ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
IAA ძირითადი რისკის ფაქტორებია: ბოლოდროინდელ ოპერაცია ან ტრავმა, ბოლოდროინდელი აპენდიციტი ან დივერტიკულიტი.[1]
ცხელება ან ჰიპოთერმია
სეფსისის პოტენციური ნიშანია, თუმცა არასპეციფიკური; აუცილებელია დამატებითი კვლევები, განსაკუთრებით დადასტურებული ინტრააბდომინური პათოლოგიის, ასევე უკანასკნელ პერიოდში ქირურგიული ჩარევის ან ინსტრუმენტაციის არსებობის დროს. ხანდაზმულებსა და იმუნოკომპრომისულ პირებში ინტრააბდომინურ აბსცესს ხშირად ახლავს ჰიპოთერმია.
მუცლის ტკივილი
ძირითადად IAA პაციენტებში დაკავშირებულია პერფორირებულ აპენდიციტთან და დივერკულიტთან. ტკივილი შეიძლება წარმოდგენილ იყოს, როგორც კეროვანი ტკივილი ან გენერალიზებული არასპეციფიკური მუცლის ტკივილი. პოსტოპერაციულ პაციენტებში ტკივილი შეიძლება შენიღბული იყოს ქირურგიული ჭრილით ან პოსტოპერაციული ნარკოტიკული ეფექტით. ის შეიძლება დიფერენცირებული იყოს პოსტქირურგიული ან ეპიზოდური ტკივილისგან იმით, რომ დროთა განმავლობაში არ ყუჩდება.
იშვიათი
რექტალური ტკივილი და მუცლის გადავსების შეგრძნება
პარარექტალური აბსცესი ან მცირე მენჯისმიერი აბსცესი შეიძლება გამოვლინდეს რექტალური მტკივნეულობით ან ციფრული რექტალური გამოკვლევით.
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
ტაქიკარდია
მსუბუქი ტაქიკარდია ხშირია, მაგრამ, ჩვეულებრივ, მულტიფაქტორულია.
ცვლილებები ნაწლავურ განავალში/ პათოლოგიური ნაწლავის ფუნქცია
შეიძლება აღინიშნებოდეს არასპეციფიკური სიმპტომი, მაგრამ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ნაწლავის გაუვალობას, ობსტრუქციას ან დიარეას.
ხანგრძლივი გაუვალობა
ხანგრძლივი გაუვალობა, თუმცა კი არასპეციფიკური, უნდა მიანიშნებდეს IAA-ზე.
ანორექსია/ მადის უქონლობა
სავარაუდოდ, დაკავშირებულია აპენდიციტთან, მაგრამ შეიძლება დაკავშირებული იყოს ინტრააბდომინალურ ინფექციასთან .
გულისრევა და ღებინება
პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ გულისრვისა და და პირღებინების თანმხლები სიმპტომები, ასევე ციება და ღამით ოფლიანობა.
იშვიათი
პალპირებადი მასა
ხშირია აპენდიციტის ან დივერკულიტის დროს გამხდრებში.
სეფსისის ნიშნები
ინდივიდუალური სისტემური ანთებითი რეაქციის მიხედვით პაციენტს შეიძლებაჰქონდეს სეფსისი ან სეპტიკური შოკი. შეიძლება ასევე ადგილი ჰქონდეს მალევე IAA დრენაჟის შემდეგ.
პრეზენტაცია მერყეობს სუსტი, არასპეციფიკური სიმპტომებიდან (მაგ., შეუძლოდ ყოფნა ნორმალური ტემპერატურით) მძიმე სიმპტომებამდე მულტიორგანული დისფუნქციის და სეპტიკური შოკის ნიშნებით. პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ტაქიკარდიის, ტაქიპნოეს, ჰიპოტენზიის, ცხელების ან ჰიპოთერმიის, კაპილარული ავსების დაქვეითების, კანის აჭრელების ან სიფერმკრთალის, ციანოზის, მენტალური სტატუსის ბოლოდროინდელი ცვლილების ან შარდის გამოყოფის შემცირების ნიშნები.[20]
კორტიკოსტეროიდების წინასაოპერაციო გამოყენება.
კრონის დაავადების დროს წინასაოპერაციო პერიოდში კორტიკოსტეროიდების გამოყენება დაკავშირებულია კრონის დაავადების გამო გაკეთებული ოპერაციის შემდეგ ინტრააბდომინალური სეფსისის გაზრდილ რისკთან.[25]
რისკფაქტორები
ძლიერი
ცოტა ხნის წინანდელი ოპერაცია ან ტრავმა, აპენდიციტი, დივერტიკულიტი ან პერფორირებული წყლული.
პაციენტები, რომლებიც ცოტა ხნის წინ დაექვემდებარნენ აბდომინალურ ქირურგიას, ტრავმით, რომელიც საჭიროებს ლაპაროტომიას და ზოგადი ინტრააბდომინალური ინფექციით (აპენდიციტი, დივერტიკულიტი), არიან IAA-ს განვითარების რისკის ქვეშ.[1] პაციენტები, რომლებსაც ესაჭიროებათ ნაწლავური რეზექცია და ანასტომოზი, ანასტომოზური გაჟონვისა (1.5%) და აბსცესის წარმოქმნის განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან.[16]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას