიკულები, აბსცესი, პერფორაცია, ობსტრუქცია, ფისტულა

კოლონოსკოპია

ტესტი
შედეგი
ტესტი

გამოიყენება როცა დივერტიკულური დაავადების დიაგნოზი ნათელი არ არის და ეჭვია კიბოზე ან ნაწლავის იშემიაზე. შეიძლება გამოვიყენოთ მწვავე სისხლდენის დროს სადიაგნოსტიკოდ.[40]

ექიმთა ამერიკული კოლეჯი რეკომენდაციას უწევს პაციენტების კოლონოსკოპიაზე რეფერალს მსხვილი ნაწლავის მარცხენამხრივი დივერტიკულიტის გართულებული ეპიზოდის შემდეგ, თუ ამ პაციენტებს ბოლო პერიოდში კოლონოსკოპია არ ჩატარებიათ. ეს საჭიროა კოლორექტული კიბოს ან მსხვილი ნაწლავის შორსწასული ნეოპლაზიის გამოსარიცხად, თუ დიაგნოსტიკური გაურკვევლობაა.[47] თუმცა, ამერიკის გასტროენტეროლოგიური ასოციაცია რეკომენდაციას უწევს კოლონოსკოპიას გართულებული დივერტიკულიტის ეპიზოდის შემდეგ და გაურთულებელი დივერტიკულიტის პირველი ეპიზოდის შემდეგ. AGA თვლის, რომ კოლონოსკოპია შეიძლება გადაიდოს, თუ მაღალი ხარისხის კოლონოსკოპია ბოლო პერიოდში (1 წლის განმავლობაში) ჩატარებულია.[43] პროცედურის დროს დიდი სიფრთხილეა საჭირო პერფორაციის თავიდან ასაცილებლად.

შედეგი

ცალკეული, მრავლობითი ან გაფანტული დივერტიკულები, ლორწოვანის მწვავე ანთებით ან მის გარეშე; მწვავე სისხლდენის დროს შეიძლება გამოვლინდეს სეგმენტური სისხლდენის წყარო ან სისხლდენის პროქსიმული საზღვარი; შეიძლება გამოვლინდეს ლორწოვანის თანმხლები პათოლოგია, როგორიცაა იშემია, ნაწლავის ანთებითი დაავადება და სიმსივნე

სიგმოიდოსკოპია

ტესტი
შედეგი
ტესტი

გამოიყენება როცა დივერტიკულური დაავადების დიაგნოზი ნათელი არ არის და ეჭვია კიბოზე ან ნაწლავის იშემიაზე. შეზღუდული დრეკადი სიგმოიდოსკოპია ჰაერის შეყვანის გარეშე დაგვეხმარება პერფორირებული რექტოსიგმოიდური კარცინომის გამოვლენაში, რომელიც მწვავე დივერტიკულიტს წააგავს. შეიძლება გამოვიყენოთ სწორი დიაგნოსტიკისთვის მწვავე სისხლდენის. პროცედურის დროს დიდი სიფრთხილეა საჭირო პერფორაციის თავიდან ასაცილებლად.

შედეგი

ლორწოვანის პათოლოგია, როგორიცაა იშემია, ნაწლავის ანთებითი დაავადება და სიმსივნე

ანგიოგრამა

ტესტი
შედეგი
ტესტი

გამოიყენება მწვავე სისხლდენის დროს.[40]​ განიხილება, თუ სისხლდენა იმდენად პროფუზულია, რომ კოლონოსკოპიით შეუძლებელია მისი იდენტიფიცირება.

შედეგი

დგინდება სისხლდენის ეტიოლოგია

დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია/მიმოხილვითი ლაპაროტომია

ტესტი
შედეგი
ტესტი

განიხილება თუ პირველადი დიაგნოზი უცნობია.

შედეგი

დივერტიკულები, აბსცესი, პერფორაცია, ობსტრუქცია, ფისტულა

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას