მიდგომა

კოლხიცინი ერთადერთი დამტკიცებული მკურნალობაა ხმელთაშუა ზღვის ცხელების დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის (პირველად წარადგინეს 1972 წელს) და შეუძლია პოტენციურად ფატალური გართულების, თირკმლის ამილოიდოზის პრევენცია.[68][69] ის თითქმის 95%-ით ეფექტურია (მათი გამორიცხვის შემდეგ, რომლებმაც ვერ შეიწყნარეს ან არ მოხდა წამალთან დაკავშირება).[90] კოლხიცინი გამოიყენება მწვავე შეტევების სამკურნალოდ,ის თრგუნავს შეტევებს, ახდენს ამილოიდოზის პრევენციას და ასტაბილურებს პროტეინურიას ამილოიდური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.[68][91] ზოგიერთ პაციენტს კოლხიცინის გამოყენება მწვავე შეტევების სამკურნალოდ შეუძლია.

კოლხიცინი როგორც წესი არ გამოიყენება უსიმპტომო პაციენტებისთვის, მაშინაც კი თუ დადგენილია ხმელთაშუა ზღვის ცხელების მუტაცია. ინდექს შემთხვევის ოჯახის წევრები, რომელთაც მწვავე ფაზის რეაქტანტები აქვთ მომატებული და იგივე მუტაცი(ებ)ს ატარებენ, რასაც სიმპტომური ჯახის წევრები, უნდა ჩაიტარონ კოლხიცინით მკურნალობა , ვინაიდან მათ შეიძლება განუვითარდეთ ხმელთაშუა ზღვის ცხელების სრული სიმპტომები მოგვიანებით და შესაძლოა იყვნენ მეორეული ამილოიდოზის რისკის ქვეშ.

მწვავე შეტევები

სიმპტომების შემსუბუქებისთვის მწვავე შეტევების მკურნალობა ხდება ტკივილგამაყუჩებლით ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებით (NSAIDs).

კოლხიცინის დოზის გარდამავალი გაზრდა არ არის რეკომენდებული, რაც განპირობებულია მისი შეუთავსებელი ეფექტურობითა და გვერდითი ეფექტების გაზრილი რისკით.[92] როდესაც ხმელთაშუა ზღვის ცხელებისთვის გამოიყენება კოლხიინის გაზრდილი დოზა, შემდეგია აუცილებლად გასათვალისწინებელი:

  • გაზარდეთ დოზა მხოლოდ შეტევების პროდრომის დროს

  • არასდროს გადააჭარბოთ დღიურ მაქსიმალურ დოზას

  • გვერდითი ეფექტების მონიტორინგი

  • დაუყოვნებლივ დაუბრუნდით პაციენტის "ნორმალურ" დოზას შეტევის შემდეგ.

გახანგრძლივებული მიალგია

უწყვეტი მიალგიის მქონე პაციენტებს შესაძლოა დასჭირდეთ დამატებითი თერაპია პრედნიზოლონით და/ან NSAID-ებით 6 კვირის განმავლობაში, მაგრამ აგრეთვე შესაძლებელია, რომ უპასუხონ მხოლოდ კოლხიცინით მკურნალობას.[53][72][93]

პროფილაქტიკა მთელი ცხოვრების მანძილზე

პაციენტები საჭიროებენ ყოველდღიურად კოლხიცინით მკურნალობას მთელი ცხოვრების მანძილზე. თავდაპირველად დაკავშირება შესაძლოა ცუდი იყოს, რაც განპირობებულია ისეთი არასასურველი ეფექტებით, როგორიცაა დიარეა, გულისრევა, მუცლის სპაზმური ტკივილი და მუცლის შებერვა. თუმცა, კოლხიცინით ხანგრძლივი თერაპია ძალიან ეფექტური და უსაფრთხოა მსუბუქი და იშვიათი არასასურველი ეფექტებით. ინტრავენურად კოლხიცინის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რაც განპირობებულია ძვლის ტვინის დათრგუნვისა და სიკვდილის პოტენციური რისკით. გამოყენებულია დამატებუთი ბიოლოგიური აგენტები და ეფექტურია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ცუდად პასუხობენ ან ცუდად იწყნარებენ კოლხიცინს.[94][95][96]

ამჟამად ბიოლოგიური აგენტების გამოყენების დამადასტურებელი მტკიცებულებები შეზღუდულია. ფუნქციური კვლევები მიუთითებს, რომ ინტერლეიკინ (IL)1 ჩართულია ხმელთაშუა ზღვის ცხელების ანთებით რეაქციაში; შესაბამისად, ფიქრობენ, რომ IL-1-ის ინჰიბიტორების გამოყენება კარგი მიდგომაა რეზისტენტული ხმელთაშუა ზღვის ცხელების დროს. კვლევებმა დაამტკიცა კოლხიცინის მიმართ რეზისტენტული ხმელთაშუა ზღვის ცხელების მქონე პაციენტებში კარგი პასუხი ინტერლეიკინ 1 (IL-1) ინჰიბიტორებზე.[97][98][99] კოხრეინის ერთ-ერთმა მიმოხილვამ დაასკვნა, რომ ანაკინრა და კანაკინუმაბი, ალბათ, ეფექტურია, მაგრამ მეტი კვლევაა საჭირო რილონაცეპტის შემთხვევაში.[100] IL-1 ინჰიბიტორები პირველად გამოიცადა კოლხიცინზე რეზისტენტული და/ან შეუწყნარებელი პაციენტებისთვის.[101] მაშინაც კი, თუ ინტერლეიკინ 1-ის (IL-1) სამიზნე წამლები ამჟამად ხელმისაწვდომია, მკურნალობა უნდა დაიწყოს ხანმოკლე ნახევარდაშლის პერიოდის მქონე წამლით (მაგ. ანაკინრა), იმისთვის რომ შემოწმდეს ეფექტიანობა. საშუალო ან ხანგრძლივი ნახევარდაშლის პერიოდის მქონე წამლები (ანუ რილონაცეპტი, კანაკინუმაბი) უნდა განიხილებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხანმოკლე ნახევარდაშლის პერიოდის მქონე პრეპარატი ეფექტურია.[99][102] კანაკინუმაბი და ანაკინრა დამტკიცებულია ხმელთაშუა ზღვის ოჯახური ცხელებისთვის ზოგიერთ ქვეყანაში.

სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი (TNF) ალფას ანტაგონისტები შემოწმდა კოლხიცინის შეუწყნარებლობის მქონე პაციენტებში სახსრის ჩართულობით და ეს წამლები კარგი თერაპიული ვარიანტი აღმოჩნდა უმეტესობისთვის. TNF ანტაგონისტები განსახილველია ხმელთაშუა ზღვის რეზისტენტული ცხელების მქონე პაციენტებში, რომლებშიც დაავადება მოიცავს სახსრებს.[102][103]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას