განხილვები პაციენტთან

პაციენტებს ვურჩევთ მეტი ბოჭკოს მიღებას ხილისა და ბოსტნეულის სახით, ასევე რეგულარულ ფიზიკურ დატვირთვასა და სხეულის იდეალური წონის შენარჩუნებას. არ არის საჭირო, რომ პაციენტები მოერიდონ თესლების ,თხილეულის, პოპკორნის ან ხილის ქერქის მირთმევას. საკვებში ბოჭკოს მიღების გაზრდამ შესაძლოა ეტაპობრივად შეამციროს შებერილობა.[52] პაციენტებს უნდა ვურჩიოთ შეწყვიტონ მოწევა და დაიკლონ წონა, თუ აქვთ ჭარბწონიანობა ან სიმსუქნე.[45][52] ურჩიეთ პაციენტებს, თუ ეს შესაძლებელია, მოერიდონ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, რადგან იმატებს დივერტიკულური პერფორაციის რისკი.[52]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას