პირველადი პრევენცია

IAA-ის გამომწვევი უხშირესი პირველადი კერების , ე.ი პერფორირებული აპენდიციტის ან დივერტიკულიტის, პრევენციული სტრატეგია თითქმის არ არსებობს. Cochrane-ის ერთმა მიმოხილვამ შეისწავლა ღია აპენდექტომიის შემდეგ ინტრაპერიტონეალური აბსცესის განვითარების პრევენციაში მუცლის დრენაჟის ეფექტი. მუცლის დრენაჟის ეფექტურობის შესახებ მტკიცებულება დაბალი სიზუსტის აღმოჩნდა და შესაბამისად გაურკვეველი იყო ეფექტურობაც. მუცლის დრენაჟმა შეიძლება გაზარდოს 30-დღიანი გართულებების სიხშირე და საავადმყოფოში დაყოვნების ხანგრძლივობა; საჭიროა უფრო ფართო კვლევები, რათა დამაჯერებლად დადგინდეს დრენაჟის გავლენა ავადობასა და სიკვდილიანობაზე[17]არ არსებობს რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევებით დადსტურებული მტკიცებულება , მუცლის შემავალი ტრავმის შემთხვევაში ანტიბიოტიკების პროფილაქტიკური გამოყენების შესახებ. [18] პაციენტებისთვის მეორადი IAA-თი (ე.ი. პოსტოპერაციული ან ბაქტერიებითგავრცელებული) IAA პროფილაქტიკის პრევენციის პოტენციური სტრატეგიები მოიცავს საწყისი გართულებული ინტრააბდომინალური ინფექციის ადეკვატურ წყაროს კონტროლს და შესაბამისი ემპირიული ანტიმიკრობული თერაპიის ადრეულ დაწყებას.

ინტრააბდომინური ინფექციის მიმართ მასპინძლის პასუხი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: 1) ინოკულატის ზომა, 2) დაბინძურებული (გადამდები) მასალის ვირულენტობა (შხამიანობა), 3) ადიუვანტების არსებობა მუცლის ღრუში, 4) შესაბამისი ლოკალური, რეგიონული და სისტემური იმუნიტეტი, 5) საწყისი მკურნალობის ადეკვატურობა (ანუ წყაროს კონტროლი). პაციენტები არიან ინტრააბდომინური აბსცესის განვითრების მაღალი რისკის ქვეშ ინტრააბდომინალური ინფექციის მკურნალობის შემდეგ, თუ რომელიმე აღნიშნული ფაქტორის მკურნალობა ასათანადოდ მიმდინარეობს.

მეორეული პრევენცია

პროცედურით მითითებული, წინასაოპერაციო ანტიმიკრობული თერაპია გადამწყვეტი ნაბიჯია პოსტ-ოპერაციული ინფექციების პრევენციისთვის. საავადმყოფოს გარეთ შეძენილი ინტრააბდომინალური აბსცესი:

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას