დიფერენციული დიაგნოზები

ხშირი

როტავირუსი

ანამნეზი

ხშირია საბავშვო ბაღებში; ინფიცირება შეიძლება მოხდეს ზრდასრულებში, იმუნოკომპრომისულ პირებში; ცხელება, ღებინება; დიარეა: წყლიანი, ყვითელი სისხლის და ლორწოს გარეშე

გასინჯვა

ნორმა დაავადების მსუბუქი ფორმით; გახანგრძლივებული ან მწვავე დიარეის შემთხვევაში შეინიშნება სითხის დიდი მოცულობის დაკარგვის სიმპტომები

პირველი გამოკვლევა
  • ტესტირება საჭირო არ არის:

    როგორც წესი, ანამნეზი ამყარებს დიაგნოზს

    მეტი
სხვა გამოკვლევები
  • ლეიკოციტები განავალში:

    შესაძლოა დადებითი იყოს

  • FBC:

    ნორმის ფარგლებში

  • სისხლის ქიმიური ანალიზი:

    მომატებული შარდოვანა და კრეატინინი

  • განავლის ენზიმშეკავშირებული იმუნოფერმენტული ანალიზი ან ლატექს აგლუტინაციის ტესტი:

    დადებითი

  • განავლის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია:

    დადებითი

ნოროვირუსი

ანამნეზი

მოლუსკების, მომზადებული საკვების, სალათების, სენდვიჩების, ხილის მირთმევა; სიმპტომები: გულისრევა, მუცლის სპაზმური ტკივილები, რომელსაც მოჰყვება დიარეა და ღებინება; დიარეა არის წყლიანი, საშუალო სიმძიიმს და არ შეიცავს სიხლს ან ლორწოს; ცხელება, შეუძლოდ ყოფნა, მიალგია და თავის ტკივილი ხშირია

გასინჯვა

ნორმის ფარგლებში

პირველი გამოკვლევა
  • ლეიკოციტები განავალში:

    ნეგატიური

სხვა გამოკვლევები
  • განავლის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია:

    დადებითი

ნაწლავის ადენოვირუსი

ანამნეზი

ხშირია ჩვილებში, ხანდაზმულებსა და იმუნოკომპრომისულ პირებში; ვრცელდება დაბინძურებული საკვებითა და წყლით; ხშირია საბავშვო ბაღებში და სხვა დაწესებულებებში; სიმპტომები: მსუბუქი, თვითგანკურნებადი დიარეა, ცხელების გარეშე

გასინჯვა

ნორმის ფარგლებში

პირველი გამოკვლევა
  • განავლის ვირუსული კულტურა:

    დადებითი

    მეტი
სხვა გამოკვლევები
  • ადენოვირუსის მიმართ სპეციფიკური ენზიმშეკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზი ან იმუნოფლუორესცენტული ანალიზი:

    დადებითი

    მეტი

Campylobacter ენტერიტი (Campylobacter jejuni და Campylobacter coli)

ანამნეზი

თერმულად არასაკმარისად დამუშვებული ფრინველეულის, უმი რძის ან ყველის მირთმევა; დიარეა არის მასიური წყლიანი ან სისხლიანი და ლორწოვანი, როგორც წესი, თვითგანკურნებადია და კუპირდება 5-7 დღის შემდგომ; იწვევს ცხელებას და მძიმე ხასიათის სპაზმურ ტკივილს მუცლის პერიუმბილიკურ არეში; დაავადების მესამე დღიდან შესაძლოა გამოვლინდეს სისხლიანი დიარეა

გასინჯვა

ცხელება; მუცლის გასინჯვით: გენერალიზებული ან ადგილობრივი მტკივნეულობა, მარჯვენა ქვედა კვადრანტის მტკივნეულობა შესაძლოა წააგავდეს მწვავე აპენდიციტს; იშვიათ შემთხვევაში, ტოქსიკური მეგაკოლონის შედეგად არის ტოქსიკური

პირველი გამოკვლევა
  • ლეიკოციტები განავალში:

    დადებითი

    მეტი
სხვა გამოკვლევები
  • FBC:

    ნორმა ან სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება მაღალი ნეიტროფილური პროცენტით

  • განავლის ბაქტერიოლოგიური ანალიზი:

    Campylobacter-ის გამოყოფა

    მეტი
  • განავლის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია:

    დადებითი

Shigella-ის

ანამნეზი

როგორც წესი, ვითარდება საბავშვო ბაღის ბავშვებში; შესაძლებელია გავრცელეს ბოსტნეულის მირთმევის შედეგად; ცხელება, შემდგომ დიარეა, რომელიც არის წყლიანი, შემდეგ ხდება ლორწოვანი და სისხლიანი; განავალი: მოცულობით მცირე, განავლის რაოდენობა 10-12/დღე; ცხელება და ტენეზმები პაციენტთა მესამედში

გასინჯვა

შესაძლოა იყოს ნორმაში; ცხელება; მუცლის გასინჯვით: გენერალიზებული მტკინვეულობა; შებერილობა, ნაწლავების ხმიანობის გაქრობა, დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე: რექტული გასინჯვით: მტკივნეული, იშვიათად სწორი ნაწლავის პროლაფსი

პირველი გამოკვლევა
  • ლეიკოციტები განავალში:

    დადებითი

    მეტი
სხვა გამოკვლევები
  • განავლის ბაქტერიოლოგიური ანალიზი:

    დადებითი

    მეტი
  • განავლის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია:

    დადებითი

სალმონელური მიკროორგანიზმების

ანამნეზი

ინფექციის წყარო, როგორც წესი, არის საკვები (ძროხის ხორცი, ღორის ხორცი, ფრინველეული, კვერცხი, უმი რძე, ნაყინი, ფორთოხლის წვენი) და ფეკალიებით დაბინძურებული წყალი; ხშირია ცხოველებიდან გავრცელება (შინაური იხვის ჭუჭული, ქვეწარმავლები და ხვლიკები); სიმპტომები: გულისრევა, ღებიება, ცხელება, დიარეა (შესაძლოა გაგრძელდეს 10 დღის განმავლობაში), სპაზმური ტკივილები; როგორც წესი, თვითგანკურნებადი

გასინჯვა

ძირითადად, ნორმაში, შესაძლოა აღინიშნებოდეს სითხის მოცულობის მსუბუქი დაკარგვა; მუცლის გასინჯვით მოპოვებული მონაცემები: მეტწილად უხიფათო, მომატებული მგრძნობელობა მუცლის არეში, რომელიც შესაძლოა ლოკალიზებული იყოს მუცლის ქვედა ნაწილში; არცთუ ისე იშვიათია ღვიძლისა და ელენთის გადიდება

პირველი გამოკვლევა
  • ლეიკოციტები განავალში:

    დადებითი

სხვა გამოკვლევები
  • FBC:

    ანემია, ლეიკოპენია ან ლეიკოციტოზი

  • სიხლის და განავლის კულტურა:

    დადებითი

  • განავლის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია:

    დადებითი

Escherichia coli (ენტეროტოქსიგენური, ენტეროპათოგენური, ენტეროივნაზიური, ენტეროჰემორაგიული, ენტეროაგრეგატული)

ანამნეზი

გვხვდება მოგზაურებში, ბავშვებში; დიზენტერია; წყარო მეტწილად დაბინძურებული საკვებია; ინფექციის ადგილმდებარეობიდან და გამომწვევი შტამიდან გამომდინარე სიმპტომებია მასიური წყლიანი ან სისხლიანი დიარეა; მუცლის ტკივილი ცხელების გარეშ

გასინჯვა

შესაძლოა იყოს ნორმაში: პაციენტთა მცირე ნაწილში ვითარდება დეჰიდრატაცია, დაბალი არტერიული წნევა და პულსის აჩქარება; ხშირია მუცლის დიფუზური ან ქვედა ნაწილის მომატებული მგრძნობელობა

პირველი გამოკვლევა
  • ლეიკოციტები განავალში:

    დადებითი (ინვაზიური შტამი)

სხვა გამოკვლევები
  • FBC:

    ანემია ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის დროს

  • განავლის ბაქტერიოლოგიური ანალიზი:

    დადებითი

    მეტი
  • სისხლის ქიმიური ანალიზი:

    თირკმლის დისფუნქცია ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის დროს

  • განავლის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია:

    დადებითი

Clostridium difficile-ს

ანამნეზი

ანამნეზში ანტიბიოტიკების გამოყენება, ჰოსპიტალიზაცია, ქიმიოთერაპია, დიარეა 2-3 კვირაში (3 თვემდე); მწვავე წყლიანი დიარეა; უფრო მსუბუქი დაავადება: 3-4 განავალი დღეში, მუცლის მსუბუქი ტკივილი; მძიმე დაავადება ფსევდომემბრანული კოლიტით: პროფუზული დიარეა, 15-მდე დღეში, მუცლის სპაზმური ტკივილი; ფულმინანტური (ელვისებრი) კოლიტი: ცხელება, ჟრჟოლა, დიფუზური ტკივილი მუცლის არეში, სითხის მოცულობის შემცირება

გასინჯვა

სითხის მოცულობის მსუბუქი შემცირების ნიშნები; შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპოტენზია, ჰიპოთერმია ან მაღალი ცხელება; მუცლის არეში მტკივნეულობის დიფუზური მატება, მუცლის შებერილობა, ნაწლავების ხმიანობის გაქრობა დაავადების მძიმე ფორმის შემთხვევებში

პირველი გამოკვლევა
  • ტოქსინის იმუნოფერმენტული ანალიზი, ორეტაპიანი ალგორითმი (გლუტამატის დეჰიდროგენაზას ანტიგენი პლიუს ტოქსინის იმუნოფერმენტული ანალიზი ან ტოქსინი B-ის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია):

    დადებითი

    მეტი
სხვა გამოკვლევები
  • განავლის ბაქტერიოლოგიური ანალიზი:

    დადებითი

    მეტი
  • FBC:

    იმატებს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა, განსაუთრებით დაავადების მძიმე ფორმის დროს

  • სისხლის ქიმიური ანალიზი:

    უნდა შემოწმდეს ჰიპოკალემია ან კრეატინინის ან რძემჟავას მომატებული დონე

  • ღვიძლის ფუნქციური სინჯები:

    შესაძლოა გამოვლინდეს ალბუმინის დაბალი დონე

  • კოლონოსკოპია:

    ფსევდომემბრანა

  • რადიოლოგიური ვიზუალიზაცია (კომპიუტერული ტომოგრაფია ან მუცლის ვიზუალიზაცია პირდაპირი პროექციით):

    ტოქსიკური მეგაკოლონი ან პერფორაცია

    მეტი

ქოლერის ვიბრიონი

ანამნეზი

დაავადების მსუბუქი ფორმა განურჩევადია გასტროენტერიტის სხვა ფორმებისგან, იგი შესაძლოა გამოვლინდეს წყლიანი დიარეის სახით; მძიმე შემთხვევები: დიარეა სითხის მოცულობის მასიური დაკარგვით, რომელსაც ბრინჯისებრ წყლიან განავალს უწოდებენ (ლორწოს ნაწილაკების გამო), სპაზმები აბდომინურ არეში

გასინჯვა

ნორმა ან მწვავე ავადმყოფობა; დაავადების მძიმე ფორმა, მოცულობის ძლიერი შემცირების სიმპტომები, მათ შორის ჰიპოტენზია და ფსიქიკური სტატუსის ცვლილებები

პირველი გამოკვლევა
  • განავლის ბაქტერიოლოგიური ანალიზი:

    მრუდი გრამუარყოფითი ჩხირები

სხვა გამოკვლევები
  • FBC:

    ჰემოკონცენტრაცია

  • ელექტროლიტები:

    აციდოზი, ჰიპოკალემია, თირკმლის დისფუნქცია

  • განავლის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია:

    დადებითი

ინფექციას

ანამნეზი

ძროხის ხორცის (ჰამბურგერი), ღორის ხორცის, ფრინველეულის, კვერცხის მიღება სიმპტომების გამოვლენამდე 4-6 საათით ადრე; გულსირევა დაღებინება, რომელსაც შემდგომ თან ერთვის წყლიანი დიარეა; ცხელება ან მუცლის ტკივილი არ ვლინდება

გასინჯვა

ნორმის ფარგლებში

პირველი გამოკვლევა
  • კლინიკური დიაგნოზი; რუტინული ტესტი არ ტარდება:

    განავლის ან ამონაღები მასის გამოკვლევა ტოქსინზე სრულდება მხოლოდ ეპიდაფეთქებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში

სხვა გამოკვლევები

    Bacillus cereus

    ანამნეზი

    კლასიკური ანამნეზი: გაცხელებული ბრინჯის მიღება (ჩინური სამზარეულო); 6 საათის განმავლობაში ვითარდება გულისრევა, ღებინება, შემდეგ დიარეა; ასევე გვხვდება საქონლის, ღორის ხორცისა და ბოსტნეულის მიღებისას; არ ახასიათებს ცხელება

    გასინჯვა

    ნორმის ფარგლებში

    პირველი გამოკვლევა
    • არ არის:

      კლინიკური დიაგნოზი

    სხვა გამოკვლევები

      Clostridium perfringens

      ანამნეზი

      ძროხის ხორცის, ღორის ხორცის (ნაწლავები), ფრინველეულის ხორცის და ოჯახში მომზადებული საკვების მიღების შემდგომ 8-12 საათის შემდეგ განვითარებული გულისრევა და ღებინება, რომელსაც მოსდევს დიარეა

      გასინჯვა

      ნორმის ფარგლებში

      პირველი გამოკვლევა
      • არ არის:

        კლინიკური დიაგნოზი

      სხვა გამოკვლევები

        ლისტერია

        ანამნეზი

        ძროხის, ღორის და ფრინველეულის ხორცის, რძის, ყველის, კომბოსტოს სალათის, ჰოთ დოგის ან კარტოფილის სალათის მირთმევა; გვხვდება ორსულებში, ახალშობილებში, იმუნოკომპრეომისულ პირებში; წყლიანი დიარეა, საშუალი სიხშირე, გულისრევა და ღებინება, მსუბუქი ტკივილი მუცლის არეში, ცხელება; შესაძლოა მიმდინარეობდეს ასიმპტომურად

        გასინჯვა

        მოცულობის შემცირება იშვიათია; ფებრილიტეტი; მუცლის გასინჯვით შესაძლებელია გამოვლინდეს მსუბუქი მტკიცნეულობა; გონების დაბინდვა ცენტრალური ნერვული სისტემის ჩართულობის დროს

        პირველი გამოკვლევა
        • განავლის ბაქტერიოლოგიური ანალიზი:

          იშვიათადაა დადებითი

        სხვა გამოკვლევები
        • სისხლის და თავზურგტვინის სითხის კულტურა:

          დადებითი

          მეტი

        ლამბლიასა

        ანამნეზი

        მოგზაურობა ენდემურ რეგიონებში; გავრცელება: ადამიანიდან ადამიანზე ან დაბინძურებული წყლის ან საკვების გზით; შესაძლოა იყოს ასიმპტომური; უეცარი გამოვლინების წყლიანი დიარეა, მუცლის შებერვა, სპაზმური ტკივილები, გულისრევა, ღებინება, უსიამოვნო სუნის ცხიმოვანი განავალი და მეტეორიზმი; სიმპტომები, ძირითადად, ხანგრძლივია

        გასინჯვა

        ნორმა ან მოცულობის მსუბუქი შემცირება; მუცლის გასინჯვით: ნაწლავის მომატებული ხმიანობა, არ ვლინდება მტკივნეულობა ან ლოკალური ნიშანი

        პირველი გამოკვლევა
        • განავლის მიკროსკოპია (კვერცხები და პარაზიტი):

          დადებითია ტროფოზოიტებზე

        • განავლის იმუნოფერმენტული ანალიზი:

          დადებითი Giardia-ს ანტიგენზე

          მეტი
        სხვა გამოკვლევები
        • თორმეტგოჯა ნაწლავის ასპირაცია/ბიოფსია:

          როგორც წესი, ნორმაშია, შესაძლოა რიგ შემთხვევებში გამოვლინდეს ტროფოზოიტები

          მეტი
        • სეროლოგია:

          იმუნოგლობულინი M და იმუნოგლობულინი G ანტისხეულები

          მეტი
        • განავლის ბაქტერიოლოგიური ანალიზი:

          დადებითი

          მეტი
        • განავლის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია:

          დადებითი

        Entamoeba histolyrica

        ანამნეზი

        თანდათანობითი განვითარება 1-3 კვირის განმავლობაში; მუცლის ტკივილი, მცირე რაოდენობით შემთხვევებში ცხელება და ჰემატოქეზია

        გასინჯვა

        მუცლის მტკივნეულობა; გადიდებული და მტკივნეული ღვიძლი; სითხის ნაკლებობისა და ელექტროლიტური დისბალანსის ნიშნები პროფუზული დიარეის მქონე პაციენტებში; ნაწლავგარე ფორმებში ვლინდება თავის ტვინის, ფილტვისა და ღვიძლის აბსცესის ნიშნები

        პირველი გამოკვლევა
        • განავლის სველი ნიმუში ან ტრიქრომული შეღებვა:

          ცისტებისა და ტროფოზოიტების გამოვლენა

        სხვა გამოკვლევები
        • განავლის იმუნოფერმენტული ანალიზი:

          დადებითი

        • იმუნოფერმენტული ანალიზი შრატის ნიმუშზე:

          დადებითი

        • ანტისხეულები შრატში:

          დადებითია ამების საწინააღმდეგო ანტისხეულებზე

        • განავლის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია:

          ამებური დნმ-ის ექსტრაპოლაცია

        • რადიოლოგიური კვლევები:

          ნაწლავგარე დაავადება, როგორიცაა ღვიძლის აბსცესი, ემპიემა, თავის ტვინის აბსცესი

        მიკროსპორიდიოზი

        ანამნეზი

        იმუნოკომპეტენტურ პირებში: თვითგანკურნებადი, მსუბუქი ან, იშვიათ შემთხვევებში, ქრონიკული დიარეა; ქრონიკული დიარეა ხანდაზმულებში; იმუნოკომპრომისულ პირებში: დიარეა, უსისხლო, წყლიანი, შესაძლოა იყოს მუდმივი ან წყვეტილი და უკავშირდებოდეს მუცლის სპაზმური ხასიათის ტკივილს; წონის კლება, სისუსტე, გულისრევა და ღებინება, ასევე მალაბსორბცია; იშვიათად ცხელება

        გასინჯვა

        შესაძლოა იყოს ნორმაში; იმუნოკომპრომისულ პირებს შესაძლოა გამოუვლინდეთ ცხელება, მომატებული მგრძნობელობა მუცელზე და სისუსტე

        პირველი გამოკვლევა
        • განავლის ან ქსოვილის ნიმუში:

          სპორები

        სხვა გამოკვლევები
        • ბიოფსიის:

          სპორები

          მეტი
        • ტრანსმისიული ელექტრონული მიკროსკოპია:

          მიკროსპორები

          მეტი
        • მოდიიირებული ტრიქრომული შეღებვა (შარდის, განავლის, ლორწოს ან ქსოვილის):

          სპორები

          მეტი
        • განავლის ბაქტერიოლოგიური ანალიზი:

          დადებითი

        მედიკამენტები

        ანამნეზი

        უკანასკნელ პერიოდში მედიკამენტის მოხმარების დაწყება, რომელსაც რამდენიმე დღის ან კვირის ფარგლებში მოჰყვება დიარეა; მნიშვნელოვანია გამოვიკითხოთ, იღებს თუ არა პაციენტი ანტიბიოტიკებს, ანტაციდებს, პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორებს, საფაღარათო საშუალებებს და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს; დიარეა არის წყლიანი, ლორწო ან სისხლი არ ვლინდება

        გასინჯვა

        როგორც წესი, არის ნორმაში, არცთუ ისე იშვიათია მოცულობის მსუბუქი შემცირება; მუცლის გასინჯვით მოპოვებული მონაცემები ნორმაშია

        პირველი გამოკვლევა
        • განავლის ანალიზი Clostridium difficile-ს ტოქსინებზე:

          შესაძლოა იყოს დადებითი ანტიბიოტიკებით გამოწვეული ინფექციის დროს

        სხვა გამოკვლევები
        • საფაღარათო საშუალებების ანალიზი:

          დადებითი, თუ აღინიშნება საფაღარათო პრეპარატებთან დაკავშირებული დიარეა

        წყლულოვანი კოლიტი

        ანამნეზი

        სისხლიანი განავალი; შესაძლოა განვითარდეს ტოქსიკური მეგაკოლონის დროს

        გასინჯვა

        ნორმაშია დაავადების მსუბუქი ფორმის დროს; დაავადების მძიმე ფორმა: ტოქსიკურობა, მოცულობის შემცირება; მუცლის გასინჯვით: მომატებული მგრძნობელობის განსხვავებული ხარისხი; სწორი ნაწლავის გასინჯვით: ლორწო, სისხლი; ნაწლავის გარე გამოვლინებები: სახსრების, თვალის, ლორწოვანი გარსებისმ კანის ჩართულობა

        პირველი გამოკვლევა
        • კოლონოსკოპია:

          ლორწოვანი გარსის ანთების განსხვავებული ხარისხი

          მეტი
        სხვა გამოკვლევები
        • FBC:

          შესაძლოა გამოვლინდეს სისხლის თეთრი უჯრედების მომატებული რაოდენობა, ანემია

        • ერითროციტების დალექვის სიჩქარე:

          შეიძლება მომატებული იყოს

        • ქიმიური ანალიზი:

          არასპეციფიკურია და შესაძლოა ასახავდეს როგორც ნორმას, ასევე ჰიპოალბუმინემიას და ელექტროლიტების მნიშვნელოვან დარღვევებს ტოქსიკური მეგაკოლონის დროს

        • ლეიკოციტები განავალში:

          დადებითი

        • განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე:

          დადებითი

        • ანტისხეულების ტესტირება:

          პერინუკლეარული ანტინეიტროფილური ციტოპლაზმური ანტისხეული (pANCA) და ანტი-Saccharomyces cerevisiae ანტისხეული (ASCA) შეიძლება იყოს დადებითი

        • რადიოლოგიური გამოსახულება (რენტგენი, ბარიუმის ოყნა, კომპიუტერული ტომოგრაფია):

          შეიძლება გამოვლინდეს ტოქსიკური მეგაკოლონი, პერფორაცია

          მეტი

        კრონის დაავადება

        ანამნეზი

        ტკივილი მუცლის არეში, ცხელება, წონის კლება; დიარეა: შედარებით ეტაპობრივი გამოვლინების, დიდი მოცულობის წყლიანი დიარეა მიუთითებს წვრილი ნაწლავის ჩართულობაზე, წვრილი ნაწლავის ხშირი მოძრაობა ტენეზმებით მიუთითებს კოლინჯის ჩართულბოაზე; განავალში შესაძლოა აღმოვაჩინოთ სისხლი

        გასინჯვა

        ნორმაშია დაავადების მსუბუქი ფორმის დროს; შესაძლოა გამოვლინდეს ნაწლავების მწვავე ობსტრუქციის, ნაწლავების პერფორაციის, პერიტონიტის და იმუცლის ღრუს აბსცესის ფორმაციის დროს; დაავადების მძიმე ფორმა: ტოქსიკურობა, მოცულობის შემცირება, მუცლის არეში მკტკივნეულობის განსხვავებული ხარისხით მატება; ლორწო, სისხლი სწორ ნაწლავში, პერიანალური ფისტულები, პერირექტული აბსცესი; ნაწლავის გარე გამოვლინებები: მაგ. სახსრების, თვალის, ლორწოვნაი გარსების, კანის დაზიანება

        პირველი გამოკვლევა
        • ანტისხეულების ტესტირება:

          ანტი-Saccharomyces cerevisiae ანტისხეულები შეიძლება იყოს დადებითი

        • კოლონოსკოპია:

          სწორი ნაწლავი ნორმაშია, მცირე ზომის შემოფარგლული აფტოზური წყლული, კლაკნილი ან ხაზოვანი წყლულები, ხანგამოშვებითი დაზიანებები (ნორმალური ლორწოვანი გარსი და მიდამოები, სადაც გვხვდება ერითემა), იზოლირებული ტერმინალური თეძოს ნაწლავის ჩართულობა

          მეტი
        სხვა გამოკვლევები
        • FBC:

          სისხლის თეთრი უჯრედები შეიძლება იყოს ნორმაში ან მომატებული; ზოგჯერ ვხვდებით ანემიას

        • ერითროციტების დალექვის სიჩქარე:

          როგორც წესი, გაზრდილია

        • ქიმიური ანალიზი:

          არასპეციფიკურია და შესაძლოა ასახავდეს როგორც ნორმას, ასევე ჰიპოალბუმინემიას და ელექტროლიტების მნიშვნელოვან დარღვევებს ტოქსიკური მეგაკოლონის დროს

        • ლეიკოციტები განავალში:

          დადებითი

        • განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე:

          დადებითი

        • რენტგენოლოგიური გამოსახულება (მუცლის რენტგენი, წვრილი ნაწლავის დათვალიერება და ოყნა, კომპიუტერული ტომოგრაფია):

          ტოქსიკური მეგაკოლონი, ფისტულა, აბსცესი ან პერფორაცია

        ნაწლავების გაღიზიანების სინდრომი

        ანამნეზი

        დიარეა: მცირე ზომის ხშირი ფაშარი განავალი, მცირე-საშუალო მოცულობის, რომელსაც წინ ახლავს დეფეკაციის უეცარი მოთხოვნილება, მეტწილად საკვების მიღების შემდეგ, არ ახასიათებს ღამე გაღვიძება, ეპიზოდურად ანაცვლებს ყაბზობა; შესაძლოა გამოვლნდეს დისკომფორტი, ტკივილი და შებერილობა მუცლის არეში; ზოგჯერ აღინიშნება ლორწო; სისხლის არსებობა იშვიათია

        გასინჯვა

        როგორც წესი, არის ნორმაში; შესაძლოა გამოვლინდეს მუცლის შებერილობა და მსუბუქი მტკივნეულობა

        პირველი გამოკვლევა
        • არ არის:

          კლინიკური დიაგნოზი დგინდება გამორიცხვით

        სხვა გამოკვლევები

          იშვიათია

          ასტროვირუსი

          ანამნეზი

          ხშირია საბავშვო ბაღის ბავშვებში; ზამთრის თვეებში; ხშირად ვრცელდება წყლიდან; სიმპტომები: ფაშარი წყლიანი განავალი, გამოყოფილი განავლის რაოდენობა აღწევს 20/დღეში

          გასინჯვა

          როგორც წესი, ნორმაშია; შესაძლოა გამოვლინდეს მოცულობის შემცირების მსუბუქი ნიშნები

          პირველი გამოკვლევა
          • არ არის:

            კლინიკური დიაგნოზი

          სხვა გამოკვლევები

            Yersinia

            ანამნეზი

            დაბინძურებული ღორისა და ძროხის ხორცის, რძის, ყველეულის მირთმევა; დიარეა, როგორც წესი, იწყება ეტაპობრივად, არის წყლიანი და გამოიყოფა დღეში 5-10-ჯერ; კლასიკურ შემთხვევებში მუცლის ტკივილი ლოკალიზდება ქვედა მარჯვენა კვადრანტში; შესაძლოა გამოიწვიოს მეზენტერული ადენიტი, რომელიც წააგავს მწვავე აპენდიციტს და კრონის დაავადებას; დაკავშირებულია რკინის გადატვირთვის სინდრომთან

            გასინჯვა

            შესაძლოა იყოს ნორმაში ან აღინიშნებოდეს მწვავე ავადმყოფობა; მუცლის გასინჯვით ვლინდება უკუცემითი ტკივილი ქვედა მარჯვენა კვადრანტში, ამასთან, დაავადების მძიმე ფორმებში ვითარდება პერიტონიტის ნიშნები

            პირველი გამოკვლევა
            • განავლის ბაქტერიოლოგიური ანალიზი:

              დადებითი

              მეტი
            სხვა გამოკვლევები
            • FBC:

              ნორმის ფარგლებში

            • განავლის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია:

              დადებითი

            • სეროლოგიური ტესტი (აგლუტინაცია და ენზიმშეკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზი):

              დადებითი

            • რადიოლოგიური ვიზუალიზაცია (კომპიუტერული ტომოგრაფია):

              ტოქსიკური მეგაკოლონი ან პერფორაცია

              მეტი

            აერომონა

            ანამნეზი

            თვითგანკურნებადი; აქვს მრავალგვარი გამოვლინება, მათ შორის მწვავე სეკრეტორული დიარეა, მწვავე დიზენტერული ფორმა სისხლით და ლორწოთი, ქრონიკული დიარეა, ქოლერისმიერი და მოგზაურის დიარეა (ენდემურია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში); შედარებით მძიმე ფორმით გვხვდება ბავშვებში, ხანდაზმულებსა და იმუნოკომპრომისულ პირებში[71]

            გასინჯვა

            როგორც წესი ნორმალურია

            პირველი გამოკვლევა
            • განავლის ბაქტერიოლოგიური ანალიზი:

              დადებითი

            სხვა გამოკვლევები

              Plesiomonas

              ანამნეზი

              თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ან უმი მოლუსკების და დაბინძურებული წყლის მიღება; წყლიანი სეკრეტორული დიარეა ან დიზენტერული ფორმა მუცლის მძიმე ტკივილით; როგორც წესი, არის თვითგანკურნებადი, შესაძლოა გადაიზარდოს ქრონიკულ დიარეაში; იშვიათად, გვხვდება დიარეა

              გასინჯვა

              როგორც წესი, ნორმაში; პაციენტი შეიძლება იყოს ფებრილური

              პირველი გამოკვლევა
              • განავლის ბაქტერიოლოგიური ანალიზი:

                დადებითი

              სხვა გამოკვლევები

                კრიპტოსპორიდიუმს

                ანამნეზი

                ასიმპტომური, მსუბუქი დიარეული ავადმყოფობა ან მძიმე ენტერიტი სანაღვლე სისტემის ჩართულობით ან მის გარეშე; შეუძლოდ ყოფნა, გულისრევა, მადის გაქრობა და მუცლის ტკივილი; დიარეა: მწვავე, ქრონიკული, გარდამავალი, წყვეტილი ან მუდმივი, მცირე რაოდენობით ან დიდი მოცულობით, გამოყოფილი განავლის რაოდენობა დღეში 20-ს აღწევს; იმუნოკომპრომისულ პირებში დაავადება არის ხშირი და მძიმე

                გასინჯვა

                შესაძლოა იყოს ნორმაში; მოცულობის შემცირების ნიშნები; მუცლის მტკივნეულობა; ქრონიკული დიარეით წარმოდგენილ პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს წონის კლება; იმუნოკომპრომისული პირები წარმოდგენილნი არიან მძიმე სისუსტით

                პირველი გამოკვლევა
                • განავლის იმუნოფერმენტული ანალიზი:

                  დადებითია კრიპტოსპორიდიულ ანტიგენებზე

                  მეტი
                • კვერცხები ან პარაზიტები განავალში:

                  დადებითი

                  მეტი
                • პირდაპირი იმუნოფლუორესცენცია:

                  დადებითია კრიპტოსპორიდიულ ოოცისტებზე

                • განავლის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია:

                  დადებითი

                სხვა გამოკვლევები
                • ტუტე ფოსფატაზა:

                  ქოლანგიტის შედეგად არის მაღალი

                • მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა:

                  გადიდებული ნაღვლის ბუშტი შესქელებული კედლით, ღვიძლშიდა და ღვიძლგარე სანაღვლე გზების გაგანიერებით

                • კომპიუტერული ტომოგრაფია:

                  გადიდებული ნაღვლის ბუშტი შესქელებული კედლით, ღვიძლშიდა და ღვიძლგარე სანაღვლე გზების გაგანიერებით

                  მეტი

                Cyclospora

                ანამნეზი

                ინფიცირებული ოოცისტების გადაყლაპვა; შესაძლოა იყოს ასიმპტომურ; მსუბუქი დიარეული ავადმყოფობა და გრიპის მაგვარი სიმპტომები; აღწერილია შებერილობა, ბოყინი, შეუძლოდ ყოფნა და წონის კლება; დაავადემა არის თვითგანკურნებადი, თუმცა შესაძლოა გახანგრძლივდეს იმუნოკომპრომისულ პირებში

                გასინჯვა

                როგორც წესი, ნორმაშიალ აივ/შიდსის შემთხვევაში შესაძლებელია გამოვლინდეს მოცულობის შემცირება და სისუსტე

                პირველი გამოკვლევა
                • კვერცხები ან პარაზიტები განავალში:

                  Cyclospora ოოციტი

                  მეტი
                სხვა გამოკვლევები
                • წვრილი ნაწლავის ბიოფსია:

                  პარაზიტის განვითარების რამდენიმე ეტაპი

                Cystoisospora belli

                ანამნეზი

                თვითგანკურნებადია იმუნოკომპეტენტურ პირებში, თუმცა ვხვდებით ქრონიკულ შემთხვევებსაც; დიარეა, სტეატორეა, მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინება, ცხელება, შეუძლოდ ყოფნა, მოცულობის შემცირება და წონის კლება; იმუნოკომპრომისულ პირებში: ქრონიკული დიარეა, მკურნალობის შემდეგ შესაძლებელია რეციდივის განვითარება; ძლიერი წყლიანი დიარეა და წონის კლება

                გასინჯვა

                როგორც წესი, ნორმაშია; ცხელება, მუცლის მტკივნეულობა, მოცულობის შემცირების ნიშნები, წონის კლება და სისუსტე

                პირველი გამოკვლევა
                • კვერცხები ან პარაზიტები განავალში:

                  Cystoisospora ოოცისტა

                  მეტი
                სხვა გამოკვლევები
                • FBC:

                  ეოზინოფილების მაღალი დონე

                  მეტი

                Klebsiella oxytoca

                ანამნეზი

                დაკავშირებულია ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული ჰემორაგიული კოლიტის Clostridium difficile-ზე უარყოფით შემთხვევებთან.[31]

                გასინჯვა

                სითხის მოცულობის მსუბუქი შემცირების ნიშნები; შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპოტენზია, ჰიპოთერმია ან მაღალი ცხელება; მუცლის არეში მტკივნეულობის დიფუზური მატება, მუცლის შებერილობა, ნაწლავების ხმიანობის გაქრობა დაავადების მძიმე ფორმის შემთხვევებში

                პირველი გამოკვლევა
                • განავლის ბაქტერიოლოგიური ანალიზი:

                  დადებითი

                სხვა გამოკვლევები

                  ნაწლავური იშემია

                  ანამნეზი

                  ანამნეზში შემდეგი მდგომარეობების აღმოჩენა: კორონარულია რტერიების დაავადება, აორტო-თეძოს არტერიის ქირურგიული ოპერაცია, გულ-ფილტვის შუნტირება, გულის ემბოლია, მიოკარდიუმის ინფარქტი, წინაგულების ფიბრილაცია, ჰემოდიალიზი, მეზენტერიული ვენების თრომბოზი, მექანიკური დაზიანება, ასევე შოკი ან გულ-ფილტვის ფუნქციის დარღვევა; მუცლის ტკივილი, სისხლიანი და ფაშარი განავალი

                  გასინჯვა

                  თავდაპირველი ფაზა: მინიმალური მტკივნეულობა მუცელზე დაზიანების მხარეს; შეუსაბამობა პაციენტის მიერ აღწერილ მუცლის ტკივილის ხარისხსა და მუცლის გასინჯვით მოპოვებულ მონაცემებს შორის; განიცდის პროგრესირებას და გადადის მუცლის შებერილობაში, მუცლის მძიმე მტკივნეულობაში, ქრება ნაწლავური ხმიანობა; მძიმე შემთხვევებში: მოცულობის შემცირება, შოკი

                  პირველი გამოკვლევა
                  • ლეიკოციტები:

                    მოამტებულია

                    მეტი
                  • ლაქტატ დეჰიდროგენაზა (LDH):

                    მოამტებულია

                    მეტი
                  • კრეტინ ფოსფოკინაზა:

                    მოამტებულია

                    მეტი
                  • შრატის ლაქტატი:

                    მოამტებულია

                    მეტი
                  • ამილაზა:

                    მოამტებულია

                    მეტი
                  სხვა გამოკვლევები
                  • მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია:

                    ნაწლავების შებერილობა და პნევმატოზი

                    მეტი
                  • მუცლის ღრუს კტ სკანირება:

                    ნაწლავის კედლის შესქელება, პნევმატოზი და აირები მეზენტერიულ ვენებში

                    მეტი
                  • კოლონოსკოპია:

                    ფერმკრთალი ლორწოვანი გარსი და პეტექიური სისხლდენა, მოლურჯო ჰემორაგიული კვანძი და ლორწოვანის წყლული

                    მეტი
                  • ბარიუმის ოყნა:

                    ცერა თითის ნიშანი (ჰაერი ნაწლავის კედელში)

                  • ანგიოგრაფია:

                    გამოყოფს იშემიურ არეალს, მაგრამ იშვიათად გვეხმარება

                  რადიაციული დაზიანება

                  ანამნეზი

                  მუცლის არეში რადიაციული დასხივების მიღება სხვადასხვა მიზეზით (მაგ. წინამდებარე ჯირკვლის კიბო); მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და დიარეა; ნაწლავის ობსტრუქცია და/ან ნაწლავის სტრიქტურა; შეიძლება დაეწყოს ლაქტოზის აუტანლობა

                  გასინჯვა

                  როგორც წესი, ნორმაშია; შეიძლება გამოვლინდეს მუცლის მსუბუქი მტკივნეულობა, მუცლის შებერილობა და ნაწლავური ხმიანობის გაძლიერება; შეიძლება გამოვლინდეს ნაწლავის ობსტრუქციის ნიშნებით

                  პირველი გამოკვლევა
                  • კუჭნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილები:

                    სტრიქტურა და დაზიანების მასშტაბი

                  სხვა გამოკვლევები
                  • ენტეროკლიზისი:

                    ლორწქვეშა შრის გასქელება, სტენოზი, ადჰეზია ან ფისტულა

                    მეტი
                  • კომპიუტერული ტომოგრაფია ან MRI ენტეროკლიზი:

                    ნაწლავის სეგმენტის გასქელება.

                    მეტი
                  • მუცლის კომპიუტერული ტომოგრაფია:

                    ნაწლავის სეგმენტის გასქელება.

                  • კოლონოსკოპია:

                    ფერმკრთალი, მოწყვლადი ლორწოვანი, ტელეანგიექტაზია

                    მეტი

                  ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას