მიდგომა
ინტრააბდომინალური აბსცესის (IAA) დიაგნოზზე, როგორც წესი, ეჭვი ჩნდება პაციენტის კლინიკური ანამნეზის, გასინჯვის და ლაბორატორიული მონაცემების მიხედვით. დიაგნოზს ადასტურებს რადიოლოგიური კვლევები, მაგ. კომპიუტერული ტომოგრაფიული სკანირება.[19]
დიაგნოზი მეტად სავარაუდოა, თუ კლინიკური სურათი ვლინდება მუცლის ქირურგიის შემდგომ 5 დღის განმავლობაში. მრავალი პოსტოპერაციული პაციენტი ატყობინებს ოპერაციის შემდგომი აღდგენითი პერიოდის შესახებ, რომელიც ხასიათდება ზოგადი სისუსტით, რომელსაც, თავის მხრივ ერთვის ცხელება, ტკივილი მუცლის არეში, რიგ შემთხვევებში კი გულისრევა, პირღებინება, დიარეა ან მძიმე ობსტრუქცია.
აბსცესის ადგილმდებარეობა, ზოგჯერ, დაკავშირებულია მაპროვოცირებელ მოვლენასთან. როდესაც ვითარდება ანასტომოზური გაჟონვა ან ნაწლავების პერფორაცია, აბცესი ჩვეულებრივ ვითარდება დაზიანებული ნაწლავის უშუალო სიახლოვეს, ხოლო შემდეგ ვრცელდება პერფორაციის ზომის ან გაჟონვის ხარისხის მიხედვით. პროცესის გავრცელება აგრეთვე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოხერხდება დიაგნოსტიკა.
ანამნეზი.
IAA-ს მქონე პაციენტებს ანამნეზში ჩვეულებრივ აქვთ ოპერაციული ჩარევა ან ბოლოდროინდელი ტრავმა. მათ შეიძლება აღენიშნებოდეთ პროლონგირებული (გახანგრძლივებული ) ნაწლავთა გაუვალობა ან ნაწლავთა ფუნქციის დარღვევა, ან კუჭის შეკრულობა ან დიარეა. რიგ შემთხვევებში ოპერაციის შემდგომ პაციენტები თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობენ, რასაც მოჰყვება მდგომარეობის თანათანობითი ან უეცარი გაუარესება.
IAA-ს სიმპტომებია : უეცრად დაწყებული მუცლის ტკივილი, მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, შებერილობა, კუჭის შეკრულობა და/ან ცხელება.[19] თავდაპირველად ტკივილმა შეიძლება არ მიიქციოს ყურადღება. ის ჩაითვალოს როგორც პოსტოპერაციული ჭრილობის ტკივილად ან შეინიღბოს პოსტოპერაციული ტკივილის კუპირების მიზნით ტკივილგამაყუჩებლების გამოყენების ფონზე. თუ პაციენტი არ მიიღებს შესაბამის სამედიცინო ან ქირურგიულ დახმარებას, ტკივილი დროთა განმავლობაში გაუარესდება,
ინტრააბდომინური აბსცესი შეიძლება განვითარდეს ცხელების ან მძიმე ტკივილის გარეშეც, რაც დამოკიდებულია მის ზომაზე, შეკავების ხარისხზე და პაციენტის იმუნური სისტემის შესაბამისობაზე.[3] დაავადების ან მედიკამენტის შედეგად დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ ატიპური სიმპტომები, ხშირად მსუბუქი ხასიათის, მიუხედავად იმისა, რომ დაავადება რეალურად მძიმედ მიმდინარეობს.
მენჯის აბსცესმა შეიძლება გამოიწვიოს ახლოდებარე ორგანოების პირდაპირი გაღიზიანება, რასაც ხშირად შედეგად მოსდევს დიზურია, შარდის გაძლიერებული გამოყოფა, დიარეა და ტენეზმები. შარდის ანალიზი მენჯისმიერი აბსცესების მკურნლობის სქემაში ხშირად აჩვენებს სტერილურ პიურიას მომიჯნავე აბსცესებიდან გარე გამაღიზიანებლების ფონზე.
ფიზიკური გამოკვლევა
IAA ხშირად ასოცირდება ცხელებასთან.[3] მუცლის ღრუს ფიზიკური გამოკვლევა ჩვეულებრივ ავლენს ლოკალურ მტკივნეულობას აბსცესის ან დიფუზურ მტივნეულობას მრავლობითი აბსცესის არსებობის შემთხვევაში უკუგებითი ტკივილი შეიძლება იყო ან არ იყოს სახეზე. პალპაციით ზოგჯერ შეიძლება ისინჯებოდეს მოცულობითი წარმონაქმნი და წარმოადგენდეს აპენდიკულარული პერფორაციის შედეგად ფორმირებული აბსცესის მთავარ ნიშანს.[5]
შესაძლო სეფსისი
ინდივიდუალური სისტემური ანთებითი რეაქციის მიხედვით პაციენტს შეიძლება ჰქონდეს სეფსისი ან სეპტიკური შოკი. სეფსის შეიძლება ასევე ადგილი ჰქონდეს IAA დრენაჟის შემდეგაც. მათში, ვინც აგვიანებს მისვლას სამედიცინო შემოწმებისთვის, შეინიშნება, რომ ინტრაპერიტონული აბსცესი ვრცელდება კანიდან და კანქვეშა ქსოვილებიდან. ხშირად ხდება, რომ არსებობს რბილი ქსოვილების არე, რომელიც უკვე ტრავმირებულია ინსტრუმენტებით, სადრენაჟე მილებით, ფისტულის უბნებით ან სიმსივნის ჩართულობით. ლაბორატორიული კვლევები ლაბორატორიული კვლევები დიდად არ გვეხმარება IAA დიაგნოსტირებაში.
სეფსისის ადრეული ამოცნობა მნიშვნელოვანია, რადგან ადრეული მკურნალობა, როცა სეფსისი საეჭვოა, მაგრამ ჯერ კიდევ დადასტურებული არ არის, დაკავშირებულია შედეგების მნიშვნელოვან როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან სარგებელთან.[20] ადრეული ამოცნობის აუცილებელი პირობაა ნებისმიერი პაციენტების სისტემური იდენტიფიკაცია, რომელსაც აქვს ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს ინფექციაზე და არის გაუარესების რისკის ქვეშ ორგანული დისფუნქციის გამო. შემოთავაზებულია რისკის სტრატიფიკაციის რამდენიმე მეთოდი. ყველა მათგანი ეფუძნება სტრუქტურირებულ კლინიკურ შეფასებას და პაციენტის სასიცოცხლო ნიშნების ჩაწერას.[20][21][22] მნიშვნელოვანია შეამოწმოთ ადგილობრივი გაიდლაინი, რათა მიიღოთ ინფორმაცია, თუ რომელ მიდგომას უწევს თქვენი დაწესებულება რეკომენდაციას.
ლაბორატორული კვლევები
ინტრააბდომინური აბსცესის დიაგნოსტიკის ფარგლებში ლაბორატორიული კვლევები გამოსადეგი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ინტრააბდომინური აბსცესი დაკავშირებულია ლეიკოციტების მომატებულ რაოდენობასთან, ლეიკოციტების ნორმალური რაოდენობა არ გამოირცხავს ინტრააბდომინური აბსცესის დიაგნოზს. თუ აბსცესზე ეჭვი მაღალია, პაციენტის კლინიკური სურათის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რადიოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება.
ერითროციტების დალექვის სიჩქარე და C-რეაქტიული ცილის ტესტი ანთების არასპეციფიკური მარკერებია და შესაძლოა მომატებული იყოს ინტრააბდომინური აბსცესის დროს.
მაღალი რისკის მქონე პაციენტებში და პაციენტებში, რომლებსაც აქვთ საავადმყოფოში შეძენილი IAA, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოტენციური რეზისტენტული ან ოპორტუნისტული პათოგენების გამოსავლენად გამომწვევის იდენტიფიცირება, აბსცესის დრენირებით მიღებული ნიმუშის გრამის წესით შეღებვით და კულტივირებით.[2] IAA-ის დიაგნოსტირების შემდეგ პაციენტებს ენიშნებათ ადრეული ემპირიული ანტიმიკრობული თერაპია , დრენაჟით მიღებული მასალის კულტურა და ანტიმიკრობული მგრძნობელობის განსაზღვრა იძლევა ანტიმიკრობული თერაპიის დეესკალაციის საშუალებას
რადიოლოგიური კვლევები ულტრაბგერა შეიძლება კარგი დახმარება აღმოჩნდეს დიაგნოსტიკისთვის, განსაკუთრებით, როცა პაციენტის ტრანპსორტირება შეუძლებელია. გარდა ამისა, როცა პაციენტი სულ უფრო ჰიპერგლიკემიური ხდება, ინსულინის მზარდი მოთხოვნით, ეჭვი უნდა გაჩნდეს სისტემურ ინფექციაზე, ინტრააბდომინალური ინფექციისა და IAA-ს ჩათვლით.
რადიოლოგიური კვლევები
მუცლისა და მენჯის CT სკანირება სასურველი გამოსახულებითი მეთოდია.[19] CT გამოკვლევით შესაძლებელია განისაზღვროს IAA-ს ზომა და ანატომიური მდებარეობა
საკონტრასტო საშუალებით გაძლიერება (ინტრავენური და ენტერული საკონტრასტო ნივთიერება) გვეხმარება ნაწლავის მარყუჟების დიფერენცირებაში მარყუჟთაშორისი აბდომინური აბსცესისგან და განსაზღვრავს აბსცესის სიახლოვეს სისხლძარღვოვან სტრუქტურებთან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის დასადგენად, თუ რამდენად შესაძლებელია აბსცესის პერკუტანული მიდგომით დრენაჟი. მენჯის თაღის ვიზუალიზაცია, ასევე საკონტრასტო ნივთიერების ნარჩენების ან ნაჟონის არსებობა ჩირქგროვაში აჩენს ეჭვს ინტრააბდომინური აბსცესის დიაგნოზზე, თუმცა სრულად ვერ ასხვავებს აბსცესსა და სტერილური სითხის გროვას პერიტონიუმის ღრუში. ამ შემთხვევაში, ინტრააბდომინური აბსცესის დიაგნოზის დასადასტურებლად რეკომენდებულია სითხის გროვის პერკუტანული მიდგომით ასპირაცია და შეფასება გრამის წესით შეღებვისა და კულტურის გზით. თავისუფალი ჰაერის აღმოჩენა სითხის გროვაში დიაგნოსტიკურია ინტრააბდომინურ აბსცესზე, თუმცა შესაძლოა ასახავდეს კავშირს კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან.
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ინფორმაციულია მიმდებარე სტრუქტურებზე (განსაკუთრებით კუნთებზე) აბსცესის ზემოქმედების გამოსავლენად,. შესაბამისად ის უფრო სასარგებლოა მენჯის ქვედა არეში არსებული აბსცესების დროს.[14] IAA დიაგნოსტიკაში ულტრაბგერითი გამოკვლევა შეიძლება იყოს დამხმარე საშუალება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტის ტრანსპორტირება შეუძლებელია. თუმცა, ვინაიდან მისი ამოცნობა დამოკიდებულია ინსტრუმენტის ხილვადობასა და რადიოლოგის პროფესიონალიზმზე, მცირე ზომის აბსცესები შეიძლება გამოგვრჩეს. გარდა ამისა, ულტრასონოგრაფიით არ ვლინდება აბსცესის კავშირი სხვა ინტრააბდომინურ შინაგან ორგანოებთან . მისი გამოყენების სარგებელი შესაძლოა შეზღუდულო იყოს ქირურგიული ჭრილობის არსებობის ან პაციენტის ფიზიკური პარამეტრების გამო. შეიძლება დაფიქსირდეს ცრუ დადებითი შედეგი IAA არსებობაზე კრონის დაავადების მქონე პაციენტებში.[23]
პრაქტიკაში გამოყენებულია ენდოსკოპური ულტრაბგერითი გამოკვლევა კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან მიმდებარედ არსებული აბსცესის შესაფასებლად და დრენირებისთვის. ყველაზე მეტად ეს კვლევა გამოყენებულია პანკრეასის სითხის გროვების შესაფასებლად. სხვა ხელმისაწვდომი არეები მოიცავს მენჯსა და პერირექტალურ სივრცეს, ასევე დიაფრაგმის ქვეშა და ღვიძლის გარშემომცველ სივრცეებს. ენდოსკოპიური ულტრაბგერითი გამოკვლევა საჭიროებს სპეციალურ გამოცდილებას; მონაცემები მისი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ ინტრააბდომინალური აბსცესის დრენირებისას არის წინასწარი. თუმცა, ენდოსკოპიური ულტრაბგერითი გამოკვლევა შეიძლება სასარგებლო იყოს კრიტიკულად დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ მწოლიარე მდგომარეობაში პროცედურებს ან ინტრააბდომინალური აბსცესისთვის, რომელიც არ ექვემდებარება სხვა ტრადიციულ მკურნალობას.[24][Figure caption and citation for the preceding image starts]: აბსცესი მთლიანად ცვლის პანკრეასს და ვრცელდება ფილტვის კარამდე, აირის მრავალი ბუშტუკით და ჰაერის / სითხის მაღალი დონით დოქტორ ალი ფ.დოქტორი ალი,მალატის და დოქტორ ლენა მ. ნაპოლიტანოს კოლექციიდან; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: ინტრა-აბდომინალური აბსცესი ჰაერის მცირე ბუშტუკებით, მეორადი პერფორირებული დივერტიკულიტიტით.დოქტორი ალი,მალატის და დოქტორ ლენა მ. ნაპოლიტანოს კოლექციიდან; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: სკანირება კომპიუტერული ტომოგრაფით აჩვენებს შიდააბდომინალურ აბსცესს ჰაერის მცირე ბუშტუკით დოქტორ ალი ფ.დოქტორი ალი,მალატის და დოქტორ ლენა მ. ნაპოლიტანოს კოლექციიდან; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას