შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

57 წლის ქალბატონს, რომელსაც ანამნეზში ჰიპერტენზია და ჰიპერქოლესტეროლემია აქვს, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში ათავსებენ მუცლის ქვედა მარცხენა კვადრანტის პროგრესირებადი ტკივილის, გულისრევისა და ღებინების 24-საათიანი ჩივილების გამო. აღნიშნულ ეპიზოდამდე პაციენტს არ ჰქონია მნიშვნელოვანი გასტროინტესტინური პრობლემები, ზოგჯერ აწუხებდა მსუბუქი ყაბზობა და ზოგჯერ, მძიმე დისპეპსია საკვების მიღების შემდეგ. პაციენტი თვლის, რომ ცხელებაც აწუხებს, თუმცა ტემპერატურა არ გაუზომავს. ოჯახურ ანამნეზში არ გვხვდება გასტროინტესტინური დაავადებები.

შემთხვევის ანამნეზი #2

32 წლის მამაკაცს, რომელსაც სიმსუქნე აწუხებს და სხვამხრივ ჯანმრთელია, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში აღენიშნება მუცლის მარჯვენა ქვედა ნაწილის მწვავე ტკივილი, რომელიც 2 საათის წინ დაიწყო. პაციენტს გადატანილი არ აქვს რაიმე მნიშვნელოვანი ავადმყოფობა. აწუხებს ხმამაღალი ხვრინვა, სავარაუდო აპნოე ძილის დროს და ჭარბი წონა.

სხვა გამოვლინებები

მარჯვენამხრივი დივერტიკულური დაავადება უფრო ხშირია აზიელ მოსახლეობებში. მისი გამოვლინება ხშირად გავს მწვავე აპენდიციტს, მაგრამ ჩვეულებრივ, პაციენტები არ უჩივიან რაიმე პროდრომულ სიმპტომებს, როგორც მწვავე აპენდიციტის შემთხვევაში. დამახასიათებელი სიმპტომებია მწვავე აბდომინური ტკივილი ქვედა მარჯვენა კვადრანტში და მტკივნეულობა მაკბურნის წერტილის ლატერალურად. სიმპტომებს მიეკუთვნება ცხელება, გულისრევა და ღებინება. გართულებული მარჯვენამხრივი დივერტიკულიტის დროს, პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ მტკივნეული პალპირებადი მასა მუცლის მარჯვენა ქვედა ნაწილში ან პერიტონიტის ნიშნები. დივერტიკულური დაავადების დამახასიატებელი სიმპტომი ასევე შეიძლება იყოს სისხლდენა სწორი ნაწლავიდან.

პაციენტის ისტორია: მარჯვენამხრივიდივერტიკულური დაავადება.

53 წლის ასლანი წარმოდგენილია სასწრაფო დახმარების განყოფილებაში 3 დღის განმავლობაში მუცლის მარჯვენა ქვედა ნაწილში მწვავე ტკივილის გამო. ის არ აღნიშნავს რაიმე პროდრომულ სიმპტომებს. გასინჯვისას მას აქვს ცხელება და მარჯვენამხრივი მუცლის ტკივილი მაკბურნის წერტილის ლატერალურად, ასეე ხველის დროს ტკივილი დადებითია.

პაციენტის ისტორია: სისხლმდენი დივერტიკულური დაავადება

75 წლის მამაკაცი, რომელსაც ანამნეზში აქვს ჰიპერტენზიის და გულის იშემიური დაავადება, აღენიშნება სწორი ნაწლავიდან სისხლდენის 2-დღიანი ისტორია. 1 კვირის წინ მას ჰქონდა შეკრულობა და მუცლის ქვედა მარცხენამხრივი ტკივილი. მას არ აქვს ცხელება, გულისრევა ან ღებინება, მაგრამ გრძნობს დაღლილობას და ლეთარგიას.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას